Jul 3, 2011

Sting შეეხე ქართველ ერს!!!!





გამარჯობათ!!

ამ პოსტის დაწერა გუშინ მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხე ჰოდა...

ესეიგი უკაცრავად და ქართულმა ტელევიზიებმა ჯერ იყო და  ერთი თვის წინ შერონ სტოუნით გვიხმარა ,  და ეხლა სტინგის დროაო...

ქართულმა ტელევიზიებმა  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქართველი ერი იხმარა. 
ვინმე მოკვდა, დაიხრჩო, მოკლეს... კიდიათ პირველი გამოშვება სტინგი, მეორე სტინგი მესამე სტინგი, ამოყარეს ბიოგრაფია, სად , რა, როდის, როგორ გააკეთა, რაც აქამდე უცხოვრია და გაუკეთებია ამ ორ დღეში გაუხსენეს, მოკლედ შერონის ვარიანტია რა, სიმართლე ვთქვა  შერონის დროს უფრო ვუყურებდი ტელევიზორს და ეს დღეებია საერთოდ არ შემიხედავს ზედ,  მაგრამ რამდენიც ტელევიზორი ჩავრთე იმდენი მაგ კაცის სახე იყო გამოჭიმული.

მოკლედ ეხლა რა არი სასაცილო/სატირალი ქართველმა ერმა გაიგო სტინგი ჩამოდისო და ყველანაირ სოციალურ ქსელზე  თვითერს არ ვგულისხმობ რათქმა უნდა , ყველას სტინგის ავატარი უყენია, ყველა სტინგის სიმღერებს დებს კედელზე, ყველას ეხლა შეუყვარდა სტინგი,  რათქმა უნდა ისევ  აჟღურტულდნენ შარდენის "სასტავი" , ყავის/წვენის ნელა მწრუპავი გოგო–ბიჭები და ა.შ . უკვე მიდიოდა საუბრები, მე რუსთავი 2 –ის სასტავთან მივდივარ, მე პირველი არხის და ბლაბლაბალალალალალა.... 

გასაგებად რომ ვთქვა , ახლა 3 ივლისს მოდაშია სტინგის კონცერტზე მოხვედრა, რადგან შემდეგ მთელი წელი გექნება სალაპარაკო , რომ სტინგის კონცერტზე ბათუმში  იყავი!!! ეს იცით რას ნიშნავს!?!?!?!?! ....

100% ვარ დარწმუნებული , ნამდვილად ვისაც ეგ კაცი მოსწონს ყოველი კონცერტზე მისული 10 კაციდან 1 იქნება ეგეთი . ეგ კი არა მანდ მისულებს რომ კითხო Gordon Metthew Thomas  Sumner ის კონცერტზე მიდიხარო, პასუხი იქნება არა სტინგისო ....  შენც თუ ვერ მიხვდი ეგ სტინგის ნამდვილი სახელი და გვარია რავიცი...

მე უბრალოდ ის მაინტერესებს, რომ ამ 90–იანების მომღერლები სადამდე უნდა გვტენოს ამ ხალხმა? მთავრობას, კულტურის სამინისტროს და ა.შ ვგულისხმობ
როდემდე შეიძლება ეს მობერებული, მივიწყებული ხალხი ვიტანოთ და თან აქეთ გვამადლონ? თუ ესეთი მაგარი ერი ვართ ჩამოიყვანეთ Lady Gaga , ჩამომიყვანეთ Snow Patrol , ჩამომიყვანეთ  30 Seconds to mars, The Radio Dept.  და აღარ გავაგრძელებ ეხლა მაინც აზრი არ აქვს.  ჩამოიყვანონ ესენი, რატო ჩამოყავთ ნიკოლოზის დროინდელი ხალხი, ეგ კი არა გუშინ რეკლამა ვნახე ქულიო ბათუმშიო, თვალები გადმომივარდა, ქულიოს რაღა ჭირი უნდა, რაღა დროს ქულიოა... მაგრამ იცით რაშია უბედურება? ქართველი ერის 80% კიდე ქულიოს და სტინგის დროსაა ჩარჩენილი და ჩემი Snow Patrol  და  30 Seconds to mars არათუ კიდიათ, არამედ არც გაუგიათ ალბათ... 

 სტინგთან ერთად კიდევ ჩამოიყვანეს კიდევ ერთი მსოფლიოს კაშკაში კრის ბოტი . ნუ მაგასაც ამოუქექეს ყველაფერი. 

მოკლედ  დღეს უკვე კონცერტია , მომავალი 2 დღე , იმით  გვიხმარენ რომ, აი ესეთი კონცერტი, მსოფლიოს ვარსკვლავი ბათუმში , შემდეგ ალბათ სოფო ნიჟარაძეს დააყენებენ და ამღერებენ  და შემდეგ იმას დაატრიალებენ მთელი სეზონი , მოკლედ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში.... 

ყველაფერს  რომ თავი დავანებოთ რამოდენიმე წლის წინ სერიოგა რომ ჩამოიყვანეს გახსოვთ? და ამ ხალხმა ჩორნი ბუმერის მეტი სიმღერა მაგისი არ იცოდა  და 9 ჯერ ამღერეს იმ საწყალს და მერე დატოვეს ცარიელ დარბაზში ....  
  
                                                            ჰოდა


სანამ წახვალთ   Desert Rose    და   Shape of My Heart –ის გარდა მაგ კაცს კიდევ აქვს სიმღერები და იმასაც მოუსმინეთ....


აბა თქვენ იცით კარგად გაატარეთ დრო ❤...