Nov 24, 2012

The Twilight Saga: Breaking Dawn: Part 2 ანუ the Lamb .... is now a Lion




 ძლივს გამოვიდა განთიადის მეორე ნაწილიც და  ბელას და ედვარდის ისტორიაც დასრულდა.  

ცოტა შორიდან დავიწყებ ამ პოსტის წერას.

ვაღიარებ , როცა ბინდის პირველი ნაწილი გამოვიდა, ძალიან არ მომეწონა , და არც ახლა ვუარყობ ამას, საშინლად დაბალი დონის მგონია ახლაც, და უხარისხო ფილმს ჰგავს, მეორე ნაწილს შედარებით არაუშავდა, აი მესამედან კი მართლა დამაინტერესა, ჯერ ერთი ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ფილმია ვიზუალური თვალსაზრისით.

ხალხი, რომელიც დგას და იძახის , "ფუუ თვაილაითი გოიმობაა" და მიდის ხოლმე გინება, დადგნენ და თქვან ეხლა ამ საუკუნეში რომელია აზრიანი ფილმი, ყველაზე დიდი წელიწადში ერთხელ გამოვიდეს ერთი ფილმი რომელშიც რაღაც აზრი დევს, ამიტომ უსაფუძვლოდ მიმაჩნია "ბინდის" გინება და ათასი სისულელის ძახილი.

მესამე ნაწილის მერე, ყოველთვის ველოდებოდი ახალ ნაწილს, სიახლეებს ვკითხულობდი, დიდი ფანი არ ვარ თავგადაკლული, მაგრამ ჩემთვის საინტერესო თემა იყო ბინდი.

მახსოვს წინა წელს როცა კინოდან განთიადის პირველი ნაწილიდან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი, უკვე ვამბობდით როდის გამოვიდოდა ბოლო. ისე უცბად გაირბინა ამ დრომ ,  დღეს როცა უკვე დავჯექი და საყურებლად მოვემზადე არც მჯეროდა რომ უკვე დადგა ეს მომენტი.

მოკლედ პრემიერა საქართველოში რათქმა უნდა გვიან იყო , 22 ნოემბერს

უკვე დაგეგმილი მქონდა რომ წავიდოდი , რაც მალე ვნახავდი მით უკეთესი

მე და ჩემი მეგობარი ისევ გავეშურეთ კინოთეატრისკენ , რომ ბოლოს და ბოლოს დაგვესრულებინა ეს ისტორია.

რაც შეეხება ფილმს ვეცდები ისე მიმოვიხილო, რომ არ დაგასპოილეროთ და არ ჩაგიშალოთ ყურება.

განთიადის მეორე ნაწილი მართლაც არის იმაზე თუ როგორ გახდა ცხვარი ბელა, უკვე ლომი. ვამპირი ბელა შეუდარებელი და ლამაზია, მართლაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი პლუსია ფილმის, კრისტენ სტიუარტი ნამდვილად ულამაზესია. ძალიან ლამაზია  პეიზაჟები, ეფექტები, ბუნება და ა.შ

სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო ემოციურია, უფრო დინამიურია, უფრო დაძაბულია, უფრო ბევრი იუმორია, უფრო ბევრი მოულოდნელობებია,

ედვარდი ისეთ თავის სტიქიაშია. არაფერი ახალი და განსაკუთრებული, მისს პერსონაჟს არაფერი არ შეცვლია

ბელაზე უკვე ავღნიშნე რასაც ვფიქრობ და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ამას, ნამდვილად მომეწონა რომ ბელა , რომელსაც თითქმის ვერავინ ვერასდროს ვერ ხედავდა და ამჩნევდა, ახლა ძალიან ძლიერი ქალი გახდა.

ჯეიკობის როლი პირადად ჩემთვის დაკარგული იყო, თითქმის არც არსებობდა ამ ნაწილში, რაღაც ძალიან ზედაპირულად იყო მეტი არაფერი.

ქალენების ოჯახი ყოველთვის გამორჩეული იყო, ყოველთვის შეკრულები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ყველა შეუდარებელი იყო.

ჩარლი ბელას მამა, ყოველთვის ცოტა ხანს ჩანდა ხოლმე ეკრანზე მაგრამ ძალიან დადებითი პერსონაჟი იყო, ზუსტად ამ ნაწილშიც ისეთივე კარგი იყო როგორც სხვებში.

და რათქმა უნდა მუსიკა , მუსიკა , მუსიკა!!! Soundtrack და Score   იყო იდეალური! ფილმის პირველივე წამი იწყება Carter Burwell ის კომპოზიციით, რომელიც იყო ძალიან მაგარი, და მაშინვე მივხვდი, როგორი იქნებოდა ფილმი და დანარჩენი საუნდტრეკები.

ფილმის ყველა ნაწილი ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო საუნდტრეკებით და ამაზე შედავება არც ღირს.

არ მომეწონა – ბელას და ედვარდის ბავშვი, რომელიც არ იყო ნამდვილი და იყო კომპიუტერულად გაკეთებული, ძალიან ეტყობოდა რომ ხელოვნური იყო, ჩვილს კიდე არაუშავდა მაგრამ სანამ უკვე მაკენზი ფოი ითამაშებდა, მანამდე დაახლოებით 4–5–6 წლის ასაკშიც იყო კომპიუტერული და იმას ძალიან ეტყობოდა, ცუდად საყურებელიც კი იყო.

რენესმე ქალენის პერსონაჟისგანაც რატომღაც მეტს ველოდებოდი, მაგრამ დიდი არაფერი, მაკენზი ფოი პრემიერებზე უფრო ლამაზი ჩანდა ვიდრე თვითონ ფილმში.


და არ მეგონა თუ განთიადი ოდესმე ასეთ ხერხს გამოიყენებდა თავის ფილმში..... დეტალებს არ დაგიზუსტებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ თავისი სიუჟეტით, ერთ–ერთი მომენტით, მთელი მსოფლიო დატროლა და ძალიან შეაშინა. ზუსტად ამ მომენტმა აღმაფრთოვანა ყველაზე მეტად. როდესაც თქვენც ნახავთ, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ...

მოკლედ ღირს რომ წახვიდეთ და ნახოთ ეს ფილმი , ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით გამოვედი კინოდან და მეორედაც კი ვნახავდი.

ამდენი წლის და 5 ნაწილიანი ფილმის  შემდეგ დასრულდა ბელას და ედვარდის ისტორია, რათქმა უნდა სევდიანია, რომ მეტი ფილმი აღარ იქნება და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ დამთავრდა  ნამდვილად კარგად და სამართლიანად, მეტს არც ველოდი.