Nov 28, 2011

ყველაზე მოდური ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცი



იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფეროში ერთ–ერთ მოწინავე ადგილს იკავებს,  და ეს პოსტიც პოლიტიკოსს ეხება, პოლიტიკურ მოვლენებზე საუბარს არ ვაპირებ, არც იმაზე ვაპირებ საუბარს ბიძინა მოერევა თუ მიშა.ეს პოსტი სრულიად აპოლიტიკურია,  და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

თემა რაზეც მინდა ვისაუბრო, ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს ეხება, უფრო სწორედ, მათ ჩაცმულობას. ძალიან საწყენია, რომ მათი ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება ერთმანეთისგან ვერც გაარჩიოს ადამიანმა ისინი.

იმდენად ერთნაირად აცვიათ თითქმის ყოველთვის, რომ მათ სხვადასხვა სურათებს თვალი რომ გადაავლოთ, მხოლოდ დრო და სეზონი მიგახვედრებთ რომ სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული. ძალიან ერთფეროვნები არიან, რეგიონში გასვლა იქნება თუ ოფიციალური შეხვედრა ყოველთვის ერთნაირად აცვიათ, და თუ ცოტა თავისუფლად სცადეს ჩაცმა, ჯობია ისევ პიჯაკში გამოეწყონ...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი კაცი, რომელსაც აცვია ყოველთვის ძალიან მაგრად, ძალიან თავისუფლად არის საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი.

პირადად მე, ძალიან მომწონს თვითონ მისი თავისუფალი სტილი. მართალია ძალიან ბევრჯერ გამხდარა სალაპარაკო მისი მწვანე კომბინიზონი და ა.შ მაგრამ  თვითონ ვინც ამაზე იცინის პოლიტიკოსი იქნება ეს, თუ უბრალო მოქალაქე, ვურჩევდი „ტუფლის“   წვერი დაიმოკლოს და შემდეგ ისაუბროს სხვებზე, რადგან მიშა სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ყოველთვის აცვია ის რაც უნდა და რაშიც გრძნობს თავს კომფორტულად, ყოველთვის იცის სად რა უნდა ჩაიცვას.

ნამდვილად არვიცი სხვა პოლიტიკოსები რას იცვამენ სუფრაზე, სახლში და კლუბებში, მაგრამ ფაქტია რომ აბსოლიტურად ყველა დაშტამპულია ერთი და იგივე ტანსაცმელზე.

რაც შეეხება მიშას, ყოველთვის აცვია გემოვნებიანი პერანგები, ქართველი კაცისთვის „მიუღებელ“ ფერებში, ეს იქნება იასამნისფერი, მალინისფერი და ა.შ

ყოველთვის აცვია ძალიან მაგარი ჯინსები, ჩვეულებრივი კლასიკური შარვლები. შარვალზე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ სხვა პოლიტიკოსებს თუ დააკვირდებით ძალიან ადვილად შეამჩნევთ რომ ის კლასიკური შარვლებიც ძალიან ფართო და კაბა–შარვლის სტილის აცვიათ, წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ იცვამენ, მაგრამ ფაქტია მოდიან და ხვეტავენ თან ქუჩებს ხოლმე. სააკაშვილს კი საკმაოდ ცნობილი ე.წ. „ბუტილკები“ აცვია საკმაოდ შემოჭერილი ტანზე და აშკარად აბსოლიტურად არ გრძნობს თავს უხერხულად .

არ შეიძლება არ ავღნიშნო ფეხსაცმელები, ძალიან ხშირად აცვია სპორტული სტილის, ხშირად აცვია კედების სტილის ფეხსაცმელი. ასევე რათქმა უნდა აცვია 

კლასიკური სტილისაც რასაც ნამდვილად იხდენს იმიტომ რომ ნამდვილად არასდროს არ მომხვედრია დიდი წვეტიანი ფეხსაცმელები თვალში, ესეც დიდი პლუსი რადგან იცის სად , რა , როგორ, რასთან ერთად უნდა ჩაიცვას.

ყოველთვის აცვია ძალიან მაგარი ქურთუკები, სპორტული იქნება ეს თუ კლასიკური.

არ ავიწყდება ნამდვილად აქსესუარები, საათები, სათვალეები , ქამრები და ა.შ

მიშას მერე, შეიძლება დავაყენოთ გიგი უგულავა,  მასაც საკმაოდ კარგად აცვია, აი მიშას და გიგის შემდეგ უკვე ნამდვილად არვიცი ვინ ინაწილებს ადგილებს..

ფაქტია , რომ საქართველოს პირველი პირი, ასევე პირველია ჩაცმულობაშიც, პირადად ჩემთვის. როდესაც ჩანს ხოლმე ნებისმიერ ტელეარხზე, პირველ რიგში ყურადღებას ყოველთვის ჩაცმულობა იქცევს.

შეგიძლიათ დაათვალიეროთ სააკაშვილის ფოტოები, სადაც მისი ჩაცმულობა რაზეც ვისაუბრე ძალიან კარგად და ნათლად ჩანს.






    

























Nov 26, 2011

სასიყვარულო სამკუთხედი ანუ შენი შეყვარებული ახლა ჩემი შეყვარებულია




   

ზოგადად ქართულ რეალობაში ბოლო წლებია გაიგონებთ: „მაგისი ქმარი უსაქმურია“ „ ცოლს ვირივით ამუშავებს“ „ ცოლი საბერძნეთში გაუშვა““ ქალს ახლა კაცის ფუნქციები აქვს“ და ა.შ

ყველას თავისი არგუმენტი აქვს ამაზე, მაგრამ ჩემი შეხედულებით პრობლემა მხოლოდ ზრდასრულ კაცებში არაა. ყურადღებას თუ მიაქცევენ ოჯახის წევრები თავიანთ შვილებს, დაინახავენ , რომ პრობლემა მათი  მოზარდობის ასაკიდან იწყება.

ზოგადად თავმოყვარეობა რომ დაიკარგა ქართველ ერში,  ეგ დიდი ხანია ვიცი. ტრადიციებს სიმართლე ვთქვა დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და ბევრი უაზრო  ფუნქციები აქვს ქართულ ტრადიციებს, მაგრამ არის თავმოყვარეობა, ღირსება რაც ისედაც უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს და მითუმეტეს მამაკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ საქართველოში მრავალი წლის წინ ამით., ამას მაინც ვერ დავუკარგავ ქართველ კაცებს . თუმცა რეალობა ეხლა სულ სხვას აჩვენებს.

თანამედროვეობა არ ნიშნავს უკაცრავად, ბოდიში მომიხდია და სირობას.

ბოლო დროს ისეთ ფაქტებს ვესწრები, ძალიან მიკვირს და ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება ეს მოხდეს, ან რატომ უნდა მოიქცეს ადამიანი ეგრე ან ბლაბლაბლაბლა.

მოკლედ თემაზე რომ გადავიდეთ, ბოლო დროს მომხდარმა ერთმა ინციდენტმა მიიქცია ჩემი ყურადღება , თან ძალიან მიიქცია!

ქართველ კაცებს ჰქონდათ ბევრი ღირსება, და ერთ–ერთი იყო საყვარელი ქალის დაცვა, მასზე ზრუნვა, მისთვის ბრძოლა..


რამდენიც ტელევიზორს ჩავრთავ, მაინც მესმის ხოლმე , რომ 13 წლის ბიჭმა დაჭრა მეორე, გოგოს გამო, არ აპატია შეყვარებულის წართმევა, 16 წლის ბიჭმა მოკლა კლასელი გოგოს გამო...

რათქმა უნდა ეს საამაყო არააა და არც გასახარი... მაგრამ არსებობს მეორე მხარეც... ამაზე არანაკლებ უარესი.

ისტორია რომელიც უნდა მოვყვე , საინტერესოა, საკამათო. იმის გამო რომ მთავარი გმირების პირადი უფლებები არ დავარღვიო, ადგილმდებარეობას და სახელებს ვცვლი.

მაგალითად ავიღოთ გლდანი–ნაძალადევის , სანზონის ერთ–ერთი სკოლა, არც ისე მაღალი კლასი
ახლა გავიცნოთ მთავარი მოქმედი პირები: ნოე,გიგი,სალი
ნოე და გიგი დიდი ხანია საუკეთესო ძმაკაცები არიან, ასევე კლასელები და... უახლოესი ნათესავები. კლასშიც ერთად სწავლობენ, სახლშიც ერთად ბრუნდებიან და კიდევ მრავალი სხვა აქვთ საერთო... საერთო იმაზე მეტი ვიდრე ჩანს..

საქმე იმაშია , რომ სალი ნოესთვის ყოფილი შეყვარებულია , გიგისთვის კი მოქმედი.

ქართველებს ერთი პლიუსი მაინც გვაქვს, ნათესავების ცოლებს  და საცოლეებს მაინც არ დავსდევთ. ნუ 95% მაინც.

ახლა ცოტა უკან წავიდეთ, როცა  ყველაფერი დაიწყო.

ნოეს დიდი ხანი მოსწონდა სალი, მე არ ვიცი რა იყო მანამდე და რა იყო მერე , ვიცი იქედან რა მომენტიდანაც მოეწონა ისიც სალის.  ალბათ იცით თინეიჯერობის ასაკში სიყვარული როგორია, გგონია რომ ის უკანასკნელია, ის ერთადერთია, მის მეტი არავინ მოგეწონება, ის ყველაზე სიმპატიურია და ა.შ . სალიც ზუსტად ამას გრძნობდა  და თავს გადასარევად გრძნობდა ნოესთან. გიგისთან კი ნამდვილი „და–ძმური“ მეგობრობა ჰქონდა.

მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ეს ‘უსასრული სიყვარული“ ერთ კონფლიქტს შეეწირა, და მერე ვანკა–სტანკასავით ხან შერიგდებოდნენ ხან გაიყრებოდნენ, ერთგული გიგი კი ყოველთვის საუკეთესო დაქალის გვერდით იდგა და სახლამდე ნოესაც აცილებდა ნუგეშით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა სალისთან.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სალი ჩამოყალიბდა და ნოეს დაშორდა. ნუ დაშორებაც ისეთივე იყო ალბათ, როგორც სიყვარული. ის მომენტი რომ კლასელები იყვნენ, ალბათ იცით და მიხვდებით როგორი Awkward მომენტები გამოხტებოდა ხოლმე. დაშორების შემდეგ თითქმის ყოველ თვე ნოე სალის ისევ სთხოვდა შერიგებას და სიყვარულში უტყდებოდა , იმის მიუხედავად რომ ეს სიტყვა ერთად ყოფნის დროს უფრო იშვიათად ჰქონდა ნათქვამი ვიდრე დაშორების შემდეგ.

ამ ყველაფრის დროს კი, ერთგული ძმობილი გიგი  ნათესავის გვერდით იდგა და არც ერთგული მეგობრის სახე დაუკარგავს.

და ამ დროს... ამ დროს გიგი თურმე ყურებამდე ყოფილა შეყვარებული სალიზე.  ბევრი ისევ რომ არ ვისაუბრო ამათზე, რამოდენიმე ხანში სიყვარულშიც გამოუტყდა , თავისი და ნოეს სახლში  და ერთი–ორი ცრემლიც გადმოაგდო.

მოკლედ წარმოდგენა არ მაქვს , ნოემ გაიგო თუ არა ძმობილის პირიდან ეს სიტყვები, რომ გოგო რომელიც შენ გიყვარდა ეხლა მე მინდა. მაგრამ ფაქტია  წყვილს ფოტოსესიისთვის ეპატიჟება ხოლმე.


ააა ჰოოო , მთავარი გამომრჩა?  მეგობრული წრფელი სიყვარული, თურმე სალისაც გადაეზარდა დიად სიყვარულში, ანუ გიგი კაი ბიჭია, მასთან თავს სხვანაირად ვგრძნობ, ის სხვანაირია ნოეს არ ჰგავს, ის უფრო თბილია, ყურადღებიანი.

მაგრამ Hey People!!! მგონი სამივეს დაავიწყდა , უფრო სწორად ორივეს, რომ ერთმანეთის ნათესავები არიან და „გოგორომელსაცშენეკოცნავებოდიეხლამეუნდავეკოცნავო“  ამბავი ბევრ რამეს  ნიშნავს.

ზიან ერთად კლასში, დადიან ერთად თეატრში, მაკდონალდსში, ფოტოებს იღებენ.


მაგრამ მთავარია, ვინ დაუშვა შეცდომა?

ნოემ? „გამარჯობათ დამაგოიმეს და დამასირეს?“

გიგიმ? „ გამარჯობათ, ნოე ძმობილო ეხლა სალისთან ვარ და შენზე ვსაუბრობთ?“

თუ

სალიმ? „ გამარჯობათ ნათესავებო, მე თვითონ არვიცი რა მინდა“ ?

შეიძლება ვიღაცისთვის გიგია დამნაშავე, რატომ შეუყვარდა სალიო, ვიღაცისთვის სალი.
თუმცა სალის შეეძლო დამთავრებინა ეს ლავ სთორი, ეთქვა გიგისთვის ერთიორისამიოთხი ლამაზი სიტყვა, შეეხსენებინა, რომ  ექს–შეყვარებულის ნათესავია, და კიდევ ერთიორისამიოთხი სიტყვა დაემატებინა და დამშვიდობებოდა... თუმცა..

აი დავუშვათ სიტუაცია დატრიალებულიყო სხვანაირად და ნოე არ აღმოჩენილიყო  „კაცისორგანო“ , და სალის გიგისთან დაწყვილების შემდეგ ,  შესულიყო კლასში, გაეყვანა გიგი გარეთ და დანა გაეყარა, შემდეგ ამას აუცილებლად გავიგებდით და კურიერში მაინც ანახებდნენ. აი ამ შემთხვევაში რას იზამდა სალი?
მადლობა ღმერთს არავინ მოკვდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს სისხლის სამართალთან საქმე, აზრი არის იმაში, რომ  ჩვენი ერი დეგრადაციას განიცდის.

ფაქტია კიდევ ის , რომ ქართველი კაცები, რომელბიც კაცობაზე თავს დებენ და განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში აწუხებთ, წამოდიგარეთგავიდეთ , საერთოდ არ შეეხოთ ნერვზე ეს ფაქტი. არანაირი დამცირება , შეურაწყობა, ანუ ფეხებზე მკიდია მთავარია მე ვიყო კარგად.

ანუ რაც უნდა აწუხებდეს ქართველ ერს, ისაა, რომ თაობა ხავსს დაემსგავსა, იმას ვინღა ჩივის რომ, ავტობუსსში ფეხმძიმეს ადგილი უნდა დაუთმო,  ნეტა საკუთარი თავმოყვარეობა დაიცვან და საკუთარ ღირსებას მიხედონ. 

ანუ პრობლემა იცით რაშია? იმაში რომ ქართველები შეიძლება გავევროპელდით, მაგრამ ჯერ არც ასე თანამედროვე ცხოვრების დონეზე ვართ. ანუ პრობლემა იმაშია რომ ზრდასრული ადამიანი ვერ ხვდება რომ თითქმის ძმის, შეყვარებულს ერთ ადგილას არ უნდა უყურო,  და შენ არ უნდა შეგიყვარდეს შენი შეყვარებულის სისხლი და ხორცი, და საერთოდ გაწყდა არე–მარეში ხალხი?

ანუ არგუმენტი ამ სიტუაციაზე, ნოე არ მიყვარდა და ჩვენი ურთიერთობა არაფერს ნიშნავს, უბრალოდ თავის მართლებაა, და მიუღებელი არგუმენტია.

ან საერთოდ ბიჭმა როგორ უნდა შეხედო ძმის შეყვარებულს ,  არ ეჭვიანობ მაინც ?


წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა გაამართლოს ადამიანმა ეს სიტუაცია და რატომ უნდა თქვას რომ , სიყვარული ჯადოსნური გრძნობაა. პირადად ჩემთვის ყველანაირი არგუმენტი იქნება მიუღებელი და ნულის ტოლი.


რაც არ უნდა იყოს, ბედნიერებას ვუსურვებ სამივე წევრს,  იმედი მაქვს მომავალში ერთ სახლში არ იცხოვრებენ. იმედი მაქვს მათი შვილები ერთმანეთს გაიცნობენ, და იმედი მაქვს მომავალში ისინი მაინც არ დაწყვილდებიან.

მოკლედ!!!

ბედნიერებას გისურვებთ,

Sep 24, 2011

Teen Wolf



ამ სერიალის შესახებ ზაფხულში გავიგე, ივნისის თვეში დაიწყო. ყური მოვკარი და გავატარე , რაღაცნაირად არც დამაინტერესა , ხოლო შემდეგ როცა ყველა სერიალი მოვიარე რაც მინდოდა და მაინტერესებდა, ავდექი და ესეც გადმოვწერე, მეთქი რაც არის არის, სიმართლე ვთქვა სახელის გამო ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, მეთქი თინეიჯერი მგელი არა ისა...

მოკლედ  შევცდი ნამდვილად,  პირველივე სერია ძალიან საინტერესო გამოდგა, და ეგრევე მივაყოლე მეორეც, სიუჟეტი ახალი ნამდვილად არ არის, და რაიმე ახალს ვერ ვნახავთ ამ სერიალში , სიუჟეტი აქვს ძალიან საინტერესო, ჩამთრევი, ელოდები რა როგორ მოხდება, მოკლედ ძალიან მაგარია.

ბევრი დადებითის მიუხედავად აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად არ მომწონს საშინლად ტაილერი როგორც მაქცია, რაღაც არც მაქციაა არც ადამიანი , არც მგელი, ავატარს ჰგავს საშინლად, კიდევ არ მომწონს ის ვინც ნამდვილი მაქციაა, ნამდვილი კომპიუტერული გრაფიკაა, თანაც აშკარად რომ ეტყობა , არ მომწონს მანქანის ეპიზოდები სადაც 70 % მწვანე ფონზე დგანან და ისე მიდიან და ვითომ ნიავიც უნიავებთ ..  ზოგი მომენტი ზედმეტად სენტიმენტალური იყო ვითომ, იაფი გაცვეთილი რომანტიკა და ა.შ
იყო ისეთი Fail მომენტებიც იმ ვითომ რომანტიკაში რომ რავიცი, შეიძლება 15–16 წლის ადამიანმა ჩათვალოს რომ ეს რომანტიკულია მაგრამ მე სახეს ვატრიალებდი ხოლმე , მეთქი დროზე გადაიქეცი ქენი რამე!!!

ამდენი მინუსის მიუხედავად მაინც ძალიან მომწონს, არ მომწონს რომ 12 სერიაა, და არ მომწონს რომ  მეორე სეზონი 2012 წლის ზაფხულში გამოვა, მაქამდე თუ დამამახსოვრდა რამე ძალიან გამიხარდება. . ძალიან მომწონს პერსონაჟები, ძალიან კარგად არის შერჩეული, ყველაზე მეტად და მაგ შოუს ვარსკვლადად მივიჩნევ სტაილსს – დილან ობრაიენის გმირს. მგონი ყველაზე კარგად ეგ თამაშობს და დარწმუნებული ვარ მისი პერსონაჟი და იუმორი რომ არა  ძალიან დიდი რამე დააკლდებოდა შოუს.

 მოკლედ აუცილებლად ნახეთ , ვისაც ეს ჟანრი მოგწონთ, ძალიან მოგეწონებათ , გაერთობით.









Aug 23, 2011

დიადი გზა ევროპისაკენ!!!

უკაცრავად და ახალი სირობა შემოიღეს საქართველოში, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში, ანუ უნდა გაიარო რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში , შენ შვილს დაარეგისტრირებ და შემდეგ უდარდელად მიიყვან ბავშვს , მითითებულ ბაღში... თითქოს კარგად ჟღერს ეს ყველაფერი, ერთი ძალიან დიდი დეტალი რომ არ იყოს.

მოკლედ ჩემი ძმა რომელიც ზამთარში 5 წლის გახდება, გადავწყვიტეთ ბოლო წელი მაინც იაროს ბაღში, მანამდე რამოდენიმე ხანი იარა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, ქართველ მშობლებს , რომელთა 60% ბავშვის მოშორებაზეა გადართული, და სიცხე აქვს , იმ საწყალ ბავშვს ვირუსი თუ რაიმე სხვა, სახლიდან მაინც უშვებენ , ის კი ჯგუფში სადაც მის გარდა 40 ბავშვი იყო, იმათთან ერთად რომ ტრიალებდა ალბათ ადვილი მისახვედრია რომ იმ 40 ბავშვიდან 30 უკვე ავად იყო და დავირუსებული , ჰოდა ჩემი ძმა რამოდენიმეჯერ სიცხით რომ მოვიყვანეთ და ვირუსებით, მაშინ გადაიკეტა სამუდამოდ საბავშვო ბაღის გზა. თან  სხვა პრობლემებიც ერთვოდა, საერთოდაც არ ვთვლი , რომ საქართველოში საბავშვო ბაღები არათუ მაღალ , საერთოდ რაიმე დონეზეა ასული.  უამრავი პრობლემა: საჭმელი, ჰიგიენა, ყურადღებიანი აღმზრდელები! რამოდენიმე ბაღი თუ იქნება ნორმალური და იქაც გადაჭედილია ბავშვებით.

შედარებით კარგ მდგომარეობაში , კერძო ბაღებია, სადაც ჩემი ძმა დადიოდა საკმაო ხანს, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ დაიკეტა .

მოკლედ რეგისტრაციაზე ვსაუბრობდი და, ჯერ თვითონ ვერ გაიგეს ბაღებში პერსონალმა , რას ნიშნავს ონლაინ რეგისტრაცია, რას მოიცავს ეს ყოველივე, ჰოდა რომ ძლივს ამოღერღეს , რომ რეგისტრაცია უნდა გაევლო ადამიანს ინტერნეტში და არა იქ, მივადექი საიტს და , ახალი უაზრო მარაზმი ქართველების, აბსოლიტურად ყველა ბაღი არის დაკავებული!!! ქართველი დედები, და ქართველი მამები, თავიანთ ბავშვებს, ერთდროულად 4–5 ბაღში არეგისტრირებენ და ასე ვთქვათ ადგილებს ინახავენ, რიგი მოიკოავონ როგორმე, ისევ კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრობთ ხალხნო!!!!

რეგისტრირდებიან და  ამ დროს ის კიდიათ ყველას , რომ შეიძლება სხვასაც უნდოდეს დარეგისტრირება მაგრამ მაგათი ნაბიჭვარი საქციელის და ტრაკის გამო უამრავია ადამიანი ზარალდება,  აბსოლიტურად არცერთ  ბაღში არ არის ბავშვის ადგილი!!!  თურმე შემდეგ ბეზრედებათ შლიან თავიანთ მონაცემებს და ბაღის გამე ზის ჩასაფრებული, რომ  ბავშვები დაარეგისტრიროს ვინც რეზერვში ჰყავს.



აი ეს არის საქართველო და ეგ არის თქვენი ევროპა!!!! ევროპა რომელიც ვერასდროს ვერ გახდება!!!!  ყოველთვის ეგრე იყო და იქნება, რა დაიტაცონ, რამდენი წაიღონ, ის კი არა უფასო დეგუსტაცია რომ არის მაღაზიებში რამე პროდუქტებზე, მთელ დახლს ეტაცებიან და მიაქვთ სახლში, აი ესაა საქართველო!!!! და გული მერევა უკვე ქართველი ხალხის საქციელზე რა,უფრო მეტი დაიტაცონ, ვის რა დატაცონ, რამდენი წაიღონ სახლში, ვის რა წაართვან, ამაზრზენიაააა!!!! ამათთვის იქნებოდა ონლაინ რეგისტრაცია?  ამათთვის საერთოდ შეიძლებოდა ეგეთი რამის შემოღება?, ან რა უჯიშო სისტებაა ეგეთი, როგორ არ უნდა გაეკეთებინათ ისე , რომ ერთ ბაღში რომ დარეგისტრირდები, სხვაგან აღარ შეგეძლოს დარეგისტრირება, მაგრამ არა!!! მაგდენი ტვინი ვინ მისცა ამათ,

 საერთოდ ყველანაირ ზღვარს სცდება ქართველი ხალხის საქციელი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, რაც დროს გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები, რაც უფრო ვცდილობთ დავემსგავსოთ ევროპას და ამერიკას, მით უფრო ვშორდებით  და უფრო მეტად მივდივართ უფსკრულისკენ.

Aug 2, 2011

ენრიკე იგლესიასი და მეგა მეგა მეგა მეგა ქართველი ვარსკვლავები!!!!!









ტრადიციას არ ვუღალატებ , შერონ სტოუნი იყო ჩამოსული , გვიხმარეს – დავწერე, სტინგი ჩამოვიდა , გვიხმარეს – ეგეც დავწერე, ხვალ კი ენრიკე იგლესიასი რაღა თქმა უნდა , ბათუმში ატარებს კონცერტს, უკვე გვხმარობენ და მეც ვწერ.

ეს "მტვ ლაიიიივ ჯორჯიააა ბათუმიი" უკვე რამდენი ხანია მესმის , ღმერთმა უწყის! მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე!!! ბლაბლალალალალაბალალალა. კარგით , გამოვტყდეთ, MTV თურმე აქაც გვცოდნია, მაგრამ რა დროს ემტივია! როცა ხალხი 24 საათი მიუსიქ ბოქს უყურებს... ყველაზე არ მაქვს საუბარი. საერთოდ რა დროს ენრიკეა როცა, თვით ენრიკემ თავისი წარმატება და სიკაშკაშე დიდი ხანია 2000–იან წლებში დატოვა ეულად...

ენრიკე ძალიან პოპულარული იყო სადღაც 2000 დან 2004 წლამდე,ამას მართლა ვერავინ დაუკარგავს.  პატარა რომ ვიყავი მეც მომწონდა ენრიკე,  მშვენიერი ბიჭი იყო და საერთოდ მაგ წლებში და მაქამდეც ენრიკე რომ უყვარდათ გასაკვირი არ არის, მაჩო ბიჭი, ხალით , მოღეღილი მკერდით, დასევდიანებული სახით, რატო არ უნდა მოსწონებოდათ რა? მაგრამ ეხლა? 2011 წელს? ეხლა მოღეღილი მკერდის  დროა? ან სევდიანი მტირალა ხმის?

ენრიკე დიდი ხანია აღარ ბრწყინავს, ეგ კი არა დუეტებს წერს ამ ბოლო დროს სულ, ხან პიტბულს შეეტენა ხან ვის, რომ ოღონდაც გაიყიდოს სიმღერები. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოში არ ხდება!! ენრიკეს კონცერტი რომ გაიგო ხალხმა, "ფუუუუ კაიი რეააააა" ეს თქვეს მარტო, მაგრამ ამ დროს მთელი ძალით ტენიდნენ ჩემოდნებში ტანსაცმელს და ბათუმში გარბოდნენ და გარბიან... მაინც ხო აზრზე ხართ რააა, სტინგი სტინგია და ენრიკე ენრიკეა, სტინგი ძაან სვეცკობაა და ენრიკე რავიცი... სამაგიეროდ მჯერა და ენრიკეს ვუსურვებ რომ სტინგივით არ ახვეწნინებენ ხვალ ამყევით იმღერეთო და ბოლო ბოლო "აი ქენ ბი იორ ჰიიირროოოუუუუუ ბეიიიბეეეეეეეეეეეეეეეეეეე" მაგაში მაინც აყვებიან და ეს წინადადება მაინც ემახსოვრებათ. თან არ დაგავიწყდეთ უფასოა კონცერტი, ანუ არც წარმოიდგინოთ ხვალ რა ამბავი იქნება. ეგ კი არა ხალხი ისეთი გაგიჟებულია დღეს საქართველოს ბანკი თავის ფეისბუქის პეიჯზე გამოკითხვას აწარმოებდა და ნეტა გენახათ რამდენი ბიჭი იღებდა მონაწილეობას , დახოცეს ერთმანეთი გოგო–ბიჭი ვინ იყო ვერ გავიგე, გამარჯვებულით არ დავიტერესებულვარ, მაგრამ ფრიად რთული კითხვები კი იყო...






სიმართლე ვთქვა, ამ დღეებში ტელევიზორს არც ისე აქტიურად ვუყურებდი, ანუ ნამდვილი სიამოვნება ვერ მივიღე და ვერ შევიგრძენი ენრიკეს ჩამოსვლა, დღეს 9 საათიან კურიერს შევხედე მაინტერესებდა ისევ ადგილზეა თუ არა ჩვენი ქვეყანა და ენრიკეზე დაიწყო სიუჟეტი, როგორ ჩამოვიდა ბათუმში , არვიცი ვინ იყვნენ ის გოგონები და ვინ იმუშავა მათ ხმაზე, მაგრამ ისე გაჰკიოდნენ, თან სახე არ ჩანდა ვინც იღებდა იმათ ედგნენ ეტყობა ან უკან ან გვერდზე. და  ისეთი ხმები გამოსცეს ეს საწყალი ენრიკე უკან გააქციეს კინაღამ.

არვიცი რატომ მაგრამ ეს ბიჭი საშინლად მეგოიმება,  სურათები, გამომეტყვეელება, ხომ არ შეიძლება მართლა 10 წლის წინ ჩარჩე არა? მოკლედ კარგით შევეშვათ ენრიკეს, ენრიკე ჯობია ასი თავით, ამ პოსტის შემდეგ თემას


საქმე იმაშია რომ ენრიკეს კონცერტზე, ქართველი ... ვარსკვლავები არა ბოდიში მოიხადე, მეგა ვარსკვლავებიც გამოდიან, უკვე იცი ალბათ ვისაც ვიტყვი... რა თქმა უნდა სოფო ნიჟარაძე , სტეფანე და სამი ჯი!  დაააა ევროვიზიიიიიიისსს მეგააა ვარსკვლავიიიიიიიიიიიიიი "ელ დრაინი" თუ რაც ქვიათ არვიცი....  ჰოდა ამ 9 საათიან კურიერში ამ ჯგუფის ერთ–ერთი მონაწილე ალაპარაკეეს, იმ საწყალმა ხო პირში ენა ვერ დატრიალა, ერთი და იგივეს იძახდა" ეს ახდენილი ოცნებაა, ეს ნამდვილი როკ სცენაასავითაა"... არვიცი როკ სცენა რა არი და საერთოდ როკი რა შუაში იყო...

მაგრამ ყველაზე ყველაზე სასაცილო ის არის, რომ სასაცილო კი არა მეც ენრიკესავით დავსევდიანდი რომ გავიგე... კონცერტი 7 ზე იწყება  და პირველი ორი საათიო  ქართველებს დაეთმობაო, იქ სოფო , იქ სტიოპა , მერე ელ– ბლაბალალა და ა.შ და სასაცილო კიდევ ისაა რომ ამ ჯგუფმა 9 სიმღერა უნდა შეასრულოს, მოდით გულახდილად და იქ მისულებს სულ "პო ხუი" არ ექნებათ ეგ ელდნრაინი და სოფია ნიჟარაძე? ანუ სასაცილო კი არა სატირალი ისააა რომ , ქართვეელები ენრიკეს წინ ჩასვეს, რადგან ენრიკეს მერე რომ ემღერათ უბრალოდ არავინ მოუსმენდა და აახვევდა ყველა, ხვალ კი მოუწევთ , თუ ენრიკეს მოსმენა უნდათ.... ეჰ რა.... პოსტის გაგრძელების სურვილიც კი გამიქრა და აგერ ბოლოში, ენრიკე როგორც ჩემი ძველი, ღრმა ბავშვობის  სიმპატია, შემეცოდა  კიდეც..




   ენრიკე!!!   შე საწყალო წადი და აღარ ჩამოხვიდე ამ ქვეყანაში არასდროს!!!!!!...