Jul 30, 2011

True Blood ანუ ყველაზე ნამდვილი ვამპირები








ამ პოსტში ბევრს ვერ ვისაურებ , იმიტომ რომ სერიალი რომელზეც დაწერა მსურს,  მხოლოდ ახლახანს დავიწყე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებები დამიტოვა , რომ მინდოდა აუცილებლად გადმომეტანა აქ!

საერთოდ უნდა ავღნიშნო , რომ ვამპირების მოყვარული არ ვარ, არც ჩემი ოცნების ბიჭია ვამპირი, ნუ ოცნების ბიჭი არც მყავს , მაგრამ რომც მყავდეს ვამპირი ნამდვილად არ იქნებოდა. ჩვენს რეალობაში სიტყვა ვამპირზე უმეტესობას "ბინდი" უდგება თვალწინ, და რათქმა უნდა ედვარდი და მისი ოჯახი, დანარჩენ ადამიანებს კი ალბათ ძმები სალვატორეები " ვამპირის დღიურებიდან" მაგრამ ვფიქრობ პირველი შთაბეჭდილება მაინც ბინდია.

ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ, დღე Gossip Girl –ს ვუყურებდი ხოლმე როცა საქმე არ მქონდა არაფერი, ჰოდა როცა შემომელია, ვიფიქრე რა შეიძლებოდა დამეწყო და True Blood წავაწყდი, მანამდე ადრე გადმოვწერე კიდეც 1 სერია , მაგრამ არც შემიხედავს ისე წავშალე, მორიგი Shit მეგონა ვამპირებზე, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ისევ ვცადე და მეორე შანსი მივეცი , დააა გაამართლა!!! პირველივე სერიას , ისე ვუყურე მგონი არც ვსუნთქავდი, ეგრევე მივაყოლე მეორეც და მესამეც,  არადა 53 წუთია , თითო სერია, თითქმის 10–13 წუთით ბევრი  სტანდარტზე. მოკლედ აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან მომწონს ის, რომ სერია მთავრდება ისე, რომ სულმოუთქმენლად ელი შემდეგს, აბსოლიტურად ყველა სერია დამთავრდა საინტერესო მომენტზე.

მბრწყინავი ედვარდისა და გულუბრყვილო ჯეიკობის შემდეგ, ბილი და ერიკი ნამდვილი მამაკაცები არიან!!!  ედვარდს და ჯეიკობს რომ თავი დავანებოთ, ... მოკლეედ ვამპირი თუ ოდესმე წარმომედგინა, მხოლოდ ასეთები, ჯერ ვიზუალურად მომწონს ორივე ძალიან, არცერთი არაა 19 წლის თინეიჯერი ბიჭი  , ჯერ მარტო  ერიკის ტანს და სიმაღლეს რომ შეხედავს ადამიანი..  მომწონს ის , რომ არიან ისეთები როგორც ჩვენამდე მითები მოსულა ვამპირების შესახებ, არ აქვთ აქ რაღაც ჯადოსნური ბეჭდები , რომ მზისგან თავი დაიცვან  და თუ ვერ დაიცვეს ფერიებივით არ ბრჭყვინავენ. გარეთ მხოლოდ ღამე გამოდიან და მათზე ვერცხლი მოქმედებს, მოკლედ იდეალური ვამპირები არიან. კიდევ მომწონს რომ ყველაფერია ამ სერიალში, სიყვარულიც, საშინელებათა ჟანრიც საკმაოდ არის გარეული, გარეული კი არა, ზოგჯერ ვახვევ ხოლმე რომ წინასწარ ვიცოდე ვინ საიდან გამოხტება ,  ეროტიკაც ოხრად არის  DDD, საკმაოდ თამამი სცენებია . მოკლედ ძალიან მომწონს ეს სერიალი,  საერთოდ ღამე არ ვუყურებ ხოლმე  ასეთ ჟანრს, იმიტომ რომ მაინც არ მინდა ძილშიც ერიკს და ბილს ვხედავდე , მაგრამ ისეთი საინტერესოა რომ მგონი მნიშვნელობა არ აქვს როდის ვნახავ, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ რომ მეორე სეზონიც ასეთი იქნება . ერთადერთი ნაკლი რაც სერიალს აქვს არის ის რომ.... ცოტა სერიებია!!! 12–13 სერია არაფერი არ არის!!!

ნამდვილად ვერ დავწერ True Blood ზე ისეთ პოსტს გარჩევებით , თითოეულ პერსონაჟზე როგორც წინა პოსტი იყო Gossip Girl -ზე, უბრალო მიზეზის გამო,  პირველი სეზონიც არ ჩამიმთავრებია ჯერ, 1 სერია დარჩა და წინ  კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი, თან დარწმუნებული ვარ პერსონაჟები აუცილებლად შეიცვლებიან  ხასიათით და საერთოდ შეიცვლება  მოტივებიც.

მოკლედ მომავალ შეხვედრამდე!















Jul 24, 2011

XOXO, Gossip Girl





This Show is my life, Enough Said.



ზუსტად ასე მოიხსენია ერთმა ჩემთვის უცნობა ადამიანმა TV Series Gossip Girl. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა. აი სიმართლე ვთქვა არც ვიცი რა დავწერო, იმდენი რამე მიტრიალებს თავში რომ საიდან დავიწყო არვიცი . მოკლედ დავიწყოთ ესე ჯერ სერიალზე ვისაუბრებ

„Gossip Girl” ამერიკული ტელე–სერიალია , იდეა ეკუთვნით ჯოშ შვარცს და სტეფან სავაჟს . მისი პრემიერა 2007 წელს შედგა. ისტორია ახალგაზრდების ირგვლივ ტრიალებს, რომლებიც ცხოვრობენ ნიუ–იორკის პრესტიჟულ რაიონში, და სწავლობენ პრესტიჟულ სკოლაში, ამ ყველაფრის მიღმა, ისინი მეგობრობენ, განიცდიან, უყვარდებათ, ეზიზღებათ, იღებენ ნარკოტიკებს, ნუ მოკლედ ყველაფერი რასაც დრამა იტევს. ჩვენ კი ამ ყველაფერს და ჩვენ კი არა ფილმის გმირებიც , პოპულარული ბლოგის „ჭორიკანას“ მეშვეობით იგებენ, რომელმაც იცის ყველაფერი, ნებისმიერ წამს და ნებისმიერ წუთს, ხოლო ვინ არის ეს ჭორიკანა, არც იმათმა იციან და ვეჭვობ ჩვენც ვერ გავიგებთ ოდესმე. მაგრამ ეს ბლოგი თავისი პატრონით იმდენად უმნიშვნელოა , სერიალში მომხდარ ამბებთან შედარებით, რომ არც არავის აინტერესებს ვინ არის საერთოდ ის გაურკვეველი არსება. მთავარი გმირები სერიალის არიან : სერენა ვან დერ ვუდსენი მისი საუკეთესო დაქალი ბლერ უოლდორფი, დენ ჰამფრი, ჯენი ჰამფრი, ჩაკ ბასი, და ნეიტ არჩიბალდი. ასევე სერენას დედა, ლილი, დენის მამა და ლილის ქმარი რუფუსი , და სერენას ძმა ერიკი. თუ ვინმე გამომრჩა ესეიგი არ ჩავთვალე ღირსად რომ დამეწერა.

ამათ გარდა კიდევ უამრავი ადამიანია მაგ ფილმში, სეზონების მიხედვით მაგრამ არც ისე კარგად დასამახსოვრებელი, თუმცა გამოვარჩევ ჩაკის ბიძას ჯეკს, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე სერიააშია მაგრამ მაინც დამამახსოვრდა, და ბლერის მოსამსახურეს დოროთას.

ესეიგი სერიალის შინაარსი ჩემი სიტყვებით რომ ავღწერო, დავიწყებ იმით , რომ ძალიან მდიდრული სერიალია, ძალიან ლამაზი ვიზუალურად, ლამაზი ადგილები , სამოსი, სახლები. მაგრამ!! ეს არ ნიშნავს იმას რომ მე მომწონს , 2007 წლიდან არ დამიწყია ნამდვილად ყურება, მაგრამ დავიწყე წინა წელს, თითქმის 1 წლის წინ, შემომელია ყველაფერი და სადაც გავიხედავდი ყველგან Gossip Girl – ის პოსტერებს ვხედავდი, სურათებს ამიტომ ბოლოს ამას მივადექი, და მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ მოვრჩი მთლიანად 4 სეზონს, არადა ძალიან სწრაფად ვუყურებ ხოლმე , მაგრამ ამაზე ძალიან ვჭედავდი, სიმართლე რომ ვთქვა პირველი სეზონი არც მახსოვს, სხვათაშორის არც მეორე... აი რაღაცნაირად ჩემი სტილის სერიალი არ არის, ინტრიგა, ინტრიგა ინტრიგა, ზოგჯერ ისეთ უაზრო რამეზე დარდობდნენ და ნერვიულობდნენ რომ ეგრევე Poker Face მიხდებოდა. მე სხვა ჟანრს ვუყურებ და ალბათ მაგიტომ არ ჩამითრია ბოლომდე, ზოგჯერ ისეთი კარგი სერიები გადაებმებოდა ერთმანეთს სამს და ოთხს ვუყურებდი ზედიზედ, და ზოგჯერ კვირა ისე გავიდოდა ნახვაც არ მინდოდა.

უბრალოდ ძალიან დიდი უსინდისობა იქნება რომ ვთქვა, რომ ცუდია ან ბანძია Gossip Girl. არ შეიძლება მაგისი თქმა , იმიტომ რომ ყველაფერი არის უშეცდომოდ შერჩეული, დაწყებული პერსონაჟებიდან, დამთავრებული სახლის ფანჯარაზე ჩამოკიდებული ფარდით.

მაგრამ იყო მაინც ისეთი რაღაცეები რაზეც გავოგნდი, აი მაგალითად სერენა იყო დენთან, შემდეგ აღმოჩნდა , რომ დენის მამას ადრე უყვარდა სერენას დედა ლილი, შემდეგ რუფუსი და ლილიც იწვნენ ერთად, პარალელურ რეჟიმში, დენიც და სერენაც, შემდეგ სერენა და დენი დაშორდნენ , და ლილი და რუფუსი დაქორწინდნენ, სერენა და დენი კი „და–ძმანი“ გახდნენ, და ამის შემდეგ დენი კიდევ ცდილობდა სერენასთან შერიგებას და ასევე სერენაც... მოკლედ Mindfuck.

ასევე პერსონაჟებმა ერთმანეთი შემოიარეს რასაც ქვია, ბლერი ნეითი, ნეითი სერენა, ჩაკი ბლერი, ჩაკი ჯენი, ჯენი ნეითი , დენი ვანესა, ვანესა ნეითი, ვანესა ჩაკი. და ა.შ ... Again Mindfuck.

მოკლედ რომ ვთქვა Gossip Girl ჩემთვის იყო დროის გასაყვანი, თუმცა მეოთხე სეზონი მომეწონა და რაღაცნაირად რომ მოვრჩი გული დამწყდა...

უბრალოდ საქმე იმაშია , რომ ეს სერიალი არის ჩემთვის უინტერესო თემატიკაზე აგებული, თორემ ვისაც აინტერესებს მდიდრული ცხოვრება, გლამური, ინტრიგები, ლიმუზინები მოდა , დარწმუნებული ვარ რომ მათთვის ახდენილი ოცნებაა ეს Tv Show.

მინდა სათითაოდ დავახასიათო , ჩემი გადმოსახედიდან თითოეული პერსონაჟი ,ოღონდ მხოლოდ პერსონაჟი და არა მსახიობი. მოკლედ დავიწყეთ :



სერენა ვან დერ ვუდსენი – გრძელფეხება, ქერა გოგო, კაცებს უყვართ, ქალებს შურთ. რაღაც მომენტში შეიძლება სერენას დავარქვათ იდეალური. ვიზუალური თვალსაზრისით, ცხოვრების თვალსაზრისით კი, მოდით ცოტა კულტურულად ვთქვათ, და სერენა ნამდვილი მდიდარი მსუბუქი ყოფაქცევის გოგოა, უბრალოდ არ აღიარებს. სიმართლე ვთქვა არც მახსოვს სერენას კაცების სრული სია, აქა–იქ თუ გამახსენდება და „ აა უი ეს ხომ სერენას „ „ აა ამასთან ხომ სერენა“ „ ეს ხომ სერენას.. „ მოკლედ... მამამისის, რუფუსის, ჩაკის და თავისი ძმის გარდა მგონი ყველასთან ჰქონდა რომანი, ვინც სერიალში თამაშობდა. სერენა ნამდვილად კარგი გოგოა, უბრალოდ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მისი ცხოვრება არასწორი გზით მიდის. რაღაც ვერ იპოვა თავისი თავი, სულ არეული, სულ დაბნეული, სულ უბედური. ვიღაც მოეწონება, ჰგონია რომ შეუყვარდა, და ასე გრძელდება მთელი 4 სეზონი. ერთადერთი ბიჭი რომელთანაც სერენა მომწონდა ეს იყო დენი. თუმცა ეს უკვე შორეული წარსულია. იქნებ ცოტა გამოასწორონ , სერენას პერსონაჟი, ეღირსოს ნამდვილი სიყვარული და დაულაგდეს ცხოვრება. ნამდვილად მომწონს სერენას ვიზუალი, ჩაცმულობა , ნამდვილად კარგი მეგობარია, კარგი შეყვარებული (სანამ არ მობეზრდება)   და საერთოდ მომწონს ეს გოგო.



სერენა ვან დერ ვუდსენს 10 დან 7





ბლერ უოლდორფი – ოჰ ბლერ.. ბლერ... არც ვიცი რა ვთქვა, ჩემთვის საერთოდ არაა საყვარელი პერსონაჟი, ადრე სანამ სერიალს დავიწყებდი, ფოტოებს თუ სადმე წავაწყდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სერენა იყო ალქაჯი და ბლერი დაჩაგრული გოგო, თუმცა... ვცდებოდი. ემოციური ბლერი. საერთოდ არ მესმის ბლერის არასდროს, ჩემთვის გაუგებარია , თვითონ სერიალში ეს მოსამსახურეების მონებივით ჩაგვრა, რასაც ბლერი აკეთებს, გაუგებარია მისი საქციელი, საერთოდ არვიცი , მგონი აჭარბებს ყველაფერს, სულ რაღაცას მალავს, ცდილობს, რაღაც ვიღაცას დაუშავოს, ერთადერთი რაც მომწონს მასში, არის ის , რომ იცის დახმარება და გვერდში დადგომა. სხვა დანარჩენი არაფერი არ მომწონს მისი. ყალბია, უაზროა, რაზე დარდობს , რაზე ნერვიულობს ვერ ვიგებ, მოკლედ არ მესმის ბლერის. ერთადერთი რაც მომწონდა და როცა მომწონდა, ეს იყო დენთან როცა იყო შანსი ურთიერთობის, თუმცა არ შედგა ეს ურთიერთობა და მეოთხე სეზონის ბოლოს პრინცს აეტორღიალა, რისიც მე არ მჯერა რომ უყვარს, და აპირებს გათხოვებას, თუმცა ბლერი შეიცვალა მეოთხე სეზონის ბოლოს, რაღაცნაირად სხვა გახდა, დაწყნარდა, დამშვიდდა , თითქოს გაიზარდა. იმედი მაქვს ასეთი დარჩება. ბლერის მომწონს   სახე.  ძალიან ლამაზი სახე აქვს , ფიზიკურად  სერენას ჯობია. სახით მხოლოდ.



ბლერ უოლდორფს 10 დან 5 



ჩაკ ბასი – მიუხედავად იმისა, რომ ჩაკ ბასი ნამდვილად გოგონების ფავორიტია, საქართველოშიც და საერთოდ მსოფლიოში, მე საერთოდ არ მიზიდავს, საერთოდ ძალიან შორს არის ჩემი გემოვნების ბიჭისგან. დავიწყებ იმით , რომ ძალიან ჰგავს ბლერს, სწორედ ამიტომაც უგებენ ერთმანეთს ასე ძალიან, პირველ სეზონში საშინელი ადამიანი იყო, მეორეშიც, შემდეგ ნელ–ნელა გამოსწორდა, და დალაგდა ისიც , ჩაკი უფრო მალე გაიზარდა ვიდრე ბლერი. თითქოს ძალიან საშიში რაღაცნაირი პერსონაჟია, მაგრამ ბავშვურია, მარტოსულია, და შეყვარებულია, ამ ყველაფერს ჩამოთვლილთაგან რომ არ გამოხატავს , მაგიტომაც არ მომწონს .არც ვიცი რა ვწერო ჩაკზე, რაღაც აქვს არვიცი რა, რომ სიმპატია გაგიჩნდება, მაგრამ ჩემთვის უინტერესო ბიჭია, თავის თავზე დიდი წარმოდგენით, I`m Chuk Bass და ა.შ/ არ მომწონს მანერები, სიარულის, ლაპარაკის. მეოთხე სეზონში ეტყობა შევეჩვიე თორე მაქამდე ატანა არ მქონდა. ამ ყველაფერს დავამატებდი, რომ არც ჩაკის და ბლერის წყვილი მომწონს. ცალ–ცალკე რომ არიან უკეთესია.

ჩაკ ბასს 10 დან 4






ნეით არჩიბალდი – ნამდვილი გულთამპყრობელი, სიმპათიური ბიჭი, ეს ზოგადად, თორემ ნეითი ჩემი აზრით, ისეთი შეუმჩნეველია , სანამ არ გამოჩნდება ხოლმე ეპიზოდში, არც მახსენდება, ვთვლი, რომ რომც არ იყოს სერიალში ამით არაფერი დაშავდება. ნეითი – ამდენი წელი გავიდა და ვერ გადაწყვიტა რა გააკეთოს, სერენასთან მოუნდება, მერე სხვასთან წავა, მერე ისევ ასე და ასე გრძელდება უკვე 4 წელია, რამდენმა გოგომ მოატყუა და გამოიყენა არ მყოფნის რომ გადავითვალო, არც ისე მეგობრულია ჩაკის მიმართ, კარგად მახსოვს რინას როგორ დაურეკა მეოთხე სეზონში და უთხრა ჩაკი არ მჭირდება მე შენ გირჩევო. ოჯახში პრობლემები, დედა უაზრო, მამა აფერისტი ნაციხარი, მხოლოდ მეოთხე სეზონში მოიქცა ნორმალურად ნეითის მამა. თავიდან ბლერის შეყვარებული, იმ პერიოდშივე უღალატა, სერენასთან, შემდეგ ისევ დაბრუნდა, შემდეგ ისევ სერენასთან წავიდა. მოკლედ ძალიან გულუბრყვილო, ქარაფშუტა ბიჭია, მაგრამ კეთილი, სიმპატიური. მე დიდად არ მომწონს, მაგრამ არი და ვერ ვუარყოფ.


ნეით არჩიბალდს 10 დან 6




 დენ ჰამფრი – დენი უკვე ორჯერ ვახსენე, იმის მიუხედავად რომ დენი ძალიან ცოტას მოსწონს. დენ ჰამფრი ჩემი საყვარელი პერსონაა ამ სერიალში , თეთრ ყვავს ჰგავს ამათ კამპანიაში, არ იზიდავს ჭორები, ლიმუზინები, მდიდრული ცხოვრება , ჩვეულებრივი ბრუკლინელი ბიჭია , რომელიც თავის სახლშია უმეტეს ნაწილად გამოკეტილი და წერს წიგნებს, რომლებიც იმედი მაქვს ოდესმე იხილავს მზის შუქს და გაუმართლებს, ძალიან მომწონს დენი, მისი დამოკიდებულება დასთან, მამასთან, სერენასთან რომელიც მგონი კიდევ უყვარს.  ძალიან მომწონდა დენი როცა, ჯორჯინას მიერ შეტენილ ბავშვს ზრდიდა და ეგონა რომ თავისი იყო. ძალიან ბევრს ვისაუბრებ დენზე , და ძალიან გამიგრძელდება, მოკლედ ეს არის ის პერსონაჟი რომლის საქციელი არასდროს იყო ჩემთვის მიუღებელი , და ყოველთვის მომწონდა



დენ ჰამფრის 10 დან 10 





ჯენი ჰამფრი  – დენის პატარა და, არვიცი რა უნდა დაიწეროს ამ გოგოზე მართლაც , რომ პატარა ჯენია, უჭკუო, უაზრო, სერენასა და ბლერის ნაზავი, უფრო კარგი ბავშვი იყო როცა ნორმალური იყო და წესიერად იქცეოდა, მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი, არ დააფასა არაფერი რაც გააჩნდა და უაზრო ამბიციებს იყო აკიდებული.

ჯენი ჰამფრის 10 დან 2





ლილი ვან დერ ვუდსენი – საოცარი ქალი, იმის მიუხედავად , რომ მდიდარი და არც თუ ისე კარგი წარსული აქვს და ბევრ ბინძურ საქმეში აქვს ხელი გასვრილი, მაინც ძალიან მომწონს, საოცრად ლამაზი ქალია , ელეგანტური, ჭკვიანი და უბრალოდ ვიტყოდი , რომ შვილები მას არასათანადოდ აფასებენ. თუმცა მინუსი აქვს ის რომ, არც ის აფასებდა ზოგჯერ ისეთ იდეალურ ქმარს , როგორიც არის რუფუსი.

ლილი ვან დერ ვუდსენს 10 დან 8 




რუფუს ჰამფრი  – იდეალური მამა, იდეალური ქმარი. შვილებს ყოველთვის უდგას გვერდში და არამარტო შვილებს, ვისაც უჭირს ყველას ეხმარება მგონი, უბრალოდ ლილის გვერდით რაღაცნაირად თავისი თავის რეალიზებას ვერ ახდენს, ზუსტად ისევე როგორც დენი . რუფუსი უფრო მომწონდა როცა ბავშვებთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობდა

რუფუს ჰამფრის 10 დან 9






ვანესა აბრამსი – არ შემეძლო ამ გოგოზე არ დამეწერა, იმიტომ რომ სრული ანტიპატია მაქვს, მითუმეტეს მეოთხე სეზონის ბოლოს რაც გააკეთა, ისევ ჩაყო ცხვირი სხვის საქმეში, ვანესა ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, ჩამოუყალიბებელი და უტვინო გოგოა. დენის დიდი შეცდომა რომ ამასთან რამე ჰქონდა. საუბარიც კი არ მინდა ამ გოგოზე

ვანესა აბრამს 10 დან 0


დანარჩენი თუ ვინმე არ განვიხილე, იმას ნიშნავს რომ ჩემთვის სრულიად, სრულიად უინტერესო ადამიანია და აღსაწერიც არაფერი მქონდა.


როგორც ვახსენე ზემოთ ბევრჯერ, მართალია არ ვგიჟდები ამ სერიალზე, მაგრამ საკმაოდ ჩამთრევი და საინტერესოა, სექტემბრიდან აუცილებლად ვუყურებ მეხუთე სეზონს, და იცით რომ კვირაში ერთხელ გამოდის და ალბათ ერთადერთი სერიალი იქნება რომელსაც ვუყურებ მიმდინარე დროს, ანუ არ გამიჭირდება 1 კვირა რომ დავიცადო.

ვახსენე ასევე , რომ ძალიან ლამაზი სერიალია, და ამიტომაც ძალიან მომწონს ფოტოების თვალიერება Gossip Girl – დან , ამიტომ მოემზადეთ და დაათვალიერეთ თქვენც, ძალიან ბევრის ნახვა მოგიწევთ. მოკლედ

You Know, You Love Me. XOXO, Gossip Girl.