Sep 24, 2011

Teen Wolf



ამ სერიალის შესახებ ზაფხულში გავიგე, ივნისის თვეში დაიწყო. ყური მოვკარი და გავატარე , რაღაცნაირად არც დამაინტერესა , ხოლო შემდეგ როცა ყველა სერიალი მოვიარე რაც მინდოდა და მაინტერესებდა, ავდექი და ესეც გადმოვწერე, მეთქი რაც არის არის, სიმართლე ვთქვა სახელის გამო ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, მეთქი თინეიჯერი მგელი არა ისა...

მოკლედ  შევცდი ნამდვილად,  პირველივე სერია ძალიან საინტერესო გამოდგა, და ეგრევე მივაყოლე მეორეც, სიუჟეტი ახალი ნამდვილად არ არის, და რაიმე ახალს ვერ ვნახავთ ამ სერიალში , სიუჟეტი აქვს ძალიან საინტერესო, ჩამთრევი, ელოდები რა როგორ მოხდება, მოკლედ ძალიან მაგარია.

ბევრი დადებითის მიუხედავად აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად არ მომწონს საშინლად ტაილერი როგორც მაქცია, რაღაც არც მაქციაა არც ადამიანი , არც მგელი, ავატარს ჰგავს საშინლად, კიდევ არ მომწონს ის ვინც ნამდვილი მაქციაა, ნამდვილი კომპიუტერული გრაფიკაა, თანაც აშკარად რომ ეტყობა , არ მომწონს მანქანის ეპიზოდები სადაც 70 % მწვანე ფონზე დგანან და ისე მიდიან და ვითომ ნიავიც უნიავებთ ..  ზოგი მომენტი ზედმეტად სენტიმენტალური იყო ვითომ, იაფი გაცვეთილი რომანტიკა და ა.შ
იყო ისეთი Fail მომენტებიც იმ ვითომ რომანტიკაში რომ რავიცი, შეიძლება 15–16 წლის ადამიანმა ჩათვალოს რომ ეს რომანტიკულია მაგრამ მე სახეს ვატრიალებდი ხოლმე , მეთქი დროზე გადაიქეცი ქენი რამე!!!

ამდენი მინუსის მიუხედავად მაინც ძალიან მომწონს, არ მომწონს რომ 12 სერიაა, და არ მომწონს რომ  მეორე სეზონი 2012 წლის ზაფხულში გამოვა, მაქამდე თუ დამამახსოვრდა რამე ძალიან გამიხარდება. . ძალიან მომწონს პერსონაჟები, ძალიან კარგად არის შერჩეული, ყველაზე მეტად და მაგ შოუს ვარსკვლადად მივიჩნევ სტაილსს – დილან ობრაიენის გმირს. მგონი ყველაზე კარგად ეგ თამაშობს და დარწმუნებული ვარ მისი პერსონაჟი და იუმორი რომ არა  ძალიან დიდი რამე დააკლდებოდა შოუს.

 მოკლედ აუცილებლად ნახეთ , ვისაც ეს ჟანრი მოგწონთ, ძალიან მოგეწონებათ , გაერთობით.