Oct 13, 2010

დემნა გედევანიშვილი



      ამ  წიგნს შესავალი არ სჭირდება და მეც ამიტომ პირდაპირ დავიწყებ...

„   დემნა გედევანიშვილი“ ვიტყოდი , რომ დავით–დეფი გოგიბედაშვილის ერთ–ერთი საუკეთესო ნაშრომია და უკვე ჩემი უსაყვარლესი წიგნი...წიგნი შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ წიგნების მაღაზიაში და ასევე არის ბიბლიოთეკებშიც. წიგნს აქვს საიტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია წიგნთან, უფრო სწორად წიგნის აზრთან, როცა წაიკითხავთ მიხვდებით www.demnagedevanishvili.ge

  „ ამბავი კაცისა ვისაც უყვარდა სწამდა და ჰქონდა იმედი...“ წიგნის გადაფურცვლისთანავე ეს სიტყვები მომხვდა თვალში და მივხვდი , რომ არც ისე ბანალურ წიგნთან მქონდა კავშირი, საშინლად მეთბილა ეს სიტყვები . წიგნის კითხვა რამოდენიმეჯერ გავწყვიტე , ხან ეროვნულებმა მომიწია ხან რაღაც თან თითქოს მენანებოდა კიდეც წასაკითხად...
  ორნაწილიანი რომანია, ერთ–ერთი წიგნების მაღაზიის საიტზე რომან–შოკსაც ეძახიან. უცნაური წყობა და თხრობა აქვს... თავიდან ვერ ვაკავშირებთ ერთმანეთთან ბევრ რამეს , მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება. დემნა გედევანიშვილი ერთი ქალაქელი ბიჭია კარგი ოჯახით და გადასარევი სამეგობროთი, მაგრამ თვითონ დემნას პერსონაჟი უცნაური და იდუმალია. ფსიქოლოგიური წიგნია  , რასაკვირველია დრამა. მე ვისაუბრებ იმაზე რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ ამ წიგნზე .  კითხვის დროს ორი გრძნობა მერჩოდა , ერთი იყო საშინელი მოწონება და სიყვარული და მეორე იყო ამის უარყოფა,  დემნა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი , ის რასაც მთელი წიგნის განმავლობაში ვფიქრობდი ბოლო ფურცლებზე ზუსტად ერთმა მოქალაქემ აღნიშნა... და მეც დავრწმუნდი რომ სწორად მიფიქრია.... მოდით ასე ვთქვათ რა.. დემნა გედევანიშვილი თანამედროვეობის იესო  ქრისტეა .  აქ არ არის არანაირი რელიგიური აგიტაცია, არ არის არანაირი რელიგიური შურაწყობა. მე ვამბობ იმსაც რაც დავინახე. მე დავინახე თუ რა მოხდებოდა იესო ქრისტე , რომ ყოფილიყო 21 საუკუნეში, თუ რა მოუვიდოდა მას , თუ როგორ მოიქცეოდა ხალხი, თუ როგორ მოექცეოდა მას ხალხი...
    დემნა ცვლიდა ადამიანებს მხოლოდ ერთი სიტყვით „მიყვარხარ“ , ყველას სითბო ეფინებოდა მთელს გულში  და ისინი გრძნობდნენ ჭეშმარიტებას. ამ ყველაფრის მიუხედავად ის მომეწონა ყველაზე ძალიან , რომ ნაწერი არ არის რელიგიური, არანაირი რელიგია და არანაირი მამა ღმერთი. დემნა არის თვითონ სიკეთე და ცდილობს გასცეს ეს , ცდილობს გადაარჩინოს ხალხი და ცდილობს  იყოს ყველაფერი იმაზე უკეთ ვიდრე არის. არ მომეწონა მომენტი ღვინოზე  და წყალზე , ეს ზუსტი ასლი იყო ბიბლიის  , რაღაცნაირად უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა ამ ერთადერთმა მომენტმა.  არ დავახასიათებ რომანის ყველა გმირს , იმიტომ რომ მაშინ წიგნსაც გადმოვწერ და ეგ იქნება, უბრალოდ ეს ყველამ თვითონ უნდა წაიკითხოს და ჩასწვდეს იმ აზრს რაც დევს, ვფიქრობ, რომ ამ რომანს ყველა სხვანაირად გაიგებს...
   მომწონს აღწერა , რა შედარებაა მაგრამ როგორც კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ აქვს  საოცარი და არარეალური ფერები, აუხსნელი წარმოუდგენელი, ზუსტად ისე არის „დემნა გედევანიშვილში“ გრძნობები დახასიათებული. როდესაც ნუცას გრძნობებს  ვკითხულობდი დემნას მიმართ , საშინლად მომეწონა , ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი და მივხვდი , რომ იმაზე მეტი სიყვარული  რასაც ნუცა დემნას მიმართ გრძნობდა არ არსებობს, იმაზე მეტად ქალს მამაკაცი ვერ ეყვარება.  ძალიან ლამაზად არის აღწერილი  დემნას განმარტობები, სევდია.., დესპინეს მონათხრობი და დათო.  ძალიან მომწონს მერი, დემნას დედა, თითქოს არც ისე მკვეთრი პერსონაჟი ... ნამდვილი დედა. ოთარი დემნას გამზრდელი მამა, ღირსეული კაცი ნამდვილად.
  არ ვარ სენტიმენტალური და არც სიყვარულის მარადიულობაზე მომწონს საუბარი და არც მჯერა, მაგრამ ის რაც დავინახე ამ ამბავში , არ დამინახავს არსად...   „დემნა გედევანიშვილმა“ დამანახა სიყვარულის ძალა, შეყვარებულებს არ ვგულისხმობ, თვითონ სიყვარულს ვგულისხმობ. თუ მართლაც ყველას ერთმანეთი ეყვარება და დააფასებს მაშინ არასდროს არაფერი დაემუქრება სამყაროს.  ხალხი ვერ ხვდება რას ნიშნავს სიტყვა „მიყვარხარ“ ამას დღეში 100 ჯერ მაინც ვიძახით და არ ვუკვირდებით , თუ რა მაგიური და ჯადოსნური სიტყვაა...
   საინტერესო გმირია ძმაკაცი ჯარჯი  გაიგივებული იუდასთან ოღონდ უფრო იოლი ვარიანტი, ამ თვისებას ბოლოში ამჟღავნებს, როცა დემნას გაწირავს.... თუმცა აპატიეს  და მიიღეს ისეთი როგორიც იყო, თავისი დანაშაულით.
       ერთ–ერთი ძალიან ლამაზი თავია ნუცა და დემნა ერთად , მათი პირველი სიახლოვე, არ მომწონს ხოლმე სექსუალური ელემენტები ნაწარმოებებში, იმიტომ , რომ უმეტესად ცუდად არის აღწერილი. აქ კი ეს ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იყო მთელს წიგნში. ძალიან ლამაზად და სუფთად არის , გრძნობით გადმოცემული.
   დავით–დეფი გოგიბედაშვილს უცნაური ნაწერები ახასიათებს, რაც ძალიან მომწონს. საინტერესოა და უცნაურია თუ რატომ დაწერა ეს ამბავი და რატომ გააიგივა დემნა ქრისტესთან , ალბათ იმიტომ რომ დაგვენახა თუ რა იქნებოდა ამდენი საუკუნის მერე, რომ ზუსტად ისევე არ იწამებდა და არ დაიჯერებდა ხალხი.  არც ისე აშკარად ჩანს  იესოსთან მსაგვსება დემნასი, ეს არ არის დაწერილი და არსად წერია , არსად აქვს ნათქვამი გოგიბედაშვილს , მაგრამ ეგ მოვლენა აშკარაა და ფაქტია. ალიან მომწონს ასევე ის , რომ წიგნი თანამედროვეა, დღევანდელი საუკუნეა და წიგნში ვხვდებით იმას რასაც ვხვდებით ყოველდღიურად.                                                                                                                                 
   არ მოვყვები მთელ შინაარს აქ, მთავარი თქვენ თვითონ ნახეთ... დემნა სრულყოფილია და იდეალური, ოცნებებით, სურვილებით და სიყვარულით სავსე.
     ძალიან მომწონს რომანის ბოლო აბზაცი... გაიხსენეთ როცა წაიკითხავთ და საერთოდ მომწონს როცა ამბავი მთავრდება და  მოხსენიებულია ასე : და მაინც რა მოხდა მერე? და შემდეგ წერია რა მოხდა მერე...  რა შეიცვალა ვინ როგორ ცხოვრობს  და ა.შ    ეს ჩემი საყვარელი მომენტია ხოლმე...  ღამის 5 საათი იყო როცა დემნას წაკითხვას მოვრჩი, და  ჩემდაუნებურად ამეტირასავით ძალიან, ვეღარც დავიძინე ...
         თუ გადარჩება სიყვარულიც გადარჩება ირგვლივ ყველაფერიც. ადამიანებს ნდობა გვაკლია და პირველივე შეცდომაზე ქვას ვიღებთ ხელში... დიდი პლუსი და მადლობა დავით–დეფი გოგიბედაშვილს დემნას შექმნისათვის და მისი სრულყოფისათვის.
     მე კი უბრალოდ ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ამბავი  ადამიანზე, რომელსაც უყვარდა სწამდა და ჰქონდა იმედი.

Oct 4, 2010

პროფილი


დავიწყებ იქიდან, რომ დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია. რაღაც წერის განწყობაზე ვერ ვიყავი და თან თემაც ვერ ავარჩიე.  ახლა თემა ნამდვილად მაქვს და მინდა მაგაზე საუბარი. ჯერ იქიდან დავიწყებ , რომ ტელევიზიებში ახალი სეზონი დაიწყო... ახალი რა, ნუ ისევ იგივე რაც ადრე გადიოდა. დაიწყო ახალი სეზონი და დაიწყო პროფილის ლანძღვა , საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ამ ხალხს მაია ასათიანისგან. ფეისბუქზე ყოველთვის მომდის Page Request–ები :  მძულს მაია ასათიანი, არ მინდა პროფილი, ვერ ვიტან პროფილს და ა.შ . ვერ ვხვდები რატომ სძულს ხალხს ასე რაიმე გადაცემა, თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ნუ გამოდის რომ უყურებენ თან ყოველ ხუთშაბათს. რა უფლება გაქვს ლანძღო ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლაპარაკის მანერა არ მოგწონს ან რაიმე თვისება. თან ისეთი ადამიანის რომელიც არცერთხელ არ გყავს ლაივში ნანახი .  არ მესმის ეს ტენდენცია, ბოლოს და ბოლოს ისე განვითარდა მსოფლიო , რომ ყველა ოჯახს მინიმუმ ყველაზე ცოტა 30 არხი მაინც აქვს ტელევიზორში  პლუს ამას პულტიც არსებობს ჰოდა აიღე ეს პულტი და ან წინ გადართე ან უკან.

  პროფილს ამ ბოლო დროს ხშირად ადარებენ "ნანუკას შოუს" მაგ შოუზე არაფრის თქმას არ ვაპირებ, ჯერ იმიტომ , რომ უბრალოდ მსგავსებას ვერ ვხედავ ვერანაირს და მეორე კიდევ იმიტომ , რომ თუ გადავაბამ მაგ შოუს ნანახს რაც მინახავს სულ ალბათ 1 საათი თუ გამოვა. შემდეგ უბრალოდ სურვილი გაქრა.... გემოვნების ამბავია.  და თუ მხოლოდ იმიტონ ადარებენ ამ ორ შოუს ერთმანეთს რომ თითმის ერთ დროს სხვადასხვა დღეს გადის და თან ორივეს წამყვანი ქალები არიან და კიდევ  თავისუფალი შოუა ეგ უკვე სხვა თემაა. არ ვამბობ , რომ მიყვარს პროფილი და არც მაია ასათიანს ვიცავ პირადი მიზეზების გამო, უბრალოდ სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ.  არის მიზეზები რის გამოც პროფილი ბევრ შოუს ჯობია. 

აი მაგალითად : საღამოს ადამიანი ბრუნდება სამსახურიდან დაღლილი , ჩაჯდება სავარძელში , აიღებს პულტს გვერდზე ცხელ ყავას მოიდგამს ზამთრის სუსხიან ღამეს და უნდა რამეს უყუროს ჰოდა  ეჭვი მეპარება ასეთ მომენტში იმის ყურება უნდოდეს თუ როგორ დადიან ქართველი სელებრითები პარიზში სავახშმოდ, როგორი მაგარი მეუღლე ჰყავთ, როგორ ტანსაცმლის ბრენდს ინახავს მათი გარდერობი, როგორ არ იყიდება თბილისში წესიერი ტანსაცმელი და საწყლებს სულ საზღვრებს იქეთ რომ უწევთ სიარული, რამდენი უჯდებათ სახის კანის მოვლა,  რა უდევთ ჩემოდანში, როგორ აშუქებენ თავიანთ უმდიდრეს ქორწილებს , და  როგორი მოდის ტენდენცია იქნება წელს და  რა ფერის წინდა უნდა ჩაიცვა და ის რომ როგორ არ გიხდება თმა მარჯვენა მხარეს ჩამოყრილი. აი სულ ეს არის. მე არ ვამტკიცებ , რომ პროფილს ყოველთვის საინტერესო თემები აქვს და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი ხუთშაბათი, უბრალოდ ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს  და თავის გარდერობს. უბრალოდ არ არის საჭირო ამდენი აგრესია მაშინ, როცა უფლება გვაქვს არ ვუყუროთ იმას რაც არ გვინდა.