
დავიწყებ იქიდან, რომ დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია. რაღაც წერის განწყობაზე ვერ ვიყავი და თან თემაც ვერ ავარჩიე. ახლა თემა ნამდვილად მაქვს და მინდა მაგაზე საუბარი. ჯერ იქიდან დავიწყებ , რომ ტელევიზიებში ახალი სეზონი დაიწყო... ახალი რა, ნუ ისევ იგივე რაც ადრე გადიოდა. დაიწყო ახალი სეზონი და დაიწყო პროფილის ლანძღვა , საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ამ ხალხს მაია ასათიანისგან. ფეისბუქზე ყოველთვის მომდის Page Request–ები : მძულს მაია ასათიანი, არ მინდა პროფილი, ვერ ვიტან პროფილს და ა.შ . ვერ ვხვდები რატომ სძულს ხალხს ასე რაიმე გადაცემა, თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ნუ გამოდის რომ უყურებენ თან ყოველ ხუთშაბათს. რა უფლება გაქვს ლანძღო ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლაპარაკის მანერა არ მოგწონს ან რაიმე თვისება. თან ისეთი ადამიანის რომელიც არცერთხელ არ გყავს ლაივში ნანახი . არ მესმის ეს ტენდენცია, ბოლოს და ბოლოს ისე განვითარდა მსოფლიო , რომ ყველა ოჯახს მინიმუმ ყველაზე ცოტა 30 არხი მაინც აქვს ტელევიზორში პლუს ამას პულტიც არსებობს ჰოდა აიღე ეს პულტი და ან წინ გადართე ან უკან.
პროფილს ამ ბოლო დროს ხშირად ადარებენ "ნანუკას შოუს" მაგ შოუზე არაფრის თქმას არ ვაპირებ, ჯერ იმიტომ , რომ უბრალოდ მსგავსებას ვერ ვხედავ ვერანაირს და მეორე კიდევ იმიტომ , რომ თუ გადავაბამ მაგ შოუს ნანახს რაც მინახავს სულ ალბათ 1 საათი თუ გამოვა. შემდეგ უბრალოდ სურვილი გაქრა.... გემოვნების ამბავია. და თუ მხოლოდ იმიტონ ადარებენ ამ ორ შოუს ერთმანეთს რომ თითმის ერთ დროს სხვადასხვა დღეს გადის და თან ორივეს წამყვანი ქალები არიან და კიდევ თავისუფალი შოუა ეგ უკვე სხვა თემაა. არ ვამბობ , რომ მიყვარს პროფილი და არც მაია ასათიანს ვიცავ პირადი მიზეზების გამო, უბრალოდ სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ. არის მიზეზები რის გამოც პროფილი ბევრ შოუს ჯობია.
აი მაგალითად : საღამოს ადამიანი ბრუნდება სამსახურიდან დაღლილი , ჩაჯდება სავარძელში , აიღებს პულტს გვერდზე ცხელ ყავას მოიდგამს ზამთრის სუსხიან ღამეს და უნდა რამეს უყუროს ჰოდა ეჭვი მეპარება ასეთ მომენტში იმის ყურება უნდოდეს თუ როგორ დადიან ქართველი სელებრითები პარიზში სავახშმოდ, როგორი მაგარი მეუღლე ჰყავთ, როგორ ტანსაცმლის ბრენდს ინახავს მათი გარდერობი, როგორ არ იყიდება თბილისში წესიერი ტანსაცმელი და საწყლებს სულ საზღვრებს იქეთ რომ უწევთ სიარული, რამდენი უჯდებათ სახის კანის მოვლა, რა უდევთ ჩემოდანში, როგორ აშუქებენ თავიანთ უმდიდრეს ქორწილებს , და როგორი მოდის ტენდენცია იქნება წელს და რა ფერის წინდა უნდა ჩაიცვა და ის რომ როგორ არ გიხდება თმა მარჯვენა მხარეს ჩამოყრილი. აი სულ ეს არის. მე არ ვამტკიცებ , რომ პროფილს ყოველთვის საინტერესო თემები აქვს და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი ხუთშაბათი, უბრალოდ ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და თავის გარდერობს. უბრალოდ არ არის საჭირო ამდენი აგრესია მაშინ, როცა უფლება გვაქვს არ ვუყუროთ იმას რაც არ გვინდა.