Nov 28, 2011

ყველაზე მოდური ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცი



იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფეროში ერთ–ერთ მოწინავე ადგილს იკავებს,  და ეს პოსტიც პოლიტიკოსს ეხება, პოლიტიკურ მოვლენებზე საუბარს არ ვაპირებ, არც იმაზე ვაპირებ საუბარს ბიძინა მოერევა თუ მიშა.ეს პოსტი სრულიად აპოლიტიკურია,  და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

თემა რაზეც მინდა ვისაუბრო, ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს ეხება, უფრო სწორედ, მათ ჩაცმულობას. ძალიან საწყენია, რომ მათი ჩაცმულობის მიხედვით შეიძლება ერთმანეთისგან ვერც გაარჩიოს ადამიანმა ისინი.

იმდენად ერთნაირად აცვიათ თითქმის ყოველთვის, რომ მათ სხვადასხვა სურათებს თვალი რომ გადაავლოთ, მხოლოდ დრო და სეზონი მიგახვედრებთ რომ სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული. ძალიან ერთფეროვნები არიან, რეგიონში გასვლა იქნება თუ ოფიციალური შეხვედრა ყოველთვის ერთნაირად აცვიათ, და თუ ცოტა თავისუფლად სცადეს ჩაცმა, ჯობია ისევ პიჯაკში გამოეწყონ...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი კაცი, რომელსაც აცვია ყოველთვის ძალიან მაგრად, ძალიან თავისუფლად არის საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი.

პირადად მე, ძალიან მომწონს თვითონ მისი თავისუფალი სტილი. მართალია ძალიან ბევრჯერ გამხდარა სალაპარაკო მისი მწვანე კომბინიზონი და ა.შ მაგრამ  თვითონ ვინც ამაზე იცინის პოლიტიკოსი იქნება ეს, თუ უბრალო მოქალაქე, ვურჩევდი „ტუფლის“   წვერი დაიმოკლოს და შემდეგ ისაუბროს სხვებზე, რადგან მიშა სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ყოველთვის აცვია ის რაც უნდა და რაშიც გრძნობს თავს კომფორტულად, ყოველთვის იცის სად რა უნდა ჩაიცვას.

ნამდვილად არვიცი სხვა პოლიტიკოსები რას იცვამენ სუფრაზე, სახლში და კლუბებში, მაგრამ ფაქტია რომ აბსოლიტურად ყველა დაშტამპულია ერთი და იგივე ტანსაცმელზე.

რაც შეეხება მიშას, ყოველთვის აცვია გემოვნებიანი პერანგები, ქართველი კაცისთვის „მიუღებელ“ ფერებში, ეს იქნება იასამნისფერი, მალინისფერი და ა.შ

ყოველთვის აცვია ძალიან მაგარი ჯინსები, ჩვეულებრივი კლასიკური შარვლები. შარვალზე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ სხვა პოლიტიკოსებს თუ დააკვირდებით ძალიან ადვილად შეამჩნევთ რომ ის კლასიკური შარვლებიც ძალიან ფართო და კაბა–შარვლის სტილის აცვიათ, წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ იცვამენ, მაგრამ ფაქტია მოდიან და ხვეტავენ თან ქუჩებს ხოლმე. სააკაშვილს კი საკმაოდ ცნობილი ე.წ. „ბუტილკები“ აცვია საკმაოდ შემოჭერილი ტანზე და აშკარად აბსოლიტურად არ გრძნობს თავს უხერხულად .

არ შეიძლება არ ავღნიშნო ფეხსაცმელები, ძალიან ხშირად აცვია სპორტული სტილის, ხშირად აცვია კედების სტილის ფეხსაცმელი. ასევე რათქმა უნდა აცვია 

კლასიკური სტილისაც რასაც ნამდვილად იხდენს იმიტომ რომ ნამდვილად არასდროს არ მომხვედრია დიდი წვეტიანი ფეხსაცმელები თვალში, ესეც დიდი პლუსი რადგან იცის სად , რა , როგორ, რასთან ერთად უნდა ჩაიცვას.

ყოველთვის აცვია ძალიან მაგარი ქურთუკები, სპორტული იქნება ეს თუ კლასიკური.

არ ავიწყდება ნამდვილად აქსესუარები, საათები, სათვალეები , ქამრები და ა.შ

მიშას მერე, შეიძლება დავაყენოთ გიგი უგულავა,  მასაც საკმაოდ კარგად აცვია, აი მიშას და გიგის შემდეგ უკვე ნამდვილად არვიცი ვინ ინაწილებს ადგილებს..

ფაქტია , რომ საქართველოს პირველი პირი, ასევე პირველია ჩაცმულობაშიც, პირადად ჩემთვის. როდესაც ჩანს ხოლმე ნებისმიერ ტელეარხზე, პირველ რიგში ყურადღებას ყოველთვის ჩაცმულობა იქცევს.

შეგიძლიათ დაათვალიეროთ სააკაშვილის ფოტოები, სადაც მისი ჩაცმულობა რაზეც ვისაუბრე ძალიან კარგად და ნათლად ჩანს.