Jan 12, 2011

ოჰ ეს Toyota Corolla....




   

 ჩვენი თბილისი საოცარი ქალაქია, რას არ შეხვდებით ვის არ შეხვდებით მაგრამ მთავარი ერთი რამ არის შეიძლება ადამიანები ერთმანეთისგან ვერც კი განასხვავოთ. ამ ქალაქში და საერთოდ საქართველოში არ არის განსაკუთრებული სტილი, აქ ყველა ერთმანეთს გავს, ემსგავსება, ბაძავს და ეს მიბაძვა ერთ–ერთი ცუდი , ყველაზე ცუდი თვისებაა რაც ქართველ ერს გააჩნია.  სხვადასხვა დროს ერთმანეთს სხვადასხვა რამეში ბაძავდნენ ქართველები, თმის სტილში, კაბებში, შარვლებში მოკლედ არასდროს ილევა მისაბაძი მაგალითები, გააჩნია სეზონს და დროს. 

 ეს ყველაფერი აღარ მაკვირვებს, თუმცა გამაკვირვა ქართველების მიბაძვის შემდეგმა ეტაპმა. რამოდენიმე ხანია უკვე კარგა ხანი იქნება სადაც არ უნდა გავიდე ეს იქნება ქალაქის ცენტრი თუ გარეუბანი თვალში ერთ–ერთი საკმაოდ კარგი ფირმის მანქანა მხვდება  თვალში , მანქანა რომლის სურათებსაც  ამ პოსტის წაკითხვამდე შეამჩნევდით Toyota Corolla თითქმის ყოველ მეორე ქართველს ჰყავს. სხვათაშორის არაფერს ვუწუნებ ამ მანქანებს არც კონკრეტულად Corolla-ს და საერთოდ Toyota-ს , პირიქით ძალიან მომწონს მაგრამ...

სულ თავიდან ეს მანქანები სამთავრობო მანქანები მეგონა , რადგან სამთავრობო მანქანები უმეტესად ასეთი სტილისები არიან, მაგრამ მას შემდეგ რაც უფრო და უფრო მოხშირდა მათი რაოდენობა უკვე მივხვდი, რომ ქართველებს უბრალოდ ახალი გატაცება აქვთ. 

 როდესაც სადმე მივდივარ 10 მანქანიდან მინიმუმ 7 Toyota Corolla–აა,  არც სხვა მანქანების ნაკლებობა იგრძნობა , და ადრეც იყო ერთი პერიოდი ყველამ infiniti fx35- ზე გაჭედა , მაგრამ ესეთი ამბავი როგორიც ეხლა ხდება არასდროს არ მახსოვს და არც მინახავს. თან ყველა ერთი ფერის , ყველას ჰყავს შავი ფერის . უბრალოდ სასაცილო და გულდასაწყვეტია , რომ ქართველ ხალხს საკუთარი აზრი არ გააჩნია და არც კი ეხამუშება, რომ როდესაც შუქნიშანზე დადგება გვერდით კიდევ მისნაირი 6 ან 7 ან 3 ან 10 Toyota Corolla ედგება გვერდით. 

თუ დააკვირდებით ქუჩაში გასვლისას მანქანებს თქვენც აუცილებლად შეამჩნევთ ქართველების ახალ რჩეულს. თუმცა რამდენი ხნით ეგ უკვე გაურკვეველია. შემდეგ ალბათ ვიღაც ფეისი ან "მისაბაძი" ადამიანი სხვა მისაბაძ ელემენტს აღმოაჩენს და ასე მიბაძავს ქართველი ერი ბოლომდე ვიღაცას , შემდეგ კიდევ ვიღაცას და შემდეგ კიდე ვიღაცას. და ასე უსასრულობამდე ხან შარვლებს გამოიცვლის, ხან თმის ფერს, ხან ტელეფონებს, და ხან მანქანებს.



p.s შემდეგ პოსტებში ვისაუბრებ  დანარჩენი მიბაძვის მაგალითების შესახებ

Jan 11, 2011

სირცხვილია...


10.01.2010 გამოსულა ჟურნალმა რეიტინგმა გამაოგნა. გამაოგნა უფრო სწორედ მის ყდაზე მოცემულმა ციტატამ

   კახა ცისკარიძე : "როცა ლელა წურწუმია და ნინო ჩხეიძე დგანან სცენაზე, ბოჩელის ვინ მოუსმენს?!"

   ყოჩაღ ქართველ ხალხს. რათ გვინდა ბოჩელი როცა ჩხეიძე არსებობს. უბედურება ის არაა რომ ვიღაც ცისკარიძე ამას ამბობს, უბედურებაა ისაა , რომ ეს არის სინამდვილე. მართლაც ძალიან ბევრს ურჩევნია "მარშუტკა" ნინო ჩხეიძეს მოუსმინოს და ლელა წურწუმიას ვიდრე ბოჩელის , ან საერთოდ ისიც სირცხვილია ეხლა ამაზე რომ მაქვს საუბარი, სირცხვილია რომ ვიღაც ცისკარიძე კახა დგას და ქართველი ხალხის სახელით საუბრობს  და სირცხვილია საერთოდ ის რომ ამ ორი ქართველი მომღერლების ალბომები იყიდება და ქართველ ხალხს ეს უნდა , ყიდულობს, უსმენს და ერთობა. სირცხვილია როცა ჩვენ ვსაუბრობთ განვითარებაზე, რეფორმებზე, მაგარ შენობებზე, ბულვარებზე, კურორტებზე და ამ დროს ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ გარკვეული წილი შეაქვს ე.წ შოუბიზნესში გამოდის და ამას იძახის. სირცხვილია, რომ ვერ ხვდება რომ სირცხვილია რასაც იძახის. სირცხვილია რომ საერთოდ ვინმე ადარებს ბოჩელის ამ ორ ქალბატონს, სირცხვილია ზუსტად ის, რომ ქართველებს იაფი ნაგავი ურჩევნია, რაც ახლოს მოდის, უცბად და ადვილად ვიდრე რაღაცა ხარისხიანს მოუსმინოს. სირცხვილია რომ ზუსტად ამაზე გაშლის ქართველი ვაჟკაცი ხელებს და დაუვლის. მე არც ნინო ჩხეიძესთან და არც ლელა წურწუმიასთან მაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს ფაქტი რაც საქართველოში ხდება სირცხვილია !!!! ანდრეა ბოჩელის რაც შეეხება არც ღირს მის ნიჭზე და სახელზე კომენტარის გაკეთება, არ ვარ არც მისი ფანი და არც მისი ჟანრის ფანი, უბრალოდ ფაქტი ფაქტია.

  და საერთოდ კარგი იქნება თუ ქართული შოუბიზნესის "მამები" და "სახეები" ხალხის სახელით არ ილაპარაკებენ, რადგან საბედნიეროდ საქართველოში შემორჩა ხალხი ვისაც აქვს კარგი გემოვნება  და საღი გონება!!!!!!!