Jun 11, 2015

ჩემი მეგობრები, რომლებსაც შეუყვარდათ...





ერთს ღმერთი შეუყვარდა, მეორეს აქაური, მიწიერი კაცი.
ორივე გამოყლევდა.
ერთი დღე და ღამე საგალობლებს უსმენს და ფეისბუქზე რაღაც ქადაგებებზე მთაგავს და ჩატში მიგზავნის, მეორეს ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიუღია ისე, რომ თავის ბიჭს არ გადაურეკოს.
უკვე წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის წინ ჩვენი, სამივეს გზა სხვადასხვა მხარეს წავიდა, ერთმანეთთან კონტაქტი არ გაგვიწყვიტავს. პირიქით, არცერთს არ "მოგვინახავს" ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის მათ შეცვლიდა, ან მათთვის მე შემცვლიდა.
რაღაც ქიმიური კავშირი ყოველთვის არსებობდა ჩვენს შორის. რა მანძილსაც არ უნდა დავეშორებინეთ ერთმანეთთან, ყოველთვის ვიცოდით ერთმანეთის ამბები, კარგიც და ცუდიც. არასდროს არცერთს ერთმანეთთან ისეთი შეცდომა არ დაგვიშვია, რომ ჩვენი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, ისეთ შეცდომებზე მაქვს საუბარი, ყლექალა გოგონები რომ უშვებენ ხოლმე ე.წ სადაქალოში. ძალიან მშვიდად გავატარეთ ჩვენი მეგობრობის მრავალი წელი. არც ზურგს უკან გვისაუბრია ერთმანეთზე ერთმანეთთან და არც სხვასთან გაგვიტანია ამბავი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, არც ხასიათით და არც პროფესია აგვირჩევია ერთნაირი და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საერთოდ რატომ მოგვეწონა თავის დროზე ერთმანეთი და რატომ ვმეგობრობთ თქო, მაინც ვერ ვხვდები და პასუხი არ მაქვს დღემდე.
ეხლა ჩემი პოსტი რაღაც ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს, კონკრეტულად ვერც ვიხსენებ აშკარად მაქვს რაღაც მსგავსი ნანახი, დაქალები რომ არიან და მერე მათ ცხოვრებაში ბიჭი გამოჩნდება და ის ურღვევს ყველაფერს, ათასი ფილმი მაქვს მგონი ნანახი მსგავსი შინაარსით მაგრამ ეხლა რეალურად მოხდა ეგ სირობა ჩვენს ცხოვრებაში.
არადა ნორმალური გოგონები არიან, კარგი აზროვნებით, არც ვიღაც პრახაბორკები, არც ქუჩის ქალები, არც ის გოგონები 2 კილო ტონალურით და ლისიჩკა ლაინერებით რომ მოძრაობენ, მიზანი ყოველთვის ჰქონდათ ცხოვრებაში, ბევრსაც მიაღწიეს, გასაჭირში დგომაც იციან მაგრამ რათ გინდა.
ერთმა თავი დაჰკრა და მონასტერში გადაწყვიტა განმარტოება, მეორეს ვიღაცა სირმა თავი მოაწონა.
მონასტერში რომელიც წავიდა, აქამდე მგონი ეკლესიაშიც არ იყო შენასვლელი. არც ათეისტი იყო და არც ფანატიკოსი ქრისტიანი. უბრალოდ თავისთვის ცხოვრობდა რა.
განა, იმას ვიძახი და ვამბობ რომ მონასტერში არ უნდა წავიდეს ადამიანი, როგორ გეკადრებათ. უბრალოდ რაღაც გარემოებამ ცხოვრებაში არ უნდა გამოგაყლევოს.
რომ დაიკარგა მისი ახლობლებისგან გავიგე სადაც იყო, ამ 20+ ასაკში ემოობა მოუნდა და გამოსავალი ეკლესიაში დაინახა.  იქიდან რომ იკადრა და უკან დაბრუნდა, ისე შევხვდით თითქოს არაფერი, ძალიან სათუთად მინდოდა მეკითხა რამ გამოგასირა თქო, მაგრამ სანამ კითხვას დელიკატურად დავსვამდი, ტელეფონი მომაჩეჩა ხელში და 200 + სელფი მანახა მონასტრის ეზოში გადაღებული თავშალწაკრული რომ ზის დარდიანი სახით. ჩემი დელიკატური კითხვა გვერდზე გადავდე და ღიმილით დავუთვალიერე ყველა ფოტო. იქ ბუნება შევაქე, იქ ეკლესია, იქ ხალხი, ასე ზედაპირულად მოვედე ყველაფერს და რამოდენიმე საათი ვისმენდი მის საუბარს, როგორ დამშვიდდა და რა კარგი იყო იქ წასვლა. მაგრამ აქამდე რა აწუხებდა არ უხსნებია, ეგ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რატომ წახვედი თქო, პასუხი ძალიან მარტივი იყო, "
"რა ვიცი უბრალოდ გადავწყვიტე სხვა ცხოვრება მენახაო"
"კაი" – თქო ვუთხარი და დავიშალეთ.
საღამოს გვიან ფეისბუქზე რომ შევედი, მაშინვე მომწერა, ნახე რა მოგასმენინოოო, აქამდე გემოვნებას არ უჩიოდა მუსიკაში, ფლეილისტიც ქრისტიანობისგან შორს ჰქონდა ძალიან.
ამიტომ საგალობლების მთელი ლისტი რომ მომაწოდა, უკვე ეგ კი არა მე გამოვსირდი.
"კაი" – მეთქი ისევ ეს მივწერე და სხვა ვერაფერი ვუთხარი.
ეს ყველაფერი იმიტომ მაკვირვებს, რომ მე სხვანაირი ადამიანი ვარ. რეალისტი ვარ, პრობლემების დროს ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული,  არც ჩემს თავზე ვიტყვი რომ ათეისტი ვარ, ღმერთის ჩემთვის მწამს და ის ზე კანონები რაც საზოგადოებაშია მიღებული ჩემთვის არ არსებობს. უფრო მეტად იმიტომ მაკვირვებს, რომ ჩემი მეგობარი სულ სხვა ადამიანი იყო.  თავისუფალი აზროვნებით, საკმაოდ განვითარებული, ცუდი ლექსიკითაც და არაქრისტიანული ქცევებითაც, გამოსავალს თავის თავში ეძებდა ხოლმე და არა ღმერთში. ახლა კი ჩვეულებრივი სექტანტია, აი ისეთი სავსე რომ არის ხოლმე ეკლესია ფარისეველი მორწმუნეებით სანთლის რიგში ერთმანეთს რომ ხოცავენ, აღსარებას, წირვას რომ ჩააბრებენ და იქიდან გამოსულები ორსულ ქალს ან კოჭლს ავტობუსში ადგილს არ დაუთმობენ, ან ქუჩაში მშიერ ძაღლს ტრაკში წიხლს ამოარტყამენ და ამაზე სინდისიც კი არ შეაწუხებთ, ან აი ისეთები, მამაოებთან რომ სელფებს იღებენ და შემდეგ ფეისბუქზე ლაიქებს აგროვებენ, მამაო თუ იტყვის წადი მოკალიო, რომ წავლენ და მოკლავენ.  ჩემი მეგობარი, რომელიც ერთ დროს ყველაზე კარგი იყო, ზუსტად ასეთი გახდა. ორპირი, დრამა დედოფალი, სექტანტი გიჟი ქრისტიანი მოკლედ რომ შემოვიფარგლო ის ვისაც მთელი ცხოვრება დასცინოდა ეხლა თვითონ ბრძანდება.

ეხლა მეორეს რაც შეეხება, ამაზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობა აქვს.
მთელი ცხოვრება რაც ვიცნობ, ფემინიზმს აწვებოდა, ქალების სიძლიერეზე და დამოუკიდებლობაზე ტვინს ტ*ნავდა. და ეხლა? ეხლა დღე და ღამე ტელეფონს უყურებს, რომ აბა როდის დაურეკავს შეყვარებული, სახეში შესციცინებს, ყველაფერს ასრულებს, ისეთ ყლეობებს აკეთებს ხოლმე, მინდა სახეში შევაფურთხო და საერთოდ ხმა აღარ გავცე, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ისედაც იმხელაზეა დაცემული და დამცირებული, როგორც ადამიანი, მეცოდება კიდეც რაღაც მომენტში.
ნუ თავიდან ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, ეს მამრი უბრალოდ ერთ–ერთი მამრი იყო, რომელიც მისი თქმით, წერდა სმს–ებს და ტვინს უჭამდა, ერთად დავცინოდით ხოლმე,  ერთად ვიცინოდით მოწერილ სმს–ბზე, მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე, ისეთი პროგრესით განვითარდა ამ სიცილ–კისკისში ურთიერთობა, ეხლა დაცინვა კი არა სად მოახტეს აღარ იცის ჩემმა მეგობარმა. თითქოს ბოლო კაცია დარჩენილი დედამიწაზე და სხვა არასდროს შეიყვარებს.
ბიჭი როგორია? საშუალოდ ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი. ცოტა მოჰიპსტერო, ცოტა ემო, ცოტა კაცი, ცოტა სერიოზული, ცოტა იუმორიც,  აი ფიზიკურად რომ ვერ ვარგიან, მაგრამ თავიანთი ყლე იუმორით, წარმოსახვითი შარმით, ჩემი მეგობრისნაირი ყლექალების წყალობით პოპულარულები რომ არიან აი ეგეთი ბიჭია.
ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ ჩემი მეგობარი, ისევ იმას აწვება, რომ ძლიერი ქალია და ისევ ფემინიზმზე მიმახვილებს ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ამ დროს ნერვიულად ათამაშებს ფეხს და ტელეფონში იყურება ყოველ წამს, ვინ იცის მერამდენედ უქექავს თავის შეყვარებულს ფეისბუქს, რომლის პაროლიც ჩუმად გაიგო. თან მიხსნის, რომ მას  და იმას შორის იმდენად იდეალურადაა ყველაფერი, რომ სიყვარულთან ერთად საოცარი მეგობრობა აკავშირებთ და დამალული არაფერი აქვთ, ამ დროს ხმაში დაბნეულობა ეპარება და ნერვიულობს, მე კიდევ მინდა მაგ დროს თავზე ხელი გადავუსვა და ვუთხრა რომ მორჩეს ცახცახს და ტვინის ტყვნას და ცოტა ხანი გაჩუმდეს და თავი დამანებოს, მაგრამ არაფერს არ ვიძახი და ისევ ვაგრძელებ მოსმენას.
ის კი მიყვება, იმაზე და იმის მეგობარ დაქალებზე, რომ საგანგაშო არაფერია და მას უბრალოდ მეგობრები ჰყავს, სანამ ხმას ამოვიღებ თვითონ იწყებს ახსნას, რომ მერე რა თუ ბიჭი გოგოსთან იმეგობრებს, ჩვენც ხომ გვყავს ბიჭი მეგობრებიო, ძმებივით რომ ვუყურებთო, მე კიდევ მინდა ვუთხრა, რომ შენ რომ შენი შეყვარებულის დაქალები მაგის დები გგონია, უკვე რამდენი ხანია მოკლე კაბის ქვეშ ხელებს უფათურებს და ტრაკშიც კარგად უყურებს თქო, მაგრამ არ მინდა გული ვატკინო და ეს დამაჯერებლური ტონი გავუტეხო, ამიტომაც თავს ვუქნევ და ვეთანხმები.


როგორც ღმერთზე, ისე ურთერთობებზე და ძლიერ ქალებზეც ჩემი შეხედულება მაქვს.
ზოგადად, დემონსტრანტობას და აქციებზე სლოგანებით გამოსვლას, რომ ქალები ძლიერები არიან და იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს, მირჩევნია იმას მივაღწიო, რომ ყველაფერი საუკეთესო მივიღო და ცხოვრებაში სხვაზე არ ვიყო დამოკიდებული, აი ეს მგონია ძლიერი ქალობა და დამოუკიდებლობა. სერიოზული ურთიერთობა არასდროს მქონია, იმიტომ რომ არც არავინ შემყვარებია, არავინ შემყვარებია იმიტომ, რომ ამდენ ყლეობას რასაც ირგვლივ ვუყურებ ნამდვილად ვერ ავიტან და საკუთარ თავზე არ გამოვცდი. მეზარება კიდეც ვინმე ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა. თავაზიანი და კეთილი ვარ საპირისპირო სქესსთან, მაგრამ როგორც კი ვატყობ რომ სულ ცოტა სერიოზულ რამეში გადადის უბრალო ფლირტი, მაშინვე თავს ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ და მაშინვე ვახვევინებ. ჩემი კომფორტის ზონა მაქვს და ნამდვილად არ ვარ მზად მანდ ვინმე შემოვუშვა, მითუმეტეს ის კონტიგენტი რასაც ვუყურებ და ვიცნობ.
ზოგადად ერთი წესი არსებობს ჩემთვის რომელსაც ყოველთვის მივყვები! არასდროს ავყვე გრძნობებს და არასდროს დავკარგო საკუთარი თავი, ამიტომაც ყოველთვის ყველაფერს ცივი გონებით ვუდგები.
და ალბათ მაგიტომაც მწყინს ასე ძალიან, იმ ადამიანების ყურება, რომლებაც საკუთარი თავი დაკარგეს. ერთ დროს სულ სხვა ადამიანები, იმ ადამიანებად გადაიქცნენ, ვისზეც ხშირად დაუცინიათ.

მოკლედ ჩვენი მრავალხნიანი დაქალობა საცოდავად მაგრამ ასე თუ ისე,  გრძელდება, ისევ ვიკრიბებით, თემა უკვე სხვაა, ერთი თავის მამრზე საუბრობს, ნერვიულობს, ამ დროს მეორე აჩერებს და ეუბნება რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება და უფლის ნებაა მათი ერთად ყოფნა, მე კიდევ მინდა ამ დროს ორივეს სახეში შევარწყიო და ვუთხრა რომ ჩვენი მეგობრობა დამთავრდა. თუმცა მაინც ვუყურებ ამ ყველაფერს, მაინტერესებს სადამდე მივა ეს სიტუაცია, გინდა ერთი მხარე და გინდა მეორე, ხელში წარმოსახვითი პოპკორნი მიჭირავს და სანახაობას ველი. თუმცა ნელ–ნელა ვატყობ თავს ვარიდებ შეხვედრებს, საუბარს. მათ ნახვასაც ვცდილობ მოვუკლო, ყველაზე სამწუხარო ამ სანახაობებში ის მოხდა, რომ ორი ადამიანი დავკარგე და ჩვენს შორის იმხელა დაშორებაა, რომ ეს მანძილი აღარასდროს დამოკლდება.