Nov 24, 2012

The Twilight Saga: Breaking Dawn: Part 2 ანუ the Lamb .... is now a Lion




 ძლივს გამოვიდა განთიადის მეორე ნაწილიც და  ბელას და ედვარდის ისტორიაც დასრულდა.  

ცოტა შორიდან დავიწყებ ამ პოსტის წერას.

ვაღიარებ , როცა ბინდის პირველი ნაწილი გამოვიდა, ძალიან არ მომეწონა , და არც ახლა ვუარყობ ამას, საშინლად დაბალი დონის მგონია ახლაც, და უხარისხო ფილმს ჰგავს, მეორე ნაწილს შედარებით არაუშავდა, აი მესამედან კი მართლა დამაინტერესა, ჯერ ერთი ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ფილმია ვიზუალური თვალსაზრისით.

ხალხი, რომელიც დგას და იძახის , "ფუუ თვაილაითი გოიმობაა" და მიდის ხოლმე გინება, დადგნენ და თქვან ეხლა ამ საუკუნეში რომელია აზრიანი ფილმი, ყველაზე დიდი წელიწადში ერთხელ გამოვიდეს ერთი ფილმი რომელშიც რაღაც აზრი დევს, ამიტომ უსაფუძვლოდ მიმაჩნია "ბინდის" გინება და ათასი სისულელის ძახილი.

მესამე ნაწილის მერე, ყოველთვის ველოდებოდი ახალ ნაწილს, სიახლეებს ვკითხულობდი, დიდი ფანი არ ვარ თავგადაკლული, მაგრამ ჩემთვის საინტერესო თემა იყო ბინდი.

მახსოვს წინა წელს როცა კინოდან განთიადის პირველი ნაწილიდან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი, უკვე ვამბობდით როდის გამოვიდოდა ბოლო. ისე უცბად გაირბინა ამ დრომ ,  დღეს როცა უკვე დავჯექი და საყურებლად მოვემზადე არც მჯეროდა რომ უკვე დადგა ეს მომენტი.

მოკლედ პრემიერა საქართველოში რათქმა უნდა გვიან იყო , 22 ნოემბერს

უკვე დაგეგმილი მქონდა რომ წავიდოდი , რაც მალე ვნახავდი მით უკეთესი

მე და ჩემი მეგობარი ისევ გავეშურეთ კინოთეატრისკენ , რომ ბოლოს და ბოლოს დაგვესრულებინა ეს ისტორია.

რაც შეეხება ფილმს ვეცდები ისე მიმოვიხილო, რომ არ დაგასპოილეროთ და არ ჩაგიშალოთ ყურება.

განთიადის მეორე ნაწილი მართლაც არის იმაზე თუ როგორ გახდა ცხვარი ბელა, უკვე ლომი. ვამპირი ბელა შეუდარებელი და ლამაზია, მართლაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი პლუსია ფილმის, კრისტენ სტიუარტი ნამდვილად ულამაზესია. ძალიან ლამაზია  პეიზაჟები, ეფექტები, ბუნება და ა.შ

სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო ემოციურია, უფრო დინამიურია, უფრო დაძაბულია, უფრო ბევრი იუმორია, უფრო ბევრი მოულოდნელობებია,

ედვარდი ისეთ თავის სტიქიაშია. არაფერი ახალი და განსაკუთრებული, მისს პერსონაჟს არაფერი არ შეცვლია

ბელაზე უკვე ავღნიშნე რასაც ვფიქრობ და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ამას, ნამდვილად მომეწონა რომ ბელა , რომელსაც თითქმის ვერავინ ვერასდროს ვერ ხედავდა და ამჩნევდა, ახლა ძალიან ძლიერი ქალი გახდა.

ჯეიკობის როლი პირადად ჩემთვის დაკარგული იყო, თითქმის არც არსებობდა ამ ნაწილში, რაღაც ძალიან ზედაპირულად იყო მეტი არაფერი.

ქალენების ოჯახი ყოველთვის გამორჩეული იყო, ყოველთვის შეკრულები იყვნენ და ერთმანეთი უყვარდათ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ყველა შეუდარებელი იყო.

ჩარლი ბელას მამა, ყოველთვის ცოტა ხანს ჩანდა ხოლმე ეკრანზე მაგრამ ძალიან დადებითი პერსონაჟი იყო, ზუსტად ამ ნაწილშიც ისეთივე კარგი იყო როგორც სხვებში.

და რათქმა უნდა მუსიკა , მუსიკა , მუსიკა!!! Soundtrack და Score   იყო იდეალური! ფილმის პირველივე წამი იწყება Carter Burwell ის კომპოზიციით, რომელიც იყო ძალიან მაგარი, და მაშინვე მივხვდი, როგორი იქნებოდა ფილმი და დანარჩენი საუნდტრეკები.

ფილმის ყველა ნაწილი ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო საუნდტრეკებით და ამაზე შედავება არც ღირს.

არ მომეწონა – ბელას და ედვარდის ბავშვი, რომელიც არ იყო ნამდვილი და იყო კომპიუტერულად გაკეთებული, ძალიან ეტყობოდა რომ ხელოვნური იყო, ჩვილს კიდე არაუშავდა მაგრამ სანამ უკვე მაკენზი ფოი ითამაშებდა, მანამდე დაახლოებით 4–5–6 წლის ასაკშიც იყო კომპიუტერული და იმას ძალიან ეტყობოდა, ცუდად საყურებელიც კი იყო.

რენესმე ქალენის პერსონაჟისგანაც რატომღაც მეტს ველოდებოდი, მაგრამ დიდი არაფერი, მაკენზი ფოი პრემიერებზე უფრო ლამაზი ჩანდა ვიდრე თვითონ ფილმში.


და არ მეგონა თუ განთიადი ოდესმე ასეთ ხერხს გამოიყენებდა თავის ფილმში..... დეტალებს არ დაგიზუსტებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ თავისი სიუჟეტით, ერთ–ერთი მომენტით, მთელი მსოფლიო დატროლა და ძალიან შეაშინა. ზუსტად ამ მომენტმა აღმაფრთოვანა ყველაზე მეტად. როდესაც თქვენც ნახავთ, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ...

მოკლედ ღირს რომ წახვიდეთ და ნახოთ ეს ფილმი , ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით გამოვედი კინოდან და მეორედაც კი ვნახავდი.

ამდენი წლის და 5 ნაწილიანი ფილმის  შემდეგ დასრულდა ბელას და ედვარდის ისტორია, რათქმა უნდა სევდიანია, რომ მეტი ფილმი აღარ იქნება და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ დამთავრდა  ნამდვილად კარგად და სამართლიანად, მეტს არც ველოდი.














Mar 10, 2012

ბოლო გასეირნება. ტრილოგიის დასასრული




დასრულდა გასეირნება. ტრილოგიის ბოლო ნაწილი სულ რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა.  ძალიან სევდიანი იყო , პირველი იმიტომ რომ ბოლო ნაწილი არის და მეორე კიდევ იმიტომ , რომ ფილმია ძალიან სევდიანი. 

„გასეირნება ყარაბაღში“ ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ფილმია , მიუხედავად იმისა, რომ ქართული არც მუსიკა მომწონს და არც ფილმები. ამით არც რაიმე პროტესტს გამოვხატავ და არაფერი, უბრალოდ არ მომწონს და მორჩა.  უბრალოდ რამდენჯერაც რაიმე ქართულმა პროექტმა დამაინტერესა , ეს იყო წიგნი , კინო  თუ ა.შ  ყველაფერმა იმედი გამიცრუა .  მაგრამ „ყარაბაღი“....  მოკლედ სანამ ბოლო გასეირნებაზე ვისაუბრებ, მინდა სულ თავიდან დავიწყო და წავიდე რამოდენიმე წლის წინ.


აკა მორჩილაძის რომანი „მოგზაურობა ყარაბაღში“ ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე , მაშინ ჯერ ეკრანიზაცია არ იყო , მაგრამ მალევე გამოვიდა. არც კი ვიცი საიდან დავიწყო და როგორ მოვუყარო სიტყვებს თავი, მაგრამ  შემიძლია იმის თქმა. რომ „მოგზაურობა ყარაბაღში“ ჩემი უსაყვარლესი წიგნია , სასწაული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე , ისეთი , სხვა წიგნებს რომ არ მოუხდენია.  ეს რომანი არც რაღაც მსოფლიო ბესთსელერია და არც რაღაც აღიარებული შედევრი, და სწორედ ამაშია საქმე ასე ძალიან რომ მიყვარს, ზიხარ და კითხულობ  ერთი ძალიან ჩვეულებრივი ბიჭის აზრებს , მის ცხოვრებას , რომელიც ისე უშუალოდ საუბრობს ყველაფერზე, რომ იმ წამიდან შენთვის ძალიან ახლო ხდება.

როდესაც კითხვას მოვრჩი  და წიგნი დავხურე მივხვდი , რომ გიორგი მიქატაძე ნამდვილად იდეალური ბიჭი იყო! ყოველშემთხვევაში ჩემთვის!

არადა რა, ერთი ვაკელ–ვერელი ბიჭი, ფულიანი მამა ბლაბლაბლა, მაგრამ!
ზუსტად ამიტომ არის იდეალური, რომ არც ვინმე ლორდია და არც უფლისწული, არის უბედური , მაგრამ პატიოსანი ბიჭი, ისეთ დროში , ისეთ გარემოში , მაგრამ მაინც პატიოსანი.  იდეალური მეგობარი , არავისგან არაფერს არ ითხოვს, ცხოვრობს თავისთვის , არ უნდა წამალი. ბოზები, ბარიგობა.
მომწონს მისი საუბარი, აზრები, მაგალითად  მისი წარმოდგენა  ქართულ ქორწილებზე. 
გიორგი მიქატაძე დაუპირისპირდა არა მარტო თავის ოჯახს , ის დაუპირისიპირდა   იმ ეპოქას, რომელიც ცხოვრობდა და შეუყვარდა ერთი მეძავი გოგო იანა. ხომ აზრზე ხართ ეგ  რა იქნებოდა 90–იანებში, მაშინ კი არა ეხლა რომ მეორედ გათხოვილი შეუყვარდებათ , ბოზებს ვინღა ჩივის, მაგაზე იხოკავენ ლოყებს  დედები მოკლედ რაც არ უნდა ვილაპარაკო  ჩემს წარმოდგენას ამ პერსონაჟზე  ბოლომდე ვერასდროს გადმოვცემ  და სიტყვებიც არ ეყოფა.

იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე  წიგნმა და პერსონაჟმა, რომ ამდენი წლის შემდეგაც ჩემს მაგიდაზე პირველი  დევს ეს წიგნი  და ამდენი წლის შემდეგაც არ განელებულა ის გრძნობა რაც პირველად წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი.

გიორგი მიქატაძისნაირი ბიჭები  არ არსებობენ. რეალობაში სხვა მდგომარეობაა, არავინ გაწირავს არავის გამო თავს, არავინ დათმობს მამის ფულებს დამოუკიდებლობაზე და საკუთარი პირადი ცხოვრების თავისუფლებაზე და კიდევ ათასი დეტალია, რის მიხედვითაც გიორგი განსხვავებულია დღევანდელი და იმ წლების მამრობითი სქესისგან. 
საქმეც იმაშია, რომ ასეთი ბიჭები/ადამიანები არასდროს არ არიან ასეთი უბრალოები და არასდროს არიან გულახდილები , ამ და სხვა მიზეზების გამო გიორგი  ყოველთვის დარჩება წიგნის ფურცელზე და არასდროს იქნება რეალობა.  შეიძლება სწორედ ამიტომაც არის ჩემთვის ეს წიგნი და პერსონაჟი ასეთი ფასეული

საერთოდ არ მიყვარს როდესაც ერთხელ ნანახ ფილმებს  მეორედ ვუყურებ და წიგნებს ხომ საერთოდ არ ვკითხულობ მეორედ, მაგრამ ამ წიგნის კითხვა შემიძლია ყოველთვის , მსუბუქია , იუმორით და მთხრობელი რაღაც მანათობელ ზეცაზე  და ჟღურტულა ჩიტებზე არ მესაუბრება.

ალბათ ადვილი წარმოსადგენია , როგორი განცვიფრება/გაოცება/სიხარული გამოწვია იმ ამბავმა ჩემთვის, რომ „მოგზაურობა ყარაბაღში“ უკვე ეკრანებზე გამოვიდოდა. ისიც ადვილი მისახვედრია , როგორ ველოდებოდი და მაინტერესებდა ვინ ითამაშებდა გიოს როლს!!! და აი იხილა დღის სინათლე ფილმაც . 

ჩემი სახე გიოს როლის შემსრულების დანახვაზე და საერთოდ „გაცოცხლებულ“ პერსონაჟზე იყო დააახლოებით ასეთი, ამ მემეების მსგავსი.








 აი სრულყოფილება!  ზუსტად ათიანში იყო მორტყმული!! ლევან დობორჯგინიძე იყო იდეალური ვარიანტი! არ ვიცი ვინ აარჩია ეს ადამიანი ამ როლზე მაგრამ ფაქტია რომ  ცხოვრებაში ერთი სწორი არჩევანი მაინც აქვს გაკეთებული.

ნამდვილად არ ვიცი სხვას როგორ წარმოედგინა გიორგი თავის ფანტაზიებში, შეიძლება ქერა , ცისფერთვალება დაკუნთული რაღაც, მაგრამ პირადად ჩემთვის ზუსტად ისეთი იყო როგორიც ეკრანზე დამხვდა, ხმა, მიმიკა, ვიზუალი,  საუბრის მანერა ქცევები, მოკლედ ვიღაცამ ჩემი აზრები გადმოიღო ჩემი ტვინიდან  და  ფილმი გადაიღო.

ფაქტია, რომ დობორჯგინიძემ იდეალურად გაართვა თავი,  აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთა იდეალურად.










 
არ შეიძლება გოგლიკოზე არ ვთქვა რამე, რადგან 90 % –ისთვის ვისაც ეს ფილმი უყვარს გოგლიკო არის საყვარელი პერსონაჟი, და მასზე შემიძლია ვთქვა ის,  რომ ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ შეასრულებდა გოგლიკოს ისე, როგორც მიშა მესხი. ეს როლი იყო მისთვის       

პირველი ნაწილის ეკრანიზაცია მომეწონა ძალიან, უბრალოდ ოდნავ აკლდა გრძნობები , დამთავრდა მშრალად , თითქოს რაღაც დარჩა კიდე. საერთოდ ქართულ კინოებში გრძნობები ძალიან ნაკლებადააა თითქოს ჟმოტავენ რაიმე ემოციას, რობოტებივით არიან. პირველი ნაწილი მშრალად იმიტომ მომეჩვენა , რომ წიგნში გიოს გრძნობები და ფიქრები ძალიან მძაფრად და მაგრად არის გამოხატული, ფილმში კი არაფერი არაა თითქმის ნაჩვენები. ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი გამოვიდა, სულ სხვა მუხტი აქვს ფილმს ..



რაც შეეხება მეორე ნაწილს „გასეირნება ყარაბაღში 2 -კონფლიქტის ზონა“  ამ ნაწილზე ისეთი მოლოდინი არ მქონია როგორიც პირველზე,  იქიდან გამომდინარე , რომ ჩემთვის წიგნი უფრო ძვირფასი იყო, მივხვდი რომ ფილმის მეორე ნაწილს არარსებულ სიტუაციაზე იღებდნენ, თუმცა საინტერესო იყო როგორ განვითარდებოდა მოვლენები.  ბევრი მინუსის ჩამოთვლა შემიძლია  რატომ არ მომწონს მეორე ნაწილი, როგორც ცალკე ფილმი მშვენიერია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ,  გასეირნება ყარაბაღში ჰქვია, საერთოდ არ ამართლებს სახელს, არაფერი აქვს საერთო არც პირველ ნაწილთან და არც წიგნთან, გარდა იმისა რომ იგივე პერსონაჟები არიან.  პირველ რიგში დიდი მინუსი ის იყო , რომ გიორგი საერთოდ აღარ იყო მთავარი გმირი და სადღაც უკანა პლანზე გადაიწია, კიდევ ისიც მნიშვნელოვანია რომ ფილმში ,ყოველშემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მახსოვს პირველ ნაწილში იყო თუ არა სადმე ნახსენები გიოს გვარი,  მეორე ნაწილში კი ძალიან გასაგებად წერია რომ გიო არის გიორგი ახვლედიანი და არა მიქატაძე, შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა რომ აკა მორჩილაძე სინამდვილეში გიორგი ახვლედიანია, და ფილმში მაგიტომ გამოიყენეს ეს... მაგრამ მაინც... ანუ მე ის არ მომეწონა , რომ ჩემი საყვარელი გმირი ფაქტიურად სადღაც დაიკარგა  და ისეთი პერსონაჟისგან როგორიც ის იყო არაფერი არ დარჩა.
 წიგნის ხიბლი სადღაც დაიკარგა, აღმოჩნდა რომ იანა ორსულადააა მუცელი არ მოუშლია    და ა.შ რაღაც დოზით გასერიალდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან საინტერესო იყო და კარგი საყურებელი.
ის, რომ გოგლიკოს გმირი წინ წამოწიეს ეს ალბათ კომერციული გათვლა იყო, იმიტომ რომ უხეშად რომ ვთქვა გოგლიკო უფრო მაგრად გაიყიდა ვიდრე გიორგი. ხალხს კომედია უფრო მოსწონს ,  ვიდრე დრამა.

შედეგად გამოვიდა ის რომ ერთმანეთს რომ გადააბა ლევან დობორჯგინიძემ მეორე ნაწილში ალბათ სულ რაღაც 10 წუთი ითამაშა.
მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო მეორე ნაწილის საუნდტრეკი  რომელსაც კაბუ. ნინი ბადურაშვილი და ნიაზ დიასამიძე ასრულებენ, ძალიან მაგარი გამოუვიდათ  და ერთადერთი ჩემი საყვარელი ქართული სიმღერააა.

                                         





აი მესამე ნაწილს რაც შეეხება , ამაზეც საკმაოდ ბევრის თქმა შემიძლია, პირველ რიგში ის, რომ ძალიან მაგარი პოსტერია თვითონ სტილი პოსტერის.
როდესაც გავიგე რომ მესამე ნაწილსაც იღებდნენ ძალიან გამიკვირდა მეთქი ეხლა რაღა უნდა იყოს თქო, პრემიერიდან რამოდენიმე დღეში ვუყურე.  პირველივე წუთმა დამშოკა ,  პირველივე წამიდან ჩნდება ლევან დობორჯგინიძე (გიორგი)  და  ეხლა შინაარსის მოყოლას არ ვაპირებ  , მოკლედ... ასევე რამოდენიმე წუთის შემდეგ  კვდება ...   დააახლოებით რამოდენიმე წამი ვუყურებდი გაოგნებული იმ მომენტს.

მოკლედ მესამე ნაწილი საერთოდ არარსებულ რამეზე გადაიღეს , როგორ მოკვდა გიორგი ახვლედიანი, როგორ ჰყავს 16 წლის დიდი შვილი , როგორ გამოდის გოგლიკო ციხიდან  და ა.შ


მოკლედ ესეიგი რა გამოვიდა, ფილმების მიხედვით, აკა მორჩილაძის გმირმა მთელი ცხოვრება უაზროდ გალია, პირველ ნაწილში იყო გოგო უყვარდა  და ოჯახმა არ მოაყვანინა და მძიმე დეპრესიაში ჩავარდა,ფილმის მეორე ნაწილის მიხედვით თავი დააღწია ყველაფერს და საერთოდ საომარ ცხოვრებას მიჰყო ხელი და მოშორდა თბილისს მეორე ნაწილის დასასრულის მიხედვით თითქოს ეშველა, იანა აღმოჩნდა ორსულად , თურმე არც მოუშორებია ნაყოფი,  ძლივს ალბათ დაბრუნდება უკან და იქნება ბედნიერი , მაგრამ მესამე ნაწილის დასაწყისიდანვე ძალიან კარგად ჩანს , რომ არც ბედნიერი ცხოვრება დასცალდა და არც  ბედნიერი ოჯახი, არც იანა და არც შვილი. ისე უაზროდ მოკვდა, ძაღლს არ მოკლავენ მასე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ფილმი ძალიან შორს წიგნისგან.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად   მაინც  მომეწონა მესამე ნაწილი, უფრო მომეწონა მოტივი რაზეცააა გადაღებული ფილმი, ძალიან მაგრად არის დანახული რამდენი რამე შეიცვალა 10–15 წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა ხალხი. ძალიან მძიმე საყურებელი იყო  მხიარული და ლაღი გოგლიკო, როგორი დაიკარგა საზოგადოებაში , სულ მახსენდებოდა წიგნი , პირველი ნაწილი ფილმის , მეორე და ახლა ვუყურებდი მესამე ნაწილს და ვფიქრობდი საიდან სადამდე მივიდნენ გმირები, შეიცვალნენ, ზოგი დაიხოცა , ზოგი გადარჩა..

დასანანია, რომ გოგლიკო რომელიც ყველაზე უდარდელი , მხიარული და სამეგობროს გული იყო, ახლა ყველგან ზედმეტი აღმოჩნდა, ვერსად პოულობს ადგილს .
მოკლედ ძალიან მელანქოლიური იყო პირადად ჩემთვის.
ვფიქრობ,  მინუსი ის იყო, რომ რაღაც ეს რომეო და ჯულიეტას ხაზი არ მომეწონა ფილმში , ზედმეტი იყო მგონი. არ მომეწონა მთავარ გმირს რომ არ უთხრეს დროზე, რომ მამის მკვლელის გოგო უყვარდა.  ამ გადმოსახედიდან ძალიან გასენტიმენტალურდა ფილმი.  უფრო მაგარი არ იქნებოდა შური ეძია მამის გამო , გოგლიკოს გვერდში ამოდგომოდა და თენგოსთვის რამე "დაეშავებინა". მაგრამ ესეც ამ ფილმის რეალობაა და დროის.. ახლა ხელს აღარ ანძრევს არავინ ზედმეტად არავის გამო, არათუ მამის, რომელიც ალბათ ნანახიც არ ჰყავდა.


საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა, მესამე ნაწილის პოსტერი და ქასთი. ფილმს რომ ვუყურე ვერანაირ ლოგიკას ვერ ჩაწვდა ჩემი აზროვნება, თუ რატომ არის ნინი ბადურაშვილი პოსტერზე. კინოში დაახლოებით 2 წუთიც არ ჩნდება და ალბათ 5 სიტყვას ამბობს. ამ დროს კი მთავარ პოსტერზეა. და ის ვიზეც ფილმის შემქმნელები სამივე ნაწილის დროს საუბრობდნენ რომ გიორგი ახვლედიანი (ლევან დობორჯგინიძე) მაინც მთავარი გმირია და მის ირგვლივ  ტრიალებს მთელი კინო, საერთოდ არ ჩანს არსად, მითუმეტეს ნინი ბადურაშვილი კი არა ლევან დობორჯგინიძე უნდა იყოს პოსტერზე ერთ–ერთი მთავარი, იმიტომ რომ გოგლიკოს გამო მოკვდა ეგ ერთი და მეორე კიდე მაგისი შვილის ისტორია გრძელდება, ამ დროს ლევან დობორჯგინიძე არათუ პოსტერზე ქასთშიც აქა–იქ წერია, მაგალითად ბოლო გასეირნების მაივიდეოს ოფიციალურ გვერდზე დობორჯგინიძე საერთოდ არააა მონაწილეებს შორის მითითებული.   .

ოფიციალურ პოსტერზეც სადღაც დაბლა დაბლა დაბლა წერია მისი გვარი ბოლოდან მეორე.
 
 მოკლედ,

რაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში ფილმი შედგა და ძალიან წარმატებულად. 
დამთავრდა სამართლიანად, კარგად მაგრამ მაინც ძალიან სევდიანად, თუმცა ბედნიერი დასასრული ვფიქრობ ზედმეტი იქნებოდა.
 ეს მესამე ნაწილის საუნდტრეკია, და სამივე ფილმის ფრაგმენტები ერთ ვიდეოში.                                                       
                   
                         

დასანანია, რომ ბოლო ნაწილი იყო  და მეტი აღარ იქნება , იმიტომ რომ ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული ქართული ფილმი იყო და ასეც დარჩება ალბათ.

მაგრამ მაინც რამდენი ნაწილიც არ უნდა გამოსულიყო, ჩემთვის წიგნი ყოველთვის პირველ ადგილზე არის და იქნება. ამის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს , თუნდაც ის რომ წიგნს არც ჰეფი ენდი ჰქონია და არც გიორგი მიქატაძე მომკვდარა.

მადლობა აკა მორჩილაძეს იმისთვის, რომ შექმნა ეს ისტორია.

თქვენ კი, ვინც ამას კითხულობთ, გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი,  და უყუროთ ფილმის სამივე ნაწილს.