Oct 13, 2010

დემნა გედევანიშვილი



      ამ  წიგნს შესავალი არ სჭირდება და მეც ამიტომ პირდაპირ დავიწყებ...

„   დემნა გედევანიშვილი“ ვიტყოდი , რომ დავით–დეფი გოგიბედაშვილის ერთ–ერთი საუკეთესო ნაშრომია და უკვე ჩემი უსაყვარლესი წიგნი...წიგნი შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ წიგნების მაღაზიაში და ასევე არის ბიბლიოთეკებშიც. წიგნს აქვს საიტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია წიგნთან, უფრო სწორად წიგნის აზრთან, როცა წაიკითხავთ მიხვდებით www.demnagedevanishvili.ge

  „ ამბავი კაცისა ვისაც უყვარდა სწამდა და ჰქონდა იმედი...“ წიგნის გადაფურცვლისთანავე ეს სიტყვები მომხვდა თვალში და მივხვდი , რომ არც ისე ბანალურ წიგნთან მქონდა კავშირი, საშინლად მეთბილა ეს სიტყვები . წიგნის კითხვა რამოდენიმეჯერ გავწყვიტე , ხან ეროვნულებმა მომიწია ხან რაღაც თან თითქოს მენანებოდა კიდეც წასაკითხად...
  ორნაწილიანი რომანია, ერთ–ერთი წიგნების მაღაზიის საიტზე რომან–შოკსაც ეძახიან. უცნაური წყობა და თხრობა აქვს... თავიდან ვერ ვაკავშირებთ ერთმანეთთან ბევრ რამეს , მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება. დემნა გედევანიშვილი ერთი ქალაქელი ბიჭია კარგი ოჯახით და გადასარევი სამეგობროთი, მაგრამ თვითონ დემნას პერსონაჟი უცნაური და იდუმალია. ფსიქოლოგიური წიგნია  , რასაკვირველია დრამა. მე ვისაუბრებ იმაზე რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ ამ წიგნზე .  კითხვის დროს ორი გრძნობა მერჩოდა , ერთი იყო საშინელი მოწონება და სიყვარული და მეორე იყო ამის უარყოფა,  დემნა არ არის ჩვეულებრივი ადამიანი , ის რასაც მთელი წიგნის განმავლობაში ვფიქრობდი ბოლო ფურცლებზე ზუსტად ერთმა მოქალაქემ აღნიშნა... და მეც დავრწმუნდი რომ სწორად მიფიქრია.... მოდით ასე ვთქვათ რა.. დემნა გედევანიშვილი თანამედროვეობის იესო  ქრისტეა .  აქ არ არის არანაირი რელიგიური აგიტაცია, არ არის არანაირი რელიგიური შურაწყობა. მე ვამბობ იმსაც რაც დავინახე. მე დავინახე თუ რა მოხდებოდა იესო ქრისტე , რომ ყოფილიყო 21 საუკუნეში, თუ რა მოუვიდოდა მას , თუ როგორ მოიქცეოდა ხალხი, თუ როგორ მოექცეოდა მას ხალხი...
    დემნა ცვლიდა ადამიანებს მხოლოდ ერთი სიტყვით „მიყვარხარ“ , ყველას სითბო ეფინებოდა მთელს გულში  და ისინი გრძნობდნენ ჭეშმარიტებას. ამ ყველაფრის მიუხედავად ის მომეწონა ყველაზე ძალიან , რომ ნაწერი არ არის რელიგიური, არანაირი რელიგია და არანაირი მამა ღმერთი. დემნა არის თვითონ სიკეთე და ცდილობს გასცეს ეს , ცდილობს გადაარჩინოს ხალხი და ცდილობს  იყოს ყველაფერი იმაზე უკეთ ვიდრე არის. არ მომეწონა მომენტი ღვინოზე  და წყალზე , ეს ზუსტი ასლი იყო ბიბლიის  , რაღაცნაირად უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა ამ ერთადერთმა მომენტმა.  არ დავახასიათებ რომანის ყველა გმირს , იმიტომ რომ მაშინ წიგნსაც გადმოვწერ და ეგ იქნება, უბრალოდ ეს ყველამ თვითონ უნდა წაიკითხოს და ჩასწვდეს იმ აზრს რაც დევს, ვფიქრობ, რომ ამ რომანს ყველა სხვანაირად გაიგებს...
   მომწონს აღწერა , რა შედარებაა მაგრამ როგორც კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ აქვს  საოცარი და არარეალური ფერები, აუხსნელი წარმოუდგენელი, ზუსტად ისე არის „დემნა გედევანიშვილში“ გრძნობები დახასიათებული. როდესაც ნუცას გრძნობებს  ვკითხულობდი დემნას მიმართ , საშინლად მომეწონა , ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი და მივხვდი , რომ იმაზე მეტი სიყვარული  რასაც ნუცა დემნას მიმართ გრძნობდა არ არსებობს, იმაზე მეტად ქალს მამაკაცი ვერ ეყვარება.  ძალიან ლამაზად არის აღწერილი  დემნას განმარტობები, სევდია.., დესპინეს მონათხრობი და დათო.  ძალიან მომწონს მერი, დემნას დედა, თითქოს არც ისე მკვეთრი პერსონაჟი ... ნამდვილი დედა. ოთარი დემნას გამზრდელი მამა, ღირსეული კაცი ნამდვილად.
  არ ვარ სენტიმენტალური და არც სიყვარულის მარადიულობაზე მომწონს საუბარი და არც მჯერა, მაგრამ ის რაც დავინახე ამ ამბავში , არ დამინახავს არსად...   „დემნა გედევანიშვილმა“ დამანახა სიყვარულის ძალა, შეყვარებულებს არ ვგულისხმობ, თვითონ სიყვარულს ვგულისხმობ. თუ მართლაც ყველას ერთმანეთი ეყვარება და დააფასებს მაშინ არასდროს არაფერი დაემუქრება სამყაროს.  ხალხი ვერ ხვდება რას ნიშნავს სიტყვა „მიყვარხარ“ ამას დღეში 100 ჯერ მაინც ვიძახით და არ ვუკვირდებით , თუ რა მაგიური და ჯადოსნური სიტყვაა...
   საინტერესო გმირია ძმაკაცი ჯარჯი  გაიგივებული იუდასთან ოღონდ უფრო იოლი ვარიანტი, ამ თვისებას ბოლოში ამჟღავნებს, როცა დემნას გაწირავს.... თუმცა აპატიეს  და მიიღეს ისეთი როგორიც იყო, თავისი დანაშაულით.
       ერთ–ერთი ძალიან ლამაზი თავია ნუცა და დემნა ერთად , მათი პირველი სიახლოვე, არ მომწონს ხოლმე სექსუალური ელემენტები ნაწარმოებებში, იმიტომ , რომ უმეტესად ცუდად არის აღწერილი. აქ კი ეს ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იყო მთელს წიგნში. ძალიან ლამაზად და სუფთად არის , გრძნობით გადმოცემული.
   დავით–დეფი გოგიბედაშვილს უცნაური ნაწერები ახასიათებს, რაც ძალიან მომწონს. საინტერესოა და უცნაურია თუ რატომ დაწერა ეს ამბავი და რატომ გააიგივა დემნა ქრისტესთან , ალბათ იმიტომ რომ დაგვენახა თუ რა იქნებოდა ამდენი საუკუნის მერე, რომ ზუსტად ისევე არ იწამებდა და არ დაიჯერებდა ხალხი.  არც ისე აშკარად ჩანს  იესოსთან მსაგვსება დემნასი, ეს არ არის დაწერილი და არსად წერია , არსად აქვს ნათქვამი გოგიბედაშვილს , მაგრამ ეგ მოვლენა აშკარაა და ფაქტია. ალიან მომწონს ასევე ის , რომ წიგნი თანამედროვეა, დღევანდელი საუკუნეა და წიგნში ვხვდებით იმას რასაც ვხვდებით ყოველდღიურად.                                                                                                                                 
   არ მოვყვები მთელ შინაარს აქ, მთავარი თქვენ თვითონ ნახეთ... დემნა სრულყოფილია და იდეალური, ოცნებებით, სურვილებით და სიყვარულით სავსე.
     ძალიან მომწონს რომანის ბოლო აბზაცი... გაიხსენეთ როცა წაიკითხავთ და საერთოდ მომწონს როცა ამბავი მთავრდება და  მოხსენიებულია ასე : და მაინც რა მოხდა მერე? და შემდეგ წერია რა მოხდა მერე...  რა შეიცვალა ვინ როგორ ცხოვრობს  და ა.შ    ეს ჩემი საყვარელი მომენტია ხოლმე...  ღამის 5 საათი იყო როცა დემნას წაკითხვას მოვრჩი, და  ჩემდაუნებურად ამეტირასავით ძალიან, ვეღარც დავიძინე ...
         თუ გადარჩება სიყვარულიც გადარჩება ირგვლივ ყველაფერიც. ადამიანებს ნდობა გვაკლია და პირველივე შეცდომაზე ქვას ვიღებთ ხელში... დიდი პლუსი და მადლობა დავით–დეფი გოგიბედაშვილს დემნას შექმნისათვის და მისი სრულყოფისათვის.
     მე კი უბრალოდ ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ამბავი  ადამიანზე, რომელსაც უყვარდა სწამდა და ჰქონდა იმედი.

Oct 4, 2010

პროფილი


დავიწყებ იქიდან, რომ დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია. რაღაც წერის განწყობაზე ვერ ვიყავი და თან თემაც ვერ ავარჩიე.  ახლა თემა ნამდვილად მაქვს და მინდა მაგაზე საუბარი. ჯერ იქიდან დავიწყებ , რომ ტელევიზიებში ახალი სეზონი დაიწყო... ახალი რა, ნუ ისევ იგივე რაც ადრე გადიოდა. დაიწყო ახალი სეზონი და დაიწყო პროფილის ლანძღვა , საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ამ ხალხს მაია ასათიანისგან. ფეისბუქზე ყოველთვის მომდის Page Request–ები :  მძულს მაია ასათიანი, არ მინდა პროფილი, ვერ ვიტან პროფილს და ა.შ . ვერ ვხვდები რატომ სძულს ხალხს ასე რაიმე გადაცემა, თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ნუ გამოდის რომ უყურებენ თან ყოველ ხუთშაბათს. რა უფლება გაქვს ლანძღო ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლაპარაკის მანერა არ მოგწონს ან რაიმე თვისება. თან ისეთი ადამიანის რომელიც არცერთხელ არ გყავს ლაივში ნანახი .  არ მესმის ეს ტენდენცია, ბოლოს და ბოლოს ისე განვითარდა მსოფლიო , რომ ყველა ოჯახს მინიმუმ ყველაზე ცოტა 30 არხი მაინც აქვს ტელევიზორში  პლუს ამას პულტიც არსებობს ჰოდა აიღე ეს პულტი და ან წინ გადართე ან უკან.

  პროფილს ამ ბოლო დროს ხშირად ადარებენ "ნანუკას შოუს" მაგ შოუზე არაფრის თქმას არ ვაპირებ, ჯერ იმიტომ , რომ უბრალოდ მსგავსებას ვერ ვხედავ ვერანაირს და მეორე კიდევ იმიტომ , რომ თუ გადავაბამ მაგ შოუს ნანახს რაც მინახავს სულ ალბათ 1 საათი თუ გამოვა. შემდეგ უბრალოდ სურვილი გაქრა.... გემოვნების ამბავია.  და თუ მხოლოდ იმიტონ ადარებენ ამ ორ შოუს ერთმანეთს რომ თითმის ერთ დროს სხვადასხვა დღეს გადის და თან ორივეს წამყვანი ქალები არიან და კიდევ  თავისუფალი შოუა ეგ უკვე სხვა თემაა. არ ვამბობ , რომ მიყვარს პროფილი და არც მაია ასათიანს ვიცავ პირადი მიზეზების გამო, უბრალოდ სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ.  არის მიზეზები რის გამოც პროფილი ბევრ შოუს ჯობია. 

აი მაგალითად : საღამოს ადამიანი ბრუნდება სამსახურიდან დაღლილი , ჩაჯდება სავარძელში , აიღებს პულტს გვერდზე ცხელ ყავას მოიდგამს ზამთრის სუსხიან ღამეს და უნდა რამეს უყუროს ჰოდა  ეჭვი მეპარება ასეთ მომენტში იმის ყურება უნდოდეს თუ როგორ დადიან ქართველი სელებრითები პარიზში სავახშმოდ, როგორი მაგარი მეუღლე ჰყავთ, როგორ ტანსაცმლის ბრენდს ინახავს მათი გარდერობი, როგორ არ იყიდება თბილისში წესიერი ტანსაცმელი და საწყლებს სულ საზღვრებს იქეთ რომ უწევთ სიარული, რამდენი უჯდებათ სახის კანის მოვლა,  რა უდევთ ჩემოდანში, როგორ აშუქებენ თავიანთ უმდიდრეს ქორწილებს , და  როგორი მოდის ტენდენცია იქნება წელს და  რა ფერის წინდა უნდა ჩაიცვა და ის რომ როგორ არ გიხდება თმა მარჯვენა მხარეს ჩამოყრილი. აი სულ ეს არის. მე არ ვამტკიცებ , რომ პროფილს ყოველთვის საინტერესო თემები აქვს და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი ხუთშაბათი, უბრალოდ ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს  და თავის გარდერობს. უბრალოდ არ არის საჭირო ამდენი აგრესია მაშინ, როცა უფლება გვაქვს არ ვუყუროთ იმას რაც არ გვინდა. 

Aug 30, 2010

The Best Moment...


  

სტუნდენტი ვარ!!!! 

    მორჩა აბიტურიენტობის წელი და მივიღე ის რისთვისაც ვწვალობდი მეც და კიდე რამდენიმე ათასი ადამიანი . ალბათ ყველასთვის ძალიან ბედნიერი წუთები იყო როცა გაიგეს , რომ ჩააბარეს და მიინდაა ყველააას მივულოცოოოო, იმიტომ რომ ეს ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე სასიხარულო მომენტია და ფაქტიურად ამ ნაბიჯზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ცხოვრება. 

   კარგად მახსოვს აბიტურიენტობის პერიოდი ))  რაღაცნაირად გულიც კი დამწყდა როცა დამთავრდა  მაგრამ მთავარია , რომ დამიფასდა ეს ყველაფერი და სასურველ მიზანს მივაღწიე! ♥

   სასურველ უნივერსიტეტში რაც მთავარია. 

                                         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

                             ჰუმანიტარულ–სოციალურ ფაკულტეტზე


პრინციპში პირდაპირ სამართალმცოდნეობას დავწერდი )

    მალე გრანტების ამბავიც გაირკვევა და მერე ეგეც მოსალოცი იქნება. მოკლედ  ამ პატარა პოსტს ვამთავრებ და კიდევ ერთხელ

                     ვულოცავ ყველას , ვინც მართლა იშრომა  და ვისაც მართლა უნდოდა.! 

                      

Aug 23, 2010

Im Addicted to Desperate Housewives





ზუსტად 6 წლის წინ დაიწყო ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს "სასოწარკვეთილი დიასახლისები"
   ქართულად რომ ვთქვა  ეს სერიალი, ან უფრო TV SHOW , საკმაოდ წარმატებულია მთელს მსოფლიოში. ქართველებმაც 1–2 სეზონი გაუშვეს ოდესღაც , მგონი ისიც ბოლომდე არა , და მერე ჩაკვდა მაგაზე თემა. ისტორია 4 ქალზე: სიუზენი, გაბრიელი, ლინეტი და ბრი. ესენი მთავარი გმირები არიან. ზოგჯერ ემატებიან სხვა სასოწარკვეთილები,  მაგრამ უცვლელი გმირები ყოველთვის ესენი არიან. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ამ შოუს  ხარისხზე. ყველაფერი არის უნაკლო : ქასთი, პრომოები, სიუჟეტი, ადგილმდებარეობა. ვესტერია ლეინზე ცხოვრება დარწმუნებული ვარ 80% –ის ოცნებაა, თუ არ იცით ეს ადგილი დამიჯერეთ რომ ნახავთ თქვენც იოცნებებთ. როლები ზუსტად არის შერჩეული, ვერც კი წარმომიდგენია ვინმე სხვას რომ შეესრულებინა ჩამოთვლილთაგან რომელიმე პერსონაჟი მაინც. 
სიუზენი (Teri Hatcher) : მხიარული, კეთილი, ლამაზი, სექსუალური, სულელი, მოსიყვარულე.
ლინეტი (Felicity Huffman): ნამდვილი ოჯახის ქალი, ძალიან ჭკვიანი, გამჭრიახი გონებით, კარგი ცოლი, კარგი დედა და რაც მთავარია კარგი ქალი. რაღაცნააირი ეშხი აქვს რა ამ ქალს. მიმზიდველია. ( ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი)
ბრი (Marcia Cross): ნამდვილი წესრიგის დედოფალი )) ცოტა აუტანელი, რა თქმა უნდა ესეც სექსუალური, ჭკვიანი, დაუფასებელი დედა და ცოლი.
გაბრიელი (Eva Longoria Parker): რა თქმა  უნდა როცა ამ ქალის როლს ევა ლონგორია პარკერი ასრულებს, შეუძლებელია დახასიათება სიტყვა სექსუალურით არ დავიწყო. : სექსუალური, ლამაზი, მოღალატე, ჭკვიანი, მოდური. 
 ამ შესანიშნავი ქალების დახასიათება შორს წამიყვანს, სანამ თვითონ არ იხილავთ მათ,  შეუძლებელია მათი დახასიათება.  ყველა რაღაცით გავს ერთმანეთს. მათ მეგობრობა აერთიანებთ და კიდე ბევრი სხვა რამ. ეს შოუ არ არის მხოლოდ გასართობი,  და ა.შ  როდესაც ნახავთ მიხვდებით რომ ნამდვილი ცხოვრებაა ასახული, თავისი ინტრიგებით, ღალატით და ის რაც ყველაზე ხშირად გვხვდება ცხოვრებაში.
   თვითონ სიუჟეტი და გადაღების მანერა არის ძალიან უცნაური. არ გავს სხვა ე.წ სერიალებს. სცენარისტი, რეჟისორი ნამდვილად კარგად მუშაობენ. ყველა ადამიანის გონებაზეა გათვლილი, ანუ როცა ადამიანები ამას უყურებენ ყველა ფიქრობს ერთნაირად.  სიუჟეტის მიხედვით შეიძლება შეგიყვანონ შეცდომაში, უარყოფით გმირზე ვიფიქროთ დადებითად, შემდეგ კი აიიიი თურმე რა ყოფილა. პუბლიკაზეა გათვლილი და თან ძალიან მაგრად, დარწმუნებული ვარ , ყველა სეზონის დროს ყველა მაყურებელი მიმდინარე მოვლენებზე ერთნაირად ფიქრობდა, ბოლოს კი ყველა ისევ იცვლის აზრს. გვგგონია სხვა და ამ დროს ხდება სხვა რამ. სანამ დამასრულებელ სერიას არ ნახავთ ვერ მიხვდებით რა იყო სინამდვილეში , ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი + ამ  შოუსი. ყველაფერი ამოუცნობია, ლოგიკური. სხვას ვფიქრობთ სხვაგანაა გონება, სხვაგან მიდის ლოგიკა და ამ დროს თურმე ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილა. ბოლო სეზონებში დაიღუპნენ ისეთი გმირები, რომლებსაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.  შეუყვარდათ ისეთ გმირებს ერთმანეთი ,ალბათ მაგასაც რომ ვერ წარმოიდგენდით. მოკლედ ყველაფერი ერთად არის : განშორება, ღალატი,ინტრიგა, შერიგება,ნამდვილი სიყვარული სიძულვილი, და საერთოდ ის რაც ყველასთვის ძალიან რეალურია. ხშირად გაგეცინებათ, აგეტირებათ, გაბრაზდებით .... ნახავთ ამბებს სადაც უამრავი საიდუმლო იმალება...
   რაც შემეხება მე, მე არ მიყვარს არაბუნებრივი  და უაზრო TV SHOW-ები.  DESPERATE HOUSEWIVES ნამდვილად იყო არის და იქნება ჩემი უსაყვარლესი "სერიალი" რომელსაც ვერასდროს ვერცერთი "სერიალი" ვერ შეცვლის. ვერასდროს იქნება სხვა სიუზენი, ბრი, გაბი. და ლინეტი. საერთოდ Im Addicted to TV SHOWs, მაგრამ წავალ მოვალ, მაინც აქეთ მოვდივარ ხოლმე.  
 2010 წლის 26 სექტემბერს გამოვა  7 სეზონი,  რომელზეც იყო საუბარი რომ ვითომ აღარ იქნებაო, მაგრამ არის! და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნება 8,9,10,11,12....... :| მოკლედ ))))  თითქმის გავიზარდე ამ შოუზე, ნუ პრინციპში ეგრეა, მოზარდობის წლები გავიარეთ ერთად და იმედი მაქვს დავბერდები კიდეც ამათთან ერთად ))
   კარგი იქნება თუ ჩემი პოსტი გადაგადგმევინებთ ნაბიჯს, რომ გადმოწეროთ და უყუროთ  ყველაზე ლამაზ, სექსუალურ, ჭკვიან ქალებს მთელს დედამიწაზე. ნამდვილად არ ინანებთ. 
ახლა კი ზემოთ ნახსენები პრომოებს გადავავლოთ თვალი და დანარჩენ ვიდეოებს.























   

Aug 16, 2010

Worlds Greatest Dad.....



რამოდენიმე დღის წინ კინოებს ვეძებდი , ვერაფერი ვერ ვნახე და გადავწყვიტე  ინტერნეტი გამომეყენებინა. ერთ–ერთი ამერიკული საიტის მიერ წარდგენილ 2009 წლის საუკუეთესო 50 ფილმს თვალი გადავავლე  და ყურადღება WORDLS GREATEST DAD-მა მიიქცია, თან  robin williams-ი მთავარ როლში იყო. გადმოვწერე  და რამოდენიმე დღეში ანუ გუშინ ვუყურე.

     მოკლედ აუღწერელია რა შთაბეჭდილება მოახდინა, შეიძლება ბევრს ნანახიც გაქვთ და არც მოგეწონათ, მაგრამ მე ძალიან , ძალიან მომეწონა. საერთოდ robin williams–ი ყოველთვის თბილ , საყვარელ და  რაღაცნაირ საწყალ როლებშია , ეგ კაცი მონსტრის ან მანიაკის როლში არ მახსოვს.  ფილმის შინაარსის მოყოლას აქ არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ვინმეს რომ მოგინდეთ ყურება წინასწარ გეცოდინებათ მოვლენები და ამიტომ გავჩუმდები. 

    ამ კინოში ძალიან ბევრი რამ არის ერთად მოყრილი. მამა–შვილი... მამა... შვილი.. პრობლემები, ნაკლი, ხასიათი ეგოიზმი, მარტოობა, თავმოყვარეობა, შვილზე ზრუნვა, შვილის სახელზე, საკუთარ სახელზეც. ერთი მხრიდან ვილიამსის გმირი შეიძლება გაკიცხონ, თუმცა მე ამას არ გავაკეთებდი. ძალიან მაგრად არის გამოხატული , თუ როგორ უყვართ ადამიანებს  სხვა ადამიანის დაფასება , რო მოკვდება მაშინ, არადა მაქამდე მის სიკვდილს რომ ნატრობდნენ... რომ ვერ იტანდნენ და ა.შ

   რაც ძალიან მომეწონა ის იყო , რომ ამ ფილმში მოულოდნელად განვითარდა მოვლენა, ანუ სხვას ველოდი  საერთოდ სხვანაირად მეგონა ყველაფერი და უცბად სულ სხვა  გზით წავიდა. ყველაზე მეტად კი სულ ბოლო კადრი მომეწონა , და მგონი ერთადერთი კინო არის , რომელიც ისე დამთავრდა რომ რაღაც არ დატოვა, უკმაყოფილება... შავი კომედიაა მაგრამ მაინც კარგი...

   მოკლედ იმედი მაქვს  უყურებთ და მოგეწონებათ 

trailer–იც მოცემულია , შეგიძლიათ უყუროთ 




Aug 15, 2010

ქართული Fანობა


 
ამ ბოლო დროს ქართველ გოგოებს  ახალი კერპი ჰყავთ, ახალი სასიყვარული ობიექტი. ჯასტინ ბიბერი ( ზოგი ბიებერსაც გამოთქვამს) ნუ მოკლედ რაც არ უნდა ერქვას მაგ ბიჭს, ფაქტი სახეზეა, რომ ამ ჩვენი გოგოების გულები ერთიანად დაიპყრო და არ გაახარა... ))  
     ყველა საიტზე სადაც ფეხს შევადგამ  ხოლმე და სადაც კომენტარების დატოვებაა შესაძლებელი, თუ ჩამოუვლით დარეგისტრირებული ხალხის სიას ავატარებზე  ჯასტინის მეტს ვერაფერს დაინახავთ. 100 დან 95 ეგ უყენია. დაბლა წარწერით " ჩემი ცხოვრება", "ჩემი პაწუკა" "ჩემი ლამაზი ბიჭი" და მერე მიდის "მე უფრო მიყვარს შენ არ გიყვარს დავაი გააჯვი გოგო"  angel.ge – დან გააძევეს კიდევაც მგონი მაგისი ფანები. მსმენია...
   ძალიან გავოგნდი YOUTUBE- ზე ქართველი ფანების დადებული ვიდეო რო ვნახე, ვი  ვონთ იუ  თუ ქამ თუ ჯორჯია ჯასთინ,  მერე მიხვდნენ რომ რაღაცას სწორად არ ამბობდნენ და დავაი დაიწყეს სიმღერა და ერთი ამბები. იმდენად იაფფასიანია ეს ყველაფერი , რომ მაგ საწყალმა ბიჭმა ეტყობა ვერ ნახა ეს ყველაფერი, თორემ საქართველოსკენ ცხოვრებაში არ გამოიხედავს. 
  ვხალისობ ხოლმე როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს სიყვარულში და კიდევ იმაზე ტვიტერზე რო ეხვეწებიან ამ ზემოთხსენებულ ჯასტინს  : ჯასტიინ ფლიიზ ფოოლოოუუ მეეეე და გადატენილი რო აქვთ მთელი გვერდი. დარწმუნებული ვარ ეს სიყვარულიც მალე გადაუვლით. რატომ? აი მაგალითად გავიხსენოთ ერთ–ერთი რამე, ვინმე ჯგუფი ვიზეც იგივე სიტუაცია იყო.... პირველი ვინც თავში მომდის "სუპერმეგალამაზიპოპულარულიარასდროსროარგადაუყვარდებოდათ" ჯგუფი US5!!!!! გახსოვთ არაა? )))  ეჰ მეც მახსოვს ,  ჰოდა სად არიან ეხლა ის რიჩი, კრისი? (მეტი არ მახსოვს) სად არიან და სადაც მალე ჯასტინი წავა იქ ))) 
    ა ჰო დამავიწყდა პირადად ჩემი აზრი გამომეხატა ამ ბიჭზე.სიმართლე ვთქვა ძალიან მაღიზიანებს, არ მომწონს  .  ვინაა ჯასტინ ბიბერი? ( თუ ბიებერი) ერთი პატარა ლაწირაკი ღლაპი , რომელიც გამო^&$%$%$ბულმა აშერმა( თუ არ ვცდები) აღმოაჩინა და ძალით შემოტენა, გახადა "ვარსკვლავი" . ისე კარგად კი გათვალა ,ჯასტინი ნამდვილად კარგი კომერციული საქონელი გამოდგა ამაში კი ხელი  ქართველი ფანებისნაირმა კიდე უამრავმა .... (  რა სიტყვაც გინდათ ჩასვით, თქვენი გემოვნებით) ფანმა შეუწყო ხელი.
     დასასრულისთვის გეტყვით , რომ თუ ვინმეს რამე გეწყინათ და გულზე მოგხვდათ შეგიძლიათ  გაბრაზებული გული ჯასტინის სიმღერებს გადააყოლოთ, კიდე ცენზურით დავწერე ისე რო ხელები მიცახცახებდა )))))  დამიფასეთ!!!!  ))

      ჯასტიიინნნნ ფლიიიიიიზ  ქამ თუ ჯორჯია! 

Aug 11, 2010


მოკლედ ესე დავიწყებ:  დიდი ხანია საკუთარი ბლოგი მინდოდა, და როგორც იქნა მოვაბი თავი ამ საქმეს. ვთვლი , რომ  ყველაზე კარგი საშუალებაა გამოთქვა აზრი და გააგებინო ყველას. კონკრეტულად ისაუბრო რაიმეზე და ა.შ 

    ნელ–ნელა მივხედავ მერე დიზაინს და ა.შ . იმედი მაქვს მოგეწონებათ და საინტერესო იქნება ჩემი პოსტები