Apr 27, 2011

Movies - Weekend

პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს , ცოტა მოგვიანებით მაგრამ მაინც , მრავალს დაესწარით.
 იმის გამო , რომ აღდგომის დროს რამოდენიმე დღე არის დასვენება , ლექციები მეც არ მქონდა და კიდევ რამოდენიმე დღეც გამიცდა , მოკლედ გადასარევი Weekend გამომივიდა.
ამიტომ დრო მქონდა მენახა ძალიან საინტერესო და  შესანიშნავი ფილმები. უმეტესად სწორედ ამას ვაკეთებ, როცა დრო მაქვს აუცილებლად ვუყურებ ფილმებს. ჟანრი უმეტესად დრამა და კომედიაა , მაგრამ დანარჩენსაც დიდი სიხარულით ვუყურებ. მოკლედ ამ პოსტში ვისაუბრებ სწორედ იმ ფილმებზე , რომლებიც ამ დღეებში ვნახე  , შინაარსი არ დაიწერება , რომ თქვენ ნახოთ შემდეგ ინტერესით უბრალოდ განვიხილავ.

ჩემი დიდი სიყვარულის გამო კეტრინი ჰეიგლის მიმართ , მის სილამაზეზე , ნიჭზე შემიძლია ვილაპარაკო , ვილაპარაკო  და ვილაპარაკო.  მისი მონაწილეობით ვნახე ორი ფილმი  . დავიწყეთ




1) Killers



 კეტრინის და ეშტონის დუეტი იყო შესანიშნავი, 10/10 შემიძლია ამ ფილმს მივცე, მშვენიერ ხასიათზე დააყენებს ადამიანს, მართლა იყო სასაცილო და ძალიან საინტერესო. გირჩევთ ნახოთ, მე პირადად ძალიან მომეწონა.




   მეორე ფილმი ისევ კეტრინის მონაწილეობით არის  . 


1) The Ugly Truth

                
 







 შემიძლია ვთქვა , რომ კეტრინის და ჯერარდის წყვილი უკეთესი იყო კეტრინის და ეშტონის წყვილზე. ნამდვილად მოუხდნენ ერთმანეთს და ძალიან კარგად ითამაშეს, იყო ძალიან სასაცილო   ფილმი , რომანტიკული ელემენტებით რომელიც ასევე ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. კეტრინმა ითამაშა გადასარევად , ჯერარდი როგორც ყოველთვის იყო  შესანიშნავი




 ასევე ძალიან მიყვარს ჯენიფერ ენისტონი, რომლის მონაწილეობით ყველა ფილმი ძალიან მომეწონს და ვერასდროს ვერ გავიგებ პირადად მე  რატომ მიატოვა ბრედ პიტმა  ეს შესანიშნავი , ლამაზი , სექსუალური გოგო.  უამრავი არგუმენტის მიუხედავად  მე  ჯენიფერი მირჩევნია ანჯელინას, და კარგი იქნება თუ ამ გოგოს ნიჭს დააფასებენ მაყურებლები და ენისტონის გვარს , რომ გაიგებენ მაშინვე ჯოლიზე ნუ დაიწყებენ ფიქრს. ძალიან ნიჭიერია,  ყველა ფილმში ირგებს  ძალიან მაგრად როლს და ყოველთვის კარგი ფილმები აქვს. მოკლედ დავიწყეთ


1) Just Go With It   















 როგორ შეიძლება თქვენი აზრით ადამ სენდლერის და ჯენიფერ ენისტონის დუეტი ყოფილიყო ცუდი? ამ ფილმზე არ ვილაპარაკებ არაფერს!!! უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ველოდი ამ ფილმს და ლოდინი ნამდვილად ღირდა!!!! ნახეთ!!!!




ისევ ჯენიფერ ენისტონი უკვე  ჯერარდ ბატლერთან ერთად!!!


1) The Bounty Hunter 






  
         ამ ფილმზე შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესს ველოდი , თუმცა მაინც ძალიან მომეწონა, უბრალოდ სხვა ჟანრში რომ ყოფილიყვნენ  ორივეს უფრო მეტად მოუხდებოდა, კარგი იქნება თუ ერთად ითამაშებენ ისევ. ყველაზე ძალიან ამ ფილმში რაც მომეწონა ეს იყო ჯერარდის ჩაცმულობა, რაღაც ძალიან უხდებოდა ეს პერანგი  და ჯინსის შარვალი თავისი ფეხსაცმელით. აი ეგ მომეწონა ყველაზე მეტად !                   


შემდეგი " ისევ ჯენიფერ ენისტონი   


1) Management

  



საკმაოდ კარგი ფილმი იყო, ოღონდ  განწყობაზე უნდა იყოს ადამიანი ამას რომ უყუროს, არის წყნარი ფილმი, თითქმის არაფერი არ ხდება, ნელი ფილმია , რომანტიკული , ოღონდ უცნაური კინო არის. საბოლოო ჯამში მომეწონა. 




ჩემს პოსტს დავამთავრებ იმით რომ, გადასარევი ფილმები იყო ყველა! შესანიშნავი მსახიობებით .
აუცილებლად უნდა ავღნიშნო კიდევ ერთი ფილმი , არ შემიძლია რომ არ დავწერო 
ეს არის ფილმი 
რომელიც მეგონა რომ იქნებოდა ძალიან კარგი, ბენ სტილერის ფილმებიდან თითქმის ყველა მომწონს , მაგრამ ეს იყო ჩავარდნა, თავიდან ვუყურე 15 წუთს და გამოვრთე , არ მომეწონა მაგრამ გვიან ვიფიქრე ჩავრთავ ვნახავ იქნებ ეხლა უფრო მომეწონოს  თქო მაგრამ უარესი! მოკლედ არ მიყურებია, არ კი არა ვერ ვუყურე.  



სულ ეს იყო, შემდეგში აუცილებლად დავწერ ასეთი შინაარსის პოსტებს. თუ არ გაქვთ ნანახი ეს ფილმები ნახეთ აუცილებლად! 

Apr 20, 2011

ქართველი ჟურნალისტები

ალბათ შეამჩნევდით , აქ დაწერილი თემების უმეტესობა ეხება განხილვას, ეს იქნება გადაცემა, წიგნი,  თუ სხვა რამ. მოკლედ დღევანდელი პოსტიც იგივე შინაარსისაა.

დავიწყებ იქიდან , რომ აქტიურად ვკითხულობ ქართულს პრესას, . ეს იქნება ჟურნალი, გაზეთი და ა.შ  . უმეტესად პოლიტიკური შინაარსის სტატიები მაინტერესებს, ნუ მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ქართული ჟურნალ–გაზეთებს გადასარევად ვიცნობ. ძალიან ხშირად მხვდება უაზროდ დაწერილ სტატიები. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ქართველი ჟურნალისტები არიან ძალიან არაკომპეტენტურები, ზოგჯერ უზრდელებიც და მგონი იმას უნდა მიხვდეს ადამიანი , რომ რაც ენაზე მოგადგება და თითები რის დაწერასაც გთხოვს არ უნდა დაწერო, და ყველაზე მთავარი ! არ უნდა მოახვიო მკითხველს შენი აზრი თავზე.
 ზუსტად ასეთი სტატია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს "აკმაყოფილებს" არის დაბეჭდილი ჟურნალ "რეიტინგში" 18.04.2011 თარიღით. ჯერ მივაქციე ყურადღება სათაურს და ალბათ თქვენც მიაქცევთ, მაგრამ შიგნით რაც ეწერა ის თემა საერთოდ ვისთან იყო ვერ გავიგე მოკლედ თქვენ თვითონ ნახეთ




ნუ გასაგებია, რომ ქართველი მაყურებელი იცინის ეროტიკულ კადრებზე, კარგი ეგ ჰო, მაგრამ საერთოდ ამ თემასთან რა შუაშია , ლანძღავდე მეორე ფილმს , რომელსაც ამასთან საერთოდ არ აქვს შეხება , ვგულისხმობ "ბინდს".
ნამდვილად არ ვარ ბინდის თაყვანისმცემელი, და არც ეს წითელქუდა მინახავს, მაგრამ  გაოგნებული დავრჩი , ეს რომ წავიკითხე, რა შუაშია საერთოდ ბინდი, მოდი ადამიანო და ერთ თემაზე , რომ ლაპარაკობ ილაპარაკე რა იმაზე!!!! ესეიგი აქებს წითელქუდას და მეტი ნიჭიერი  შედარება ვერ მოიფიქრა, თავისი  აღფრთოვანება , რომ გადმოეცა და წერს, ბინდივით უბადრუკი ფილმი კი არ არისო. აი ეს არის არაპროფესიონალიზმი .
წარმოიდგინეთ ეხლა ვიღაც ბინდის ძალიან დიდი მოყვარული ამას კითხულობს , რეაქცია როგორი ექნება ყველამ ვიცით ალბათ.
საერთოდ ქართველმა ხალხმა და ჟურნალისტებმა უნდა გაიგონ , რომ შენთვის   შეიძლება ჰქონდეს ბინდს უმსგავსი  და უბადრუკი სცენარი,   მაგრამ ეგ აზრი შენთვის უნდა დაიტოვო და ის დაწერო რასაც მელაპარაკები სათაურში და ერთს რომ აქებ მეორეს არ უნდა აყენებდე შეურაწყობას.
 ყელში ამოვიდა უკვე ამ ხალხის უნიჭოება, ვიღაცა როცა მართლა კარგად წერს და ჟურნალისტობა ნამდვილად მოწოდებაა, თავისი ბლოგის მეტი არაფერი გააჩნია, და ესეთმა ვიღაცამ  და კიდევ ამისნაირმა მილიონმა "ჟურნალისტმა"  ლაპარაკს რომ თავი დავანებოთ ფურცელზე წერაც არ იციან!!!!!!

Apr 17, 2011

კატასტროფა!!!!


 პიიირველ რიგში! სანამ თემაზე გადავალ , უნდა ვთქვა ის, რომ ძალიან მეზარება ხოლმე პოსტების წერა, არადა მაქვს ბევრი იდეა მაგრამ რაღაც მიშლის ხელს რომ დავწერო. მაგრამ!!!! დღეს ისეთი რამე ვნახე , რომ ეგრევე აი გადავწყვიტე დამეწერა, იმიტომ რო ძალიან აღშფოთებული ვარ!!!! ))
 ზუმერის დაყენება მინდოდა და ისე შემთხვევით დავაკვირდი და პირველივე გვერდზე ვნახე, იმ ზუმერების ტოპ ათეული რომლებიც ყველაზე პოპულარულია ქართველ ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს შორის. და გამოვშტერდი!!!!! არ მჯეროდა , რომ ეს იყო ტოპ ათეული!!!! შეგიძლიათ თავადაც ნახოთ




 აი არვიცი , რა უნდა თქვას და რა კომენტარი უნდა გააკეთოს ამაზე ნორმალურმა ადამიანმა. როგორ შეიძლება განვითარებულ  ქვეყანაში სადაც ნამდვილად არის იმის საშუალება , რომ მოუსმინო ნორმალურ მუსიკას ( ქართულს არ ვგულისხმობ) უსმენდე ამათ!!!  სურამელაშვილს!!! ბედინას!!!! ჩხეიძე ნინოს!!!  ამიკოს!!!!! თამთა გოგუაძეს!!!!!!!!! 

 შემდეგ გვერდზე კიდევ იყო ათეული და იმაზე საერთოდ არ ღირს არაფრის თქმა , Владимирский централ დან დაწყებული რით დამთავრებული , ღმერთმა უწყის!!!!
 ხალხნო!!! რატომ უსმენთ ამას!!!! როგორ შეიძლება ამას უსმენდე!!!
 არავის გემოვნებას არ განვიკითხავ არასდროს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არ შემიძლია ეჭვი არ შემეპაროს იმ ადამიანის ნორმალურობაში და განვითარებულობაში, რომელიც ზუმერად სურამელაშვილს ან ბედინას დაიყენებს.

ვაცხადებ ხმამაღლა, რომ ეს არის გოიმობა!!!!! დაბალი დონე!!! განუვითარებლობა  !!! აი სირცხვილიიიი რასაც ქვია!!!!!! გოიმობაც კი არ ჰქვია ამას!!!!! და შეეენ!!!! აი შეეენ თუ მართლა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მუსიკას უსმენ და ეს მუსიკა ჩაწერილი გაქვს შენს 10000 დოლარიან ტელეფონში და "მარშუტკაში" ძააან  "ძერსკად" მაგას უსმენ, ფეხსაც აყოლებ და ტანსაც. აი შეენ!! შენ ხარ მართლა გოიმი!!!!! 

Apr 13, 2011

ტერაქტი მინსკში

 



ვიმედოვნებ ყველა თქვენთაგანმა იცის მინსკის ტერაქტის შესახებ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ასეთი რაღაც აუცილებელია ადამიანმა გულთან მიიტანოს და იცოდეს.
  2011 წლის 11 აპრილის საღამო მინსკში არასდროს დაავიწყდებათ.

მეტროსადგურ «Октябрьская» –ში აფეთქებამ უკვე შეიწირა 12 ადამიანის სიცოცხლე და 200 მდე დაშავებული ამჟამად მძიმედ იმყოფება. უმეტესობას გაუკეთეს ქვედა კიდურების ამპუტაცია. როგორც ხალხი ამბობს ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული მეტროში, სადგურში და არა ვაგონში. სკამის ქვეშ ხალხის მოსაცდელ დარბაზში .
ხალხის თქმით საშინელი ხმა იყო რასაც შემდეგ მოჰყვა ნათება.

რათქმა უნდა გავრცელდა ხმები , რომ რუსეთის ნამოქმედარია ეს ყოველივე, რაშიც სიმართლე ვთქვა და ეჭვი არც შემპარვია, ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი თქვა რომ ეს ბელორუსებს იმისთვის ქართველებთან ახლოს რომ არიანო. რუსებისგან არ არის ასეთი საქციელი გასაკვირი, ყოველშემთხვევაში ქართველებს რაც გვაქვს საკუთარ ტყავზე გამოცდილი , ჩვენ მითუმეტეს არ უნდა გაგვიკვირდეს. უბრალოდ როდემდე შეიძლება დაზარალდეს უდანაშაულო, სრულიად უდანაშაულო ხალხი!!!!
 ეს ტრაგედია თუ არა ის მაინც გეცოდინებათ ჩვენთანაც რამდენჯერმე აღკვეთეს  აფეთქების  მცდელობა(ისევ რუსების ხრიკები), ჩვენს ქვეყანაშიც იყო იმის საშიშროება, რომ დახოცილიყო უამრავი ადამიანი , მაგრამ საბედნიეროდ ჩვენმა სამართალდამცავებმა დროზე იმოქმედეს თავიდან აგვაცილეს ტერორისტების მიერ ტერაქტის მცდელობა.
 
რუსების გამოხმაურებამ გამაღიზიანა ყველაზე მეტად, ბორის გრიზლოვმა თანაგრძნობა გამოუცხადა ბელორუსებს და თან დაამშვიდა  ჩვენ თქვენს გვერდით ვართო და ასევე შესთავაზა თამაშრომლობა. მოკლედ აი ორიგინალი


Спикер Государственной думы Борис Грызлов назвал случившееся "страшной трагедией". "Погибли и пострадали ни в чем неповинные люди", - сказал он, выразив глубокие соболезнования погибшим и пожелав скорейшего выздоровления пострадавшим. "Чувство возмущения подлой акцией террористов - в каждом из нас", - добавил спикер.

Он также заверил, что Россия окажет любую помощь братскому белорусскому народу. "Мы должны вместе тщательно разобраться с тем, как такое могло случиться", - продолжил спикер. В связи с этим он выразил уверенность в том, что опыт российских спецслужб в борьбе с террором будет востребован при расследовании теракта в минском метро. Кроме того, Б.Грызлов предложил поделиться со своими белорусскими коллегами опытом выстраивания "законодательного заслона на пути террора, чтобы страшная террористическая угроза больше никогда не затронула братскую Беларусь".


 უამრავი ვიდეო დაიდო  და ფოტოები, ბელორუსი ექიმები და მილიციელები ძალიან დაბნეული ჩანდნენ, თითქოს არც იცოდნენ რას აკეთებედნენ, არ იყვნენ მზად ამისთვის და არც მობილიზებულები იყვნენ, ეგ კი ყველაზე მთავარია. ქვეყანა ყოველთვის მზად უნდა იყოს ასეთი დარტყმისთვის, თუმცა არც გაემტყუნებათ , რადგან მაქამდე ასეთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ როდესაც მეტროს სადგურში ვიღაც პარკით დადებს სკამის ქვეშ რაღაცას და წავა ეს უკვე შესამჩნევია  და ვინმეს, ნებისმიერ მოქალაქეს აუცილებლად უნდა დაერეკა შესაბამის სტრუქტურაში.
 ჩვენს ქვეყანაში მოქალაქემ , რომ ნახოს ასეთი სცენა აუცილებლად დარეკავს პატრულში და რომც არ დარეკოს მეტროს სადგურში ყოველთვის არის პატრული   და ასეთი ნიუანსები არასდროს რჩება შეუმჩნეველი.

ბელორუსები ნამდვილად არავის ემტერებიან , და ნამდვილად კარგი ერია. და მგონი უნდა შეწყდეს რუსების მხრიდან  ასეთი საქციელი, ვის მიმართაც წყენას ჩაიდებენ გულში , ყველას ამწარებენ.
რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც ეჩქარებოდა სახლში, ოჯახში, სამსახურში , რომელთაც არ აინტერესებდათ  და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პოლიტიკასთან.  ზოგი დაიხოცა , ზოგი ინვალიდი დარჩა   და  რაც ყველაზე ცუდია  ეს ამბავი არასდროს დაავიწყდებათ, და რის გამო? იმის გამო რომ ვიღაცას საკუთარი ინტერესები ჰქონდა.

ყველამ უნდა გაითავისოს საკუთარ თავზე ეს ტრაგედია , რადგან ყოველდღე დავდივართ უნივერსიტეტში, სკოლაში, სამსახურში და ნებისმიერს ქვეყანაში , ნებისმიერ უდანაშაულო ერს შეიძლება დაატყდეს თავს ასეთი უბედურება.

             ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბელორუსი ხალხის გამო!,   თანაგრძნობას                          ვუცხადებ ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს.