Apr 17, 2011

კატასტროფა!!!!


 პიიირველ რიგში! სანამ თემაზე გადავალ , უნდა ვთქვა ის, რომ ძალიან მეზარება ხოლმე პოსტების წერა, არადა მაქვს ბევრი იდეა მაგრამ რაღაც მიშლის ხელს რომ დავწერო. მაგრამ!!!! დღეს ისეთი რამე ვნახე , რომ ეგრევე აი გადავწყვიტე დამეწერა, იმიტომ რო ძალიან აღშფოთებული ვარ!!!! ))
 ზუმერის დაყენება მინდოდა და ისე შემთხვევით დავაკვირდი და პირველივე გვერდზე ვნახე, იმ ზუმერების ტოპ ათეული რომლებიც ყველაზე პოპულარულია ქართველ ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს შორის. და გამოვშტერდი!!!!! არ მჯეროდა , რომ ეს იყო ტოპ ათეული!!!! შეგიძლიათ თავადაც ნახოთ




 აი არვიცი , რა უნდა თქვას და რა კომენტარი უნდა გააკეთოს ამაზე ნორმალურმა ადამიანმა. როგორ შეიძლება განვითარებულ  ქვეყანაში სადაც ნამდვილად არის იმის საშუალება , რომ მოუსმინო ნორმალურ მუსიკას ( ქართულს არ ვგულისხმობ) უსმენდე ამათ!!!  სურამელაშვილს!!! ბედინას!!!! ჩხეიძე ნინოს!!!  ამიკოს!!!!! თამთა გოგუაძეს!!!!!!!!! 

 შემდეგ გვერდზე კიდევ იყო ათეული და იმაზე საერთოდ არ ღირს არაფრის თქმა , Владимирский централ დან დაწყებული რით დამთავრებული , ღმერთმა უწყის!!!!
 ხალხნო!!! რატომ უსმენთ ამას!!!! როგორ შეიძლება ამას უსმენდე!!!
 არავის გემოვნებას არ განვიკითხავ არასდროს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არ შემიძლია ეჭვი არ შემეპაროს იმ ადამიანის ნორმალურობაში და განვითარებულობაში, რომელიც ზუმერად სურამელაშვილს ან ბედინას დაიყენებს.

ვაცხადებ ხმამაღლა, რომ ეს არის გოიმობა!!!!! დაბალი დონე!!! განუვითარებლობა  !!! აი სირცხვილიიიი რასაც ქვია!!!!!! გოიმობაც კი არ ჰქვია ამას!!!!! და შეეენ!!!! აი შეეენ თუ მართლა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მუსიკას უსმენ და ეს მუსიკა ჩაწერილი გაქვს შენს 10000 დოლარიან ტელეფონში და "მარშუტკაში" ძააან  "ძერსკად" მაგას უსმენ, ფეხსაც აყოლებ და ტანსაც. აი შეენ!! შენ ხარ მართლა გოიმი!!!!!