ვიმედოვნებ ყველა თქვენთაგანმა იცის მინსკის ტერაქტის შესახებ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ასეთი რაღაც აუცილებელია ადამიანმა გულთან მიიტანოს და იცოდეს.
2011 წლის 11 აპრილის საღამო მინსკში არასდროს დაავიწყდებათ.
მეტროსადგურ «Октябрьская» –ში აფეთქებამ უკვე შეიწირა 12 ადამიანის სიცოცხლე და 200 მდე დაშავებული ამჟამად მძიმედ იმყოფება. უმეტესობას გაუკეთეს ქვედა კიდურების ამპუტაცია. როგორც ხალხი ამბობს ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული მეტროში, სადგურში და არა ვაგონში. სკამის ქვეშ ხალხის მოსაცდელ დარბაზში .
ხალხის თქმით საშინელი ხმა იყო რასაც შემდეგ მოჰყვა ნათება.
რათქმა უნდა გავრცელდა ხმები , რომ რუსეთის ნამოქმედარია ეს ყოველივე, რაშიც სიმართლე ვთქვა და ეჭვი არც შემპარვია, ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი თქვა რომ ეს ბელორუსებს იმისთვის ქართველებთან ახლოს რომ არიანო. რუსებისგან არ არის ასეთი საქციელი გასაკვირი, ყოველშემთხვევაში ქართველებს რაც გვაქვს საკუთარ ტყავზე გამოცდილი , ჩვენ მითუმეტეს არ უნდა გაგვიკვირდეს. უბრალოდ როდემდე შეიძლება დაზარალდეს უდანაშაულო, სრულიად უდანაშაულო ხალხი!!!!
ეს ტრაგედია თუ არა ის მაინც გეცოდინებათ ჩვენთანაც რამდენჯერმე აღკვეთეს აფეთქების მცდელობა(ისევ რუსების ხრიკები), ჩვენს ქვეყანაშიც იყო იმის საშიშროება, რომ დახოცილიყო უამრავი ადამიანი , მაგრამ საბედნიეროდ ჩვენმა სამართალდამცავებმა დროზე იმოქმედეს თავიდან აგვაცილეს ტერორისტების მიერ ტერაქტის მცდელობა.
რუსების გამოხმაურებამ გამაღიზიანა ყველაზე მეტად, ბორის გრიზლოვმა თანაგრძნობა გამოუცხადა ბელორუსებს და თან დაამშვიდა ჩვენ თქვენს გვერდით ვართო და ასევე შესთავაზა თამაშრომლობა. მოკლედ აი ორიგინალი
Спикер Государственной думы Борис Грызлов назвал случившееся "страшной трагедией". "Погибли и пострадали ни в чем неповинные люди", - сказал он, выразив глубокие соболезнования погибшим и пожелав скорейшего выздоровления пострадавшим. "Чувство возмущения подлой акцией террористов - в каждом из нас", - добавил спикер.
Он также заверил, что Россия окажет любую помощь братскому белорусскому народу. "Мы должны вместе тщательно разобраться с тем, как такое могло случиться", - продолжил спикер. В связи с этим он выразил уверенность в том, что опыт российских спецслужб в борьбе с террором будет востребован при расследовании теракта в минском метро. Кроме того, Б.Грызлов предложил поделиться со своими белорусскими коллегами опытом выстраивания "законодательного заслона на пути террора, чтобы страшная террористическая угроза больше никогда не затронула братскую Беларусь".
უამრავი ვიდეო დაიდო და ფოტოები, ბელორუსი ექიმები და მილიციელები ძალიან დაბნეული ჩანდნენ, თითქოს არც იცოდნენ რას აკეთებედნენ, არ იყვნენ მზად ამისთვის და არც მობილიზებულები იყვნენ, ეგ კი ყველაზე მთავარია. ქვეყანა ყოველთვის მზად უნდა იყოს ასეთი დარტყმისთვის, თუმცა არც გაემტყუნებათ , რადგან მაქამდე ასეთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ როდესაც მეტროს სადგურში ვიღაც პარკით დადებს სკამის ქვეშ რაღაცას და წავა ეს უკვე შესამჩნევია და ვინმეს, ნებისმიერ მოქალაქეს აუცილებლად უნდა დაერეკა შესაბამის სტრუქტურაში.
ჩვენს ქვეყანაში მოქალაქემ , რომ ნახოს ასეთი სცენა აუცილებლად დარეკავს პატრულში და რომც არ დარეკოს მეტროს სადგურში ყოველთვის არის პატრული და ასეთი ნიუანსები არასდროს რჩება შეუმჩნეველი.
ბელორუსები ნამდვილად არავის ემტერებიან , და ნამდვილად კარგი ერია. და მგონი უნდა შეწყდეს რუსების მხრიდან ასეთი საქციელი, ვის მიმართაც წყენას ჩაიდებენ გულში , ყველას ამწარებენ.
რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც ეჩქარებოდა სახლში, ოჯახში, სამსახურში , რომელთაც არ აინტერესებდათ და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პოლიტიკასთან. ზოგი დაიხოცა , ზოგი ინვალიდი დარჩა და რაც ყველაზე ცუდია ეს ამბავი არასდროს დაავიწყდებათ, და რის გამო? იმის გამო რომ ვიღაცას საკუთარი ინტერესები ჰქონდა.
ყველამ უნდა გაითავისოს საკუთარ თავზე ეს ტრაგედია , რადგან ყოველდღე დავდივართ უნივერსიტეტში, სკოლაში, სამსახურში და ნებისმიერს ქვეყანაში , ნებისმიერ უდანაშაულო ერს შეიძლება დაატყდეს თავს ასეთი უბედურება.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბელორუსი ხალხის გამო!, თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს.
