May 17, 2013

საპატრიარქოს სპეცრაზმი VS სექსუალური უმცირესობა








დღეს 17 მაისს უნდა გამართულიყო ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია.

საუბედუროდ, მთელმა საქართველომ ნახა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე "მიმტევებელი", "ჭეშმარიტი" 20 საუკუნოვანი რელიგიის მიმდევარი ქვეყანა. 

ამ პოსტში არ ვაპირებ საერთოდ ვისაუბრო იმ არც ჰომოფობიაზე, არც სხვა ორიენტაციის ხალხზე და არც იმ აქციაზე რაც წესით უნდა გამართულიყო.

მინდა ვისაუბრო იმაზე რაც მოხდა სასულიერო პირების და  მათი მრევლის მხრიდან!!!! 

ზუსტადაც, რომ ეს იყო არა მრევლი და სასულიერო პირები, არამედ ეს იყო საპატრიარქოს სპეცრაზმი!!!! მოძალადე , მოძულე , კაციჭამიების ბრბო! 

მე პირადად დავინახე დღეს მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც იყო აგრესიული, საშინელი ზიზღით სავსე, რომელიც განურჩევლად  არ ერიდებოდა ფიზიკურ შეურაწყობას , აღარაფერს ვამბობ სიტყვიერზე. 

სამწუხაროდ დავინახე ის, რომ ქვეყანას მართავს არც პარლამენტი, არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, ქვეყანას მართავს მხოლოდ საპატრიარქო და ამას ძალიან ცუდი გაგებით!

დღეს ისმოდა იქ რეპლიკები მაგ: "ქრისტე რომ ახლა აქ იყოს და გხედავდეთ" და ა.შ

მართლაც რომ ქრისტე თუ ამას ხედავს ალბათ საერთოდ ნანობს რას  და ვის შესწირა თავი.

დღეს რა შემართებითაც ხალხი მიდიოდა უმცირესობის საცემად, ნეტა ეგრე აგვისტოს ომის დროს საქართველოს საზღვრებთან დამდგარიყვნენ , ყველანი ის ვინც დღეს, ის პოლიციელების მიერ გაკეთებული ბარიერი გაარღვია!!!
სად იყვნენ მაშინ ეს მღვდლები?? რატომ არ მოუწოდეს მაშინ ამხელა მრევლს რომ გასულიყვნენ თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე?! თუ მარტო გეებთან არიან მაგარი კაცები ? 
დღეს რუსთავი 2 მა აჩვენა ერთი კადრი სადაც , როცა რუსთაველზე ჩამოიარა ამ ბრბომ,  შენობიდან  თეთრხალათიანი ექიმები იდგნენ ხელებს უქნევდნენ და "თქვენგენაცვალეთს" გაყვიროდნენ. ჰოდა სად იყო ეს ხალხი? როცა ქვეყანას უჭირდა? სად იყვნენ და ბენიზნგასამართ სადგურზე იდგნენ 2008 წლის აგვისტოს და გასაქცევად ემზადებოდნენ!!

ძალიან ბევრი მოხუცი ქალი იყო, და უბრალოდ მაინტერესებს ან ოჯახი არ ყავთ, ან შვილიშვილები არ ყავთ? სირცხვილია ეს ყველაფერი!!!! ჭინჭრებით მისული ერი !!!

თქვენ იმის ღირსები ხართ სახელწიფო დროშაზე ჭინჭარი და ჯვარი გქონდეთ გამოსახული!!!

ყველაზე დიდი მოძალადე ძალა ამ ქვეყანაში ყოფილა რელიგია და ეკლესია!!! იდგნენ ეს მოძღვრები და პოლიციელებს ემუქრებიან "გამატარე, თორემ სისხლს დავღვრი და ჩემს ერთ დაძახებაზე გამოვა მთელი არმია "

ჰოდა სად  იყავით როცა ქვეყანას მართლა უჭირდა? ან ეხლა სად ხართ, რუსების ტრაკში რომ გვტენიან ყოველდღე? მაშინ რატომ არ გამოდის ეს ხალხი და არ იცავს თავიანთ ქვეყანას , ასეთი პატრიოტები რომ არიან და მომავალ ერზე ზრუნავენ!!!

რაც შეეხება პოლიციას, პოლიცია ამ ეტაპზე არის ყველაზე სუსტი რგოლი, რომელმაც ვერ დაიცვა ვერც მოქალაქეები , ვერც საკუთარი თანამშრომლები  და დაუშვა ეს არეულობა , რაც მოხდა.

რატომ არ გამოიყენა პოლიციამ ყველანაირი ბერკეტი ასეთი აქციის დროს რაც არის მიღებული და რისი სრული უფლებაც აქვს პოლიციას. რატომ არ ეცადა პოლიცია მაშინვე შეეჩერებინა  ეს არეულობა, როცა შეატყო რომ მღვდლები თავიანთი მრევლით უკვე იწყებდნენ პოლიციელების მიერ შექმნილი ბარიერის გადალახვას. 

არცერთი აქციის მონაწილე, სასულიერო პირი არ არის დაკავებული,

რატომ? შავი ანაფორა და ჯვარი გულზე, გვიცავს სამართლებრივი პასუხისგებისგან? 

ზუსტად ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ პოლიცია ზედმეტად ხელს არ კიდებს სასულიერო პირებს და სანამ პოლიცია ამას აკეთებს , სასულიერო პირები თავზე აჯვაჯენ პოლიციას.

როდესაც სასულიერო პირები ტელევიზიასთან კომენტარებს აკეთებდნენ, იძახდნენ რომ მამათმავლობა არის ყველაზე მიუტევებელი ცოდვა, თუმცა დავამატებ რომ ნამდვილად არ ახსოვთ ეტყობა, რომ ძალიან დიდი ცოდვაა  ამასთან ერთად პედოფილობა, მკვლელობა, გაუპატიურება და ა.შ

ჰოდა როდესაც პედოფილებს და მოძალადეებს ციხიდან  შეწყალებით უშვებენ , რატომ მაშინ არ დგანან ციხის კარებთან და არ აწყობენ ასეთ მასშტაბურ აქციებს?

საბოლოოდ ისე გამოვიდა , რომ აქცია, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, თვითონ გახდა ბოროტების და ძალადობის ზეიმი.

მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომელზეც პასუხს ალბათ ვერასდროს ვერ მივიღებ ამ ქვეყანაში, და ძალიან მრცხვენია , რომ სხვადასხვა უცხოურმა ტელევიზიებმა გააშუქა ეს ამბავი და ანახებდნენ კადრებს სადაც ანაფორიანი მღვდლები ისე მირბოდნენ თითქოს მარათონში მონაწილეობდნენ და დარწმუნებული ვარ რომ დაწეოდნენ იმ უმცირესობას ალბათ ადგილზე ჩაქოლავდნენ.

ერთ–ერთ საიტზე  ერთი კომენტარი დაიწერა, რომელიც საუბედუროდ დღევანდელი დღის რეალობააა , ამ პოსტს ამ კომენტარით დავასრულებ, რადგან მგონი ყველაფერი ნათქვამია ერთ პატარა კომენტარში.

"да ну, ряженые какие-то. у них полстраны оккупировано - а они против геев манифестации устраивают в традиционных воинских костюмах."
Грузины молодцы и крутые, когда дело касается атаки на 20-30 педерастов. А когда надо собственную страну защитить, вот тогда коллективно отдать задницу врагу становится у грузин национальной идеей."