Dec 20, 2013

ანიმეს ფესტივალი საქართველოში





ცოტა ბანალურად უნდა დავიწყო ამ პოსტის წერა, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა
სიგიჟემდე მიყვარს ანიმე, ყოველთვის ვუყურებ, ყოველდღე, ახლებს,ძველებს შემდეგ ყველა რომ შემომელევა ვიწყებ  სხვა ანიმეების ქექვას და მოკლედ თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს უკვე. ჩემთვის ანიმე რას ნიშნავს მაგას აქ არ დავწერ იმიტომ, რომ მაგისთვის ცალკე პოსტია საჭირო, რომელსაც აუცილებლად დავწერ როცა არ დამეზარება.
ამ პოსტში საქართველოში ჩატარებულ ანიმე ფესტივალზე მინდა მოვყვე, რომელიც რამოდენიმე დღეს გაგრძელდა.
ზოგადად სიტყვა ფესტივალი რაღაც უფრო მასშტაბურთან ასოცირდება ჩემთვის, როცა ხალხიც ბედნიერია და ის ორგანიზატორიც ვინც ამ ფესტივალს ატარებს, თუმცა ანიმეს ფესტივალი სხვანაირად ჩატარდა.
ანიმეების ჩვენება თავის თავზე კინოთეატრმა ამირანმა აიღო. თუმცა ეს ყველაფერი ისე ჩუმად გაკეთდა, აღარც მახსოვს საიდან გავიგე რომ ფესტივალი უნდა გამართულიყო, არც ანონსი გაუშვიათ, არც რაიმე რეკლამა მოკლედ არაფერი. ერთადერთი ინფორმაცია იაპონიის საელჩოს გვერდზე იდო, რამდენიმე დღით ადრე გადავრეკე კინოთეატრში და ვიკითხე ნამდვილად ტარდებოდა თუ არა, საიტზე მითითებული იყო, რომ დასწრება იქნებოდა თავისუფალი, მაგრამ  მაინც დავაზუსტე. მითხრეს, რომ დასწრება თავისუფალი არ იქნებოდა და მხოლოდ მოსაწვევებით იქნებოდა შესაძლებელი ფესტივალზე დასწრება, ისიც იაპონიის საელჩოს უნდა დაერგიებინა. მოკლედ ბევრი ლაპარაკის შემდეგ ვუთხარი რომ საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო მითითებული და მოსაწვევები კი არა დროც და სეანსებიც უკვე მითითებული იყო, ოპერატორი გოგონა კი იქეთ მეკითხება მე, რომ მანდ საიტზე დარბაზი მითითებულია სად ტარდებაო? ანუ არაფერი ინფორმაცია თანამშრომლების ნახევარს დაახლოებით არ გააჩნდა არც ფესტივალზე და არც ელემენტარული წვრილმანებზე. ბოლოს როგორც იქნა საიდანღაც რაღაც გაიგო და მითხრა უკაცრავად მართლაც ტარდება ფესტივალი და დასწრება  თავისუფალიაო.
პირველ დღეს მხოლოდ ერთი სეანსი იყო და არ წავსულვარ. წასვლა ფესტივალის მეორე დღეს გადავწყვიტე.

ფესტივალზე მეგობარ ქეთისთან ერთად წავედი, რომელიც ასევე უყურებს ანიმეებს და გამორჩეული და მნიშვნელოვანი ანიმეები თითქმის ყველა ნანახი აქვს.

ფესტივალზე სამი ანიმე უნდა ეჩვენებინათ : „5 Centimeters Per Second

The Girl Who Leapt Through Time“  და Hols: Prince of the Sun

ცოტა გასაკვირია სია ანიმეების, მხოლოდ სამი ანიმე მგონი ძალიან ცოტააა ფესტივალისთვის, თანაც ეს მესამე ანიმე Hols: Prince of the Sun საერთოდ რატომ აირჩიეს, უამრავი ძალიან მაგარი ანიმეა რომელიც შეიძლებოდა გაეშვათ და არა ეს. ნახევარზე მეტმა არც იცოდა რა იყო და არც ისეთი ცნობილი და ხარისხიანი ანიმეა, რომ ფესტივალზე ეჩვენებინათ

საიტზე თავიდანვე მითითებული იყო, რომ 5 centimeters per second ქართული თარგმანით გავიდოდა, დანარჩენი ორი კი იაპონურად ქართული და ინგლისური სუბტიტრებითქართული თარგმანით რაც იქნებოდა უკვე დაახლოებით წინასწარაც ვიცოდი მაგრამ, იმდენად ლამაზი ანიმეა 5 სანტიმეტრი წამში მხოლოდ ერთი მიზნით წავედი, რომ მენახა ის ჯადოსნური კადრები და სილამაზე დიდ ეკრანზე რაც ამ ანიმეს აქვს.
იმაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, თუ როგორი არეულობა დამხვდა და სალაროში პერსონალმა  არც იცოდა რომელ დარაბზში გადიოდა ანიმეები და . . თუმცა ძალიან გამიკვირდა, კინოთეატრის მეორე სართულზე ერთი მთლიანი კედელი სულ ანიმეებით იყო მოხატული The Girl Who Leapt Through Timeის მთავარი პერსონაჟი მაკოტო იყო გამოსახული და კიდევ სხვა ლამაზი ნახატი. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, რომ თუ ასეთი გაფორმება იყო კინოში და აშკარად ჰქონდათ წარმოდგენა ფესტივალი რომ ტარდებოდა, რატომ არავინ არ იცოდა ეს ოპერატორებიდან და უაზროდ აბნევდნენ ხალხს.
შემდეგ როგორც იქნა შევედით დარბაზში, პირველ სეანსზე ხალხი არც ისე ბევრი იყო, თუმცა დარბაზი მაშინვე შეივსო და უკვე დაწყებულზე შემოეტანა ბლომად, ზოგი ფეხზეც კი იდგარამოდენიმე წამი იყო დარჩენილი ანიმეს დაწყებამდე და რამის სუნთქვა შემეკვრა იმის მოლოდინში, თუ რა სილამაზეს იხილავდა ჩემი თვალები დიდ ეკრანზე და საერთოდ აღარ მადარდებდა არც ქართული თარგმანი და არაფერი თუმცა.... ჩემს თვალწინ ეკრანზე საშინლად უხარისხო ვიდეო დაიწყო და მაშინ მივხვდი უკვე, რომ მარტო თარგმანი კი არა ვიდეოც კი არ იყო წესიერი, აშკარად იუთუბიდან გადმოწერეს ეს 5 სანტიმეტრი წამში და ამხელა ეკრანზე გაუშვეს, ვიდეო საშინლად გაწელილი და უხარისხო იყო, ცალკე ისტორიაა ხმა როდესაც ამოიღეს პერსონაჟებმა, ცოცხალმკვდარი გოგობიჭი ახმოვანებდა ამ ანიმეს და ხმა ძლივს ისმოდა, პირველივე ბგერაზე ყველას გაგვეცინა, იმიტომ რომ უმეტესობას აშკარად ნანახი ჰქონდა ეს ანიმე, და ქართული ხმების ხრიალზე ყველას თავზარი დაეცა, ჩემს წინ იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი იჯდა და ადამიანი ვერ მიხვდა რაზე ვიცინოდით მთელი დარბაზი, როცა საშინლად ტრაგიკულ ანიმეს ვუყურებდით.

მინდა ცოტათი მაინც წარმოდგენა შეგიქმნათ
5 სანტიმეტრი წამში არის მაკოტო სინკაის მიერ შექმნილი ანიმე , რომლის მსგავსაც ვერ ნახავთ, ყოველშემთხვევაში მსგავსს ეფექტს და მსგავს გრძნობებს რასაც ეს ანიმე გადმოსცემს მეორე მსგავსი არ არსებობს.
საკურას ლამაზი ყვავილები, ნელი სიო, ულამაზესი ფერები ყველაფერს შეიგრძნობთ ყურებისას და ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს თქვენც ამ ულამაზესი ისტორიის მონაწილე ხართ.
თვითონ სიუჟეტი, გადმოცემის მანერა, თითოეული წინადადება, სიტყვა, გამოხედვა პერსონაჟების არის იდეალური.
ყოველი ციტატა ძალიან გხვდება გულზე, ტვინზე და მთელს სულში აღწევს.
ზამთარი, სიცივე, თოვლი, ღრუბლები.
ეს არის ისტორია სიყვარულზე, განშორებაზე, დისტანციაზე ორ ადამიანს შორის, ცალმხრივ სიყვარულზე, მარტოობაზე, ცხოვრებისეულ შეცომდებზე და მიუღებელ გადაწყვეტილებებზე.
ყველა მოძრაობაში, ერთ სიტყვაშიც კი უდიდესი აზრი დევს.

მოკლედ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო და ვწერო, ვერცერთი ჩემი დაწერილი სიტყვით ვერ გადმოვცემ რეალურად ამ ქმნილებას, ეს ანიმე უნდა ნახოთ, უნდა მოუსმინოთ, უნდა იგრძნოთ.
სხვათაშორის ძალიან რეალისტურად და ცივად ვუყურებ ისეთ საკითხებს როგორიც სიყვარულია, რომანტიკა და .
მაგრამ ეს ანიმე საერთოდ სხვა განზომილებაა.
ეს ანიმე არ არის მხოლოდ ანიმე რომელსაც ვუყურებთ და დავივიწყებთ, ეს არის ცხოვრების მაგალითი

მოკლედ ალბათ გასაგებია, რამხელა იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ანიმე საშინლად იყო ნათარგმნი და ნათარგმნზე უარესი ხარისხი ჰქონდა. ძლივს გავუძელი 1 საათი მის ყურებას და როგორც კი მორჩა გამოვვარდით მე და ქეთი დარბაზიდან.
ძალიან ბევრი იყო ვისაც ნანახი ჰქონდა ეს ანიმე და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული, ვისაც არ ჰქონდა და ალბათ საშინელი წარმოდგენაც დარჩათ ანიმეზე და ვერც გაიგებდნენ ვერაფერს.
შემდეგი სეანსი The Girl Who Leapt Through Time იყო, პირველი  საშინელი სეანსის მერე ცოტა კი ვიფიქრეთ დავრჩენილიყავით თუ არა, მაგრამ 5 სანტიმეტრი წამისგან განსხვავებით ამ ანიმეს ქართულად არ გადათარგმნიდნენ, ორიგინალ იაპონურ ენაზე იქნებოდა ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, ამიტომ იმედი არსებობდა და გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით, თუმცა აქ უკვე სხვა პრობლემა გამოჩნდა, იმდენი ხალხი მოგროვდა სეანსზე დასასწრებად და იმხელა რიგი დადგა დარბაზთან რომ, საშინელი ჭყლეტვა და ერთმანეთის ჟლეტვა დაიწყეს შესვლაზე. ნახევარი საათით დაგვიანდა სეანსის გაშვება და დარბაზის კარები რომ გააღეს  ისეთი ბრძოლა ატყდა შესვლაზე ერთმანეთი გაიტანეს, ქეთის  ხელი მოვკიდე რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა, ზოგს თმა დააგლიჯეს ზოგს გადაუარეს, ნამდვილი შიმშილის თამაშები გაიმართა ადგილის დასაკავებლად, საერთოდ როგორ შევედი დარბაზში არ მახსოვს, მახსოვს , რომ ქეთიმ მოახერხა და ადგილები დაიკავა, შემდეგ ვიჯექით და ტანსაცმლიდან ვიღაცის თმებს ვიშორებდით.
ეს სეანსი სხვა დარბაზში უფრო დიდში კი გაიმართა მაგრამ ხალხი მაინც ძალიან ბევრი იყო, კიბეებზე იჯდნენ, ფეხზე იდგნენ , მოკლედ ძალიან ბევრნი იყვნენ.
ანიმეს რაც შეეხება კარგი ხმა იყო, კარგი გამოსახულება წინასთან შედარებით და დიდი არაფერი პრობლემა არ ყოფილა.
ახლა ამ ანიმეზეც ვისაუბრებ ცოტას და შემდეგ გავაგრძელებ მოვლენების აღწერას.
The Girl Who Leapt Through Time - ქართულად გადათარგმნეს, როგორც დროში მოგზური გოგონა, მაგრამ მაშინვე არ მომეწონა ეს სათაური რადგან როგორც უნდოდათ ისე თარგმნეს, სწორი იქნებოდა აფიშაზე დაეწერათ როგორც გოგონა, რომელმაც დაიპყრო  დრო, რადგან სწორედ აზრიც ესაა და არა ის რომ მაკოტო დროში მოგზაურობს და მიდი მოდის აქეთ იქეთ, მაკოტომ შეძლო დრო ისე ემართა როგორც მას უნდოდა.
ესეც არაჩვეულებრივი ანიმეა მამორუ ჰოსოდამ , მაკოტო სინკაის მსგავსად შეძლო ისეთი ანიმე შეექმნა, რომელიც ყოველთვის ანიმე ინდუსტრიის სათავეში იქნება.
დრო არავის არ უცდისეს ფრაზა თითქმის ყველა მომენტში გვხვდება: ლაბორატორიის დაფაზე, ჩიაკის სიმღერაში როდესაც კარაოკეში მღერის, კოსკეც ხშირად იძახის ამ სიტყვებს და სხვა დანარჩენებიც. ამ ფრაზაში  იმალება ის რომადამიანი ყოველთვის ისწრაფვის იმ შესაძლებლობებისკენ რომლებიც გაუშვა, და აწუხებს სინანული ყველა იმ შანსზე რაც დაკარგა წარსულში. დრო არავის არ უცდის და არავის გამო არ ჩერდება, მხოლოდ ერთხელ მოცემულ მომენტში შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ რაღაც რაც გვინდა და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ მაკოტოს შანსი მიეცემა, რომ დრო მართოს, ყველაფერი გამოასწოროს ან უარესი შეცოდომები დაუშვას.
ეს ანიმე ერთდროულად არის მხიარულიც და სევდიანიც, ჭკვიანურიც და სასტიკიც. მთელი ანიმე წამში გადის და ვერც მოხვალთ აზრზე რომ უკვე ფინალია. არც ისე ადვილი ანიმეა და არც ისე გასაგები, ბევრი ფიქრი და ანალიზი სჭირდება, რომ გაიგო სინამდვილეში რა როგორ იყო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერასდროს გაიგებთ და ყოველთვის გექნებათ კითხვები.
ამ ანიმეზე ბევრს ვერ  ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მაშინ აზრიც უნდა გადმოვცე, მე კიდევ არ მინდა ვინმე დაგასპოილეროთ ამიტომ თქვენ თვითონ უყურეთ.

ისევ ანიმე ფესტივალს დავუბრუნდეთ, ეხლა პუბლიკაზე ვისაუბრებ და ხალხის მასაზე ვინც ესწრებოდა, პირველ სეანსზე კიდევ არაუშავდა მაგრამ მეორეზე იყვნენ ბლომად ბავშვები, რა უნდა  6 წლის ბავშვს ანიმეზე რომელიც იაპონურად გადის ეგ ვერ გავიგე, და ძალიან ცუდი რომ ქართული საზოგადოებისთვის ანიმე იგივე მულტიკია რომელზეც შეიძლება შენს შვილიშვილს ხელი მოკიდო წაიყვანო და აყურებინო. ასევე იყვნენ ისეთი ხალხიც, რომლმებისთვისაც სულერთი იყო რაზე შედიოდნენ და რა გადიოდა, მთავარი იყო , რომ უფასო პონტი გაეძრო და სადმე დრო გაეყვანათ. ანიმეს მოყვარული პონტის ხალხიც იყო, ზოგისთვის საერთოდ არ იყო ეს ჟანრი საინტერესო მაგრამ რადგან უფასო იყო მაინც მოვიდნენ.
ჰოდა ეს გატენილი დარბაზი ჩემთვის საერთოდ არ ასოცირდებოდა იმასთან, რომ ამდენ ხალხს უყვარს საქართველოში ანიმე, ბილეთზე სიმბოლური 1 ლარიც რომ დაედოთ, იმ ხალხის ნახევარი ვინც იქ იყო თავს არ შეიწუხებდა მოსვლისთვის.
ისეთ მომენტებზე სადაც ადამიანს წესით უნდა გეწყინოს რაღაც და დაგასევდიანოს, იცინოდნენ და მხიარულობდნენ. ინგლისურ სუბტიტრებს ვერ კითხულობდნენ იმიტომ რომ არ იცოდნენ და ქართული კიდევ ძლივს ჩანდა, ამიტომ საათი და 38 წუთი როგორღაც გაძლეს და მერე ისევ ეგეთივე ჭიდაობით გამოვარდნენ დარბაზიდან.
რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება, იმედი მაქვს იყო ისეთი ხალხიც დარბაზში ვისთვისაც მართლა რაიმე ფასეულს წარმოადგენდა მოცემული ანიმეები და მაგიტომ მოვიდნენ.
მესამე სეანსზე მე და ჩემი მეგობარი აღარ დავრჩენილვართ, იმიტომ რომ არც სურვილი მქონდა მენახა ანიმე და თანაც ჩხუბს და ადგილისთვის ბრძოლას აღარ ვაპირებდით, როდესაც დარბაზიდან გამოვედით ორი იმდენი ხალხი იყო მოსული და წარმომიდგენია რა იქნებოდა შემდეგ შესვლაზე და ადგილის დაკავებაზე.

ამდენი საშინელი მინუსის მიუხედავათ მაინც რაღაც პროგრესია, რომ ანიმე გაუშვეს კინოთეატრებში და რაღაც იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ისე გაუშვებენ როგორც საჭიროა და როგორც სხვა  ნორმალურ ქვეყნებში ხდება და იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ ოდესმე კინოთეატრების პერსონალი ისწავლის რა განსხვავებაა იაპონურ კინოს და ანიმეს შორის.