
რამოდენიმე დღის წინ კინოებს ვეძებდი , ვერაფერი ვერ ვნახე და გადავწყვიტე ინტერნეტი გამომეყენებინა. ერთ–ერთი ამერიკული საიტის მიერ წარდგენილ 2009 წლის საუკუეთესო 50 ფილმს თვალი გადავავლე და ყურადღება WORDLS GREATEST DAD-მა მიიქცია, თან robin williams-ი მთავარ როლში იყო. გადმოვწერე და რამოდენიმე დღეში ანუ გუშინ ვუყურე.
მოკლედ აუღწერელია რა შთაბეჭდილება მოახდინა, შეიძლება ბევრს ნანახიც გაქვთ და არც მოგეწონათ, მაგრამ მე ძალიან , ძალიან მომეწონა. საერთოდ robin williams–ი ყოველთვის თბილ , საყვარელ და რაღაცნაირ საწყალ როლებშია , ეგ კაცი მონსტრის ან მანიაკის როლში არ მახსოვს. ფილმის შინაარსის მოყოლას აქ არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ვინმეს რომ მოგინდეთ ყურება წინასწარ გეცოდინებათ მოვლენები და ამიტომ გავჩუმდები.
ამ კინოში ძალიან ბევრი რამ არის ერთად მოყრილი. მამა–შვილი... მამა... შვილი.. პრობლემები, ნაკლი, ხასიათი ეგოიზმი, მარტოობა, თავმოყვარეობა, შვილზე ზრუნვა, შვილის სახელზე, საკუთარ სახელზეც. ერთი მხრიდან ვილიამსის გმირი შეიძლება გაკიცხონ, თუმცა მე ამას არ გავაკეთებდი. ძალიან მაგრად არის გამოხატული , თუ როგორ უყვართ ადამიანებს სხვა ადამიანის დაფასება , რო მოკვდება მაშინ, არადა მაქამდე მის სიკვდილს რომ ნატრობდნენ... რომ ვერ იტანდნენ და ა.შ
რაც ძალიან მომეწონა ის იყო , რომ ამ ფილმში მოულოდნელად განვითარდა მოვლენა, ანუ სხვას ველოდი საერთოდ სხვანაირად მეგონა ყველაფერი და უცბად სულ სხვა გზით წავიდა. ყველაზე მეტად კი სულ ბოლო კადრი მომეწონა , და მგონი ერთადერთი კინო არის , რომელიც ისე დამთავრდა რომ რაღაც არ დატოვა, უკმაყოფილება... შავი კომედიაა მაგრამ მაინც კარგი...
მოკლედ იმედი მაქვს უყურებთ და მოგეწონებათ
trailer–იც მოცემულია , შეგიძლიათ უყუროთ