



ზუსტად 6 წლის წინ დაიწყო ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს "სასოწარკვეთილი დიასახლისები"
ქართულად რომ ვთქვა ეს სერიალი, ან უფრო TV SHOW , საკმაოდ წარმატებულია მთელს მსოფლიოში. ქართველებმაც 1–2 სეზონი გაუშვეს ოდესღაც , მგონი ისიც ბოლომდე არა , და მერე ჩაკვდა მაგაზე თემა. ისტორია 4 ქალზე: სიუზენი, გაბრიელი, ლინეტი და ბრი. ესენი მთავარი გმირები არიან. ზოგჯერ ემატებიან სხვა სასოწარკვეთილები, მაგრამ უცვლელი გმირები ყოველთვის ესენი არიან. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ამ შოუს ხარისხზე. ყველაფერი არის უნაკლო : ქასთი, პრომოები, სიუჟეტი, ადგილმდებარეობა. ვესტერია ლეინზე ცხოვრება დარწმუნებული ვარ 80% –ის ოცნებაა, თუ არ იცით ეს ადგილი დამიჯერეთ რომ ნახავთ თქვენც იოცნებებთ. როლები ზუსტად არის შერჩეული, ვერც კი წარმომიდგენია ვინმე სხვას რომ შეესრულებინა ჩამოთვლილთაგან რომელიმე პერსონაჟი მაინც.
სიუზენი (Teri Hatcher) : მხიარული, კეთილი, ლამაზი, სექსუალური, სულელი, მოსიყვარულე.
ლინეტი (Felicity Huffman): ნამდვილი ოჯახის ქალი, ძალიან ჭკვიანი, გამჭრიახი გონებით, კარგი ცოლი, კარგი დედა და რაც მთავარია კარგი ქალი. რაღაცნააირი ეშხი აქვს რა ამ ქალს. მიმზიდველია. ( ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი)
ბრი (Marcia Cross): ნამდვილი წესრიგის დედოფალი )) ცოტა აუტანელი, რა თქმა უნდა ესეც სექსუალური, ჭკვიანი, დაუფასებელი დედა და ცოლი.
გაბრიელი (Eva Longoria Parker): რა თქმა უნდა როცა ამ ქალის როლს ევა ლონგორია პარკერი ასრულებს, შეუძლებელია დახასიათება სიტყვა სექსუალურით არ დავიწყო. : სექსუალური, ლამაზი, მოღალატე, ჭკვიანი, მოდური.
ამ შესანიშნავი ქალების დახასიათება შორს წამიყვანს, სანამ თვითონ არ იხილავთ მათ, შეუძლებელია მათი დახასიათება. ყველა რაღაცით გავს ერთმანეთს. მათ მეგობრობა აერთიანებთ და კიდე ბევრი სხვა რამ. ეს შოუ არ არის მხოლოდ გასართობი, და ა.შ როდესაც ნახავთ მიხვდებით რომ ნამდვილი ცხოვრებაა ასახული, თავისი ინტრიგებით, ღალატით და ის რაც ყველაზე ხშირად გვხვდება ცხოვრებაში.
თვითონ სიუჟეტი და გადაღების მანერა არის ძალიან უცნაური. არ გავს სხვა ე.წ სერიალებს. სცენარისტი, რეჟისორი ნამდვილად კარგად მუშაობენ. ყველა ადამიანის გონებაზეა გათვლილი, ანუ როცა ადამიანები ამას უყურებენ ყველა ფიქრობს ერთნაირად. სიუჟეტის მიხედვით შეიძლება შეგიყვანონ შეცდომაში, უარყოფით გმირზე ვიფიქროთ დადებითად, შემდეგ კი აიიიი თურმე რა ყოფილა. პუბლიკაზეა გათვლილი და თან ძალიან მაგრად, დარწმუნებული ვარ , ყველა სეზონის დროს ყველა მაყურებელი მიმდინარე მოვლენებზე ერთნაირად ფიქრობდა, ბოლოს კი ყველა ისევ იცვლის აზრს. გვგგონია სხვა და ამ დროს ხდება სხვა რამ. სანამ დამასრულებელ სერიას არ ნახავთ ვერ მიხვდებით რა იყო სინამდვილეში , ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი + ამ შოუსი. ყველაფერი ამოუცნობია, ლოგიკური. სხვას ვფიქრობთ სხვაგანაა გონება, სხვაგან მიდის ლოგიკა და ამ დროს თურმე ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილა. ბოლო სეზონებში დაიღუპნენ ისეთი გმირები, რომლებსაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. შეუყვარდათ ისეთ გმირებს ერთმანეთი ,ალბათ მაგასაც რომ ვერ წარმოიდგენდით. მოკლედ ყველაფერი ერთად არის : განშორება, ღალატი,ინტრიგა, შერიგება,ნამდვილი სიყვარული სიძულვილი, და საერთოდ ის რაც ყველასთვის ძალიან რეალურია. ხშირად გაგეცინებათ, აგეტირებათ, გაბრაზდებით .... ნახავთ ამბებს სადაც უამრავი საიდუმლო იმალება...
რაც შემეხება მე, მე არ მიყვარს არაბუნებრივი და უაზრო TV SHOW-ები. DESPERATE HOUSEWIVES ნამდვილად იყო არის და იქნება ჩემი უსაყვარლესი "სერიალი" რომელსაც ვერასდროს ვერცერთი "სერიალი" ვერ შეცვლის. ვერასდროს იქნება სხვა სიუზენი, ბრი, გაბი. და ლინეტი. საერთოდ Im Addicted to TV SHOWs, მაგრამ წავალ მოვალ, მაინც აქეთ მოვდივარ ხოლმე.
2010 წლის 26 სექტემბერს გამოვა 7 სეზონი, რომელზეც იყო საუბარი რომ ვითომ აღარ იქნებაო, მაგრამ არის! და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნება 8,9,10,11,12....... :| მოკლედ )))) თითქმის გავიზარდე ამ შოუზე, ნუ პრინციპში ეგრეა, მოზარდობის წლები გავიარეთ ერთად და იმედი მაქვს დავბერდები კიდეც ამათთან ერთად ))
კარგი იქნება თუ ჩემი პოსტი გადაგადგმევინებთ ნაბიჯს, რომ გადმოწეროთ და უყუროთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ, ჭკვიან ქალებს მთელს დედამიწაზე. ნამდვილად არ ინანებთ.
ახლა კი ზემოთ ნახსენები პრომოებს გადავავლოთ თვალი და დანარჩენ ვიდეოებს.