Jun 16, 2011

Dreams Come True






ჩემი დამოკიდებულება ჯასტინ ბიბერის მიმართ , მგონი ცნობილია, აქ პოსტიც არსებობს , რომელიც ჩემდა გასაკვირად ტოპ პოსტებში ყოველთვის ადგილს იკავებს .

არასდროს არ მომწონდა ჯასტინ ბიბერი, მაგრამ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, უბრალოდ დავაფასე , დავაფასე მისი საქციელი.

ამ ვიდეომ ესეთი გავლენა ჩემზე იმიტომ მოახდინა რომ თვითონ ბიბერი იყო ძალიან უბრალო, გულწრფელი და  არ თამაშობდა.

გავგიჟდი ისე მომეწონა ეს პატარა გოგონა კოდი , ძალიან საყვარელი და ლამაზია, სულ მეცინება ვიდეოში 1:35 მომენტზე როდესაც ამბობს "I Bet That`s Justin bieber"  და რა სახეს იღებს .

წარმოიდგინეთ რა ოცნება აუსრულდა და რა ნატვრა,  და ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერება იყო ეს წამები მისთვის, კიდევ წარმოიდგინეთ  რომ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება ემახსოვრება, რათქმა უნდა გავა წლები და ჯასტინ ბიბერი შეიძლება აღარც უყვარდეს და აღარც მოწონდეს მაგრამ მთავარია ის , რომ ჯასტინ ბიბერმა სრულიად უცხო პატარა გოგოს აჩუქა ის მოგონებები  და ის ბედნიერი წუთები, რომელიც არასდროს დაავიწყდება . იმ დღეს მან აჩუქა კოდის ყველაზე ბედნიერი დღე!!! He Just Made Her Day!!!!

უბრალოდ პირადად ჩემთვის ამ ვიდეომ შეცვალა ის , რომ როდესაც ბიბერს გავიგებ სიტყვას, არ გამახსენდება მისი "ბეიბი , ბეიბი" უბრალოდ გამახსენდება როგორ გაახარა პატარა კოდი. 

მოკლედ რომ ვთქვა ჯასტინ ბიბერი არც მძულს და არც მიყვარს, არც ვუსმენ და არც მისი პირადი ცხოვრება მაინტერესებს, არც ვიზუალურად მომწონს, უბრალოდ არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და მორჩა, არც მასზე რაიმე აგიტაციას ვეწევი. უკვე ჯასტინ ბიბერის ფანებზე მეტად მისი ანტიფანები მაღიზიანებენ,  საქართველოში ესეა ხოლმე ჯერ ვინმე სიყვარულია მოდაში, მერე მისი ლანძღვა , ბინდის არ იყოს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ვინც ლანძღავს , თავისი მობილურის ან აიპოდის ფლეილისტში მინიმუმ ბიბერის 5 სიმღერა მაინც ექნება.

არადა რას ერჩით ჯასტინ ბიბერს? ნამდვილად არ არის მახინჯი , ნამდვილად არ არის უნიჭო. უბრალოდ სანამ ვინმე გალანძღავთ ხოლმე  ერთი რამე გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენ საქართველოში გამოცდების ჩაბარებას ცდილობდით და კლასიდან კლასში გადასვლას ლამობდით ან ატესტატს ნატრობდით მაშინ ჯასტინ ბიბერი გომესთან ერთად მშვენივრად ნებივრობდა პლიაჟზე და პლუს ამას წელიწადში 57 მილიონიც გამოიმუშავა...