Jun 4, 2011

აგვისტოს 5 დღე





მოკლედ ვერც კი წარმოვიდგენდი დაახლოებით 5 წლის წინ , რომ ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მსახიობი ენდი გარსია , ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის როლს ითამაშებდ, თან ეხლა ჩვენც ამერიკა ან ევროპის რომელიმე ქვეყანა არ ვიყოთ, მსოფლიო რუკაზე საკუთარ თავს ალბათ ძლივს ხედავთ, ჰოდა  უცბად ენდი გარსია ხდება ამ პატარა ქვეყნის პრეზიდენტი  და თამაშობს იმ ამბავზე აგებულ ფილმში , რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ აღიბეჭდა...  აგვისტოს ომზე... აგვისტოს ომი საერთოდ ცალკე თემაა და არ მინდა ეხლა ერთმანეთში ავურიო, აგვისტომს ომზე სხვა პოსტში ვისაუბრებ.

ჰოდა მოკლედ  როცა გავიგე ამ ფილმის შესახებ , იმ დღიდან ველი!!!  მოუთმენლად, არამარტო მე ჩემი ოჯახის წევრებიც.

"აგვისტოს 5 დღეს" სახელი ბევრჯერ შეუცვალეს, ხან საქართველო ერქვა, ხან სისხლიანი აგვისტო, მაგრამ ბოლოს "აგვისტოს 5 დღის" სახელით მოაღწია ჩვენამდე.

აქამდე არც დავფიქრებულვარ ამაზე მაგრამ ენდი გარსიას რომ ვუყურებ ნამდვილად წააგავს მიშას . თან რომ დაუმატა ამ ყველაფერს მანერები, მიმიკები საერთოდ დაემსგავსა. მოუთმენლად ველი ამ ფილმს არვიცი ასე არასდროს არ დავლოდებივარ არანაირ პროექტს, ძალიან ვამაყობ რომ ეს ფილმი არის საქართველოზე , ოფიციალურ პოსტერებს რომ ვუყურებ გული მევსება სიხარულით და სიამაყით... Trailer–ს რომ ვუყურებ გამაჟრჟოლა რასაც ქვია , თან რაღაც სასწაული მუსიკა ედო და მაგან საერთოდ გააგიჟა ხალხი.

რათქმა უნდა უკვე დაიბოღმნენ რუსები, ალბათ მაგ ფილმს არც გაუშვებენ, ან თუ გაუშვებენ ისიც ზრდილობის გამო... მაგრამ!!! მარტო რუსეთში არ დაბოღმილან, საქართელოშიც ბლომად აღმოჩნდნენ, საერთოდ ვერ ვიგებ რატომ უნდა გაუკეთო ქართველმა ადამიანმა ანტი–რეკლამა ამ ფილმს, გამოხვიდე და რაღაც სისულელეები ილაპარაკო, მაღიზიანებს საშინლად ეგეთი სიტუაციები და ვცდილობ საერთოდ არ მოვუსმინო მასეთ გამოთქმულ აზრებს ,   და დავიღალე მოსმენით რომ "აი რაში ხარჯავენ ფულს" ნუ ეგ საერთოდ რა შუაშია მაგრამ...

ამ ყველაფერს თან ახლავს მეორე მხარეც... რაც ძალიან არ მომწონს

ხვალ 5 ივნისია და ზუსტად ხვალ არის პრემიერა,  რამოდენიმე კვირით ადრე ქართულმა ტელევიზიებმა უკვე თავი გადააჭამეს ხალხს ამითი,  გავიგეთ რომ  ჩამოდის ენდი გარსია, რენი ჰარლინი (ფილმის რეჟისორი) , შერონ სტოუნი და ა.შ . მაგრამ მგონი ზედმეტია ყველა საინფორმაციო გამოშვების  პირველი 15 წუთი ამას ეთმობოდეს, დღეს შუადღეზე ჩამოვიდა შერონ სტოუნი საქართველოში და როდესაც რედისონში შედიოდა გოგოს ხმა ისმის ეტყობა ოპერატორთან ახლოს იდგა  , შორიდან იღებდნენ და , ეს გოგო აკანკალებული ხმით იძახის " ვაიმეეეე ვაიმეეეეეეე ვაიიმმეეეეეეე ნახეეეე? " ისე მოთქვამდა სტოუნის დანახვას , თითქოს მამაზეციერი დაენახოს. სანამ ესეთ უნახაობას არ გადავეჩვევით არაფერი არ ეშველება საქართველოს.  ნუ ეს კარგი დღეს ნახეს და ჯანდაბას, მანამდე ერთი 2 დღის წინ დეტალურად ანახეს ის ნომერი სადაც სტოუნი დარჩება, რამის თეთრეული აწიეს დაწიეს და ლოგინის ქვეშ შეიხედეს.

ხვალ პრემიერაზე დასწრება უკვე "სვეცკობას" ნიშნავს, ქართული ელიტა მზადააა გაქანდეს ხვალ და შემდეგ დარჩენილი ცხოვრება   და სიბერეში მოუყვეს ოჯახის წევრებს როგორ ნახეს შერონ სტოუნი და ენდი გარსია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ 22 000 $ თუ ლარი  გადაიხადა იმისათვის რომ შერონ სტოუნს გვერდით მოუჯდესო, ნეტა მართალი არ იყოს და თუ მართალია ისევ ქართველი ხალხის დონეზე მიუთითებს, კიდევ ისიც ითქვა , რომ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები 2 000 დან 15 000 $ მერყეობსო, ჰოდა მოკლედ ხვალ ქართული ელიტა და "შარდენის" ხალხი დაირაზმება და ძააააან სვეცკურად დაესწრება "აგვისტოს 5 დღეს" საინტერესოა საერთოდ თუ იციან რაზეა ეს ფილმი...  ხვალინდელი ქართველი ხალხიდან იქ ვინც იქნება 50 % ის არის ვინც ზუსტად იმ აგვისტოს ომის დროს ან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ან საერთოდ არც გაუგია რა მოხდა აგვისტოში იმიტომ , რომ ამ დროს პლაჟზე ნებივრობდა...
ამიტომ რამოდენიმე დღეა როგორც კი თვალს მოვკრავ რომ ამ ფილმზეა რეპორტაჟი ეგრევე ვრთავ , იმიტომ რომ დავიღალე. საერთოდ არ მიყვარს როცა რაღაცას ველი და დიდი აჟიოტაჟი მოყვება ხოლმე, მთელი ქვეყანა მაგაზე საუბრობს.

მარტო ამ ფილმზე კი არა საერთოდ რაღაც ზოგჯერ ისე ვიქცევით... მესმის პატარა ქვეყანა ვართ და ნებისმიერი წარმატება გვიხარია მაგრამ ... მაგიჟებს ხოლმე წინადადებებს რომ ვიგებ კურიერში წამყვანი უბედნიერესი ხმით რომ აცხადებს რომ , თურმე ერთ–ერთმა კონგრესმენმა მიშას ხელი ჩამოართვა და სარკოზმა სიტყვა ოკუპაცია ახსენა....

მოკლედ რაც არ უნდა იყოს... აგვისტოს 5 დღეს ველოდები საშინლად!!!  და აუცილებლად წავალ კინოთეატრში და დარწმუნებული ვარ არამარტო ერთხელ.
აუცილებლად წავალ როცა ქართველი ხალხი მოილევს , და როდესაც ჭედვა აღარ იქნება და ერთმანეთის გადათელვა .