ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, როცა შენი ოთხფეხა მეგობარი არის ცუდად, მაგაზე ცუდია როცა ექიმს რომელსაც ენდობი, იმედი გაქვს და გჯერა რომ ყველაფერს გააკეთებს შენი მეგობრის გადასარჩენად, ხვდები რომ საერთოდ არ აინტერესებს ეს და არანაირ თანაგრძნობას არ გიცხადებს, პირიქით რასაც აკეთებს, იმასაც ძალით შვება.
ამ სფეროში, არც ისე გამოცდილი ვიყავი ადრე. მე ცხოველები არ მყავდა, მაგრამ ჩემს ორ მეგობარს ჰყავს ახლაც, ერთს კატა, მეორეს ძაღლი. ამიტომ ხან იმათგან ვიგებდი ხოლმე ვეტერინარების ამბებს, ხან პირადად რომ მივყვებოდი მაშინაც შევსწრებივარ. თუმცა ეხლა როცა ორი ძაღლი მყავს და საუბედუროდ სულ მაგათ ექიმებში ვარ, უკვე ჩემს მეგობრებს გადავასწარი, კლინიკების და ვეტერინარების ცოდნაში. ჰოდა ერთ რამეში დავრწმუნდი, ძალიან , ძალიან ბევრი ექიმია, რომელსაც უბრალოდ არათუ არ აინტერესებთ ცხოველები არამედ ეზიზღებათ კიდეც! გასინჯვის და შეხების დროს ისეთი სახე აქვთ, გეგონება ან ზიზღისგან გული წაუვათ ან არწყევენ.
ამ ქვეყანაში ზოგადად აღარ მიკვირს არაფერი, მაგრამ ეს მაინც მიკვირს! როგორ შეიძლება ადამიანი იყო ვეტ–ექიმი, ამდენი წელი ისწავლო და ბოლოს როცა სამსახურს იწყებ, ცხოველებს ვერ იტანდე და გეზარებოდეს მისი მორჩენა. 99% დარწმუნებული ვარ, ეს პროფესია ძალით არ ექნებათ არჩეული. ძალით ამ ქვეყანაში არჩევინებენ, იურისტის, ეკონომისტის, ექიმის რაც მთავარია პროფესიებს მშობლები შვილებს. მაგრამ აი არ მჯერა, რომ ვინმეს ოჯახი თავიანთ შვილს აიძულებს, გინდა თუ არა წადი და ცხოველები მოარჩინეო, ამის იმიტომ არ მჯერა, რომ საქართველოში ცხოველები არ უყვართ და აქედან გამომდინარე მაგათი ბედიც კიდიათ, ჰოდა აი აქედანაც გამომდინარე თითქმის გამოვრიცხავ იმ ამბავს, რომ ვინმეს ეს პროფესია ძალით ჰქონდეს არჩეული, ჰოდა შე კაი ოჯახის შვილო, თუ გეზიზღება და გეზარება ამ ცხოველების მოვლა ვინ გაძალებდა და ვინ გაიძულებდა რომ ამ საქმეს გაჰყოლოდი?
თუმცა უკვე წამოვიდა სხვა ფაქტორი, ეკონომიური ფაქტორი. დღეს თუ კარგი ვეტ–ექიმი ხარ, ან არ ხარ კარგი მაგრამ კარგ რეკლამას უკეთებ შენს თავს და გაბაზრებული გაქვს, რომ ცხოველებზე დარდით კვდები, ოპერაციებს კარგად აკეთებ, მაშინ ბევრი პაციენტიც გეყოლება და კარგი სამსახურიც გექნება, ანუ ფულიც გექნება. ჰოდა ალბათ მაგ პერსპექტივითაც აირჩევენ მალე ამ პროფესიას. ზუსტად აქ უშვებენ შეცდომას! არ შეიძლება ადამიანი დაეუფლოს ასეთ პროფესიას და მხოლოდ რაღაც საგნების ქულებით ხდებოდეს მათი მიღება! ჯერ უნდა შეფასდეს მისი ადამიანობა, დამოკიდებულება ცხოველებთან და მერე უნდა დართონ ნება, რომ ეს პირი ცხოველს მიეკაროს! ნუ რათქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ეს ასე არ ხდება და ამიტომაცაა ამდენი უმაქნისი, უჟმურ–სახიანი ვეტექიმებით სავსე ქვეყანა. რას ამბობ, შენი ცხოველი გეტყვის და ხმას ამოიღებს და მოგიყვება როგორ იქცეოდა ექიმი თუ რა? ამიტომაც თითქმის ყოველთვის მართლები არიან.
ვეტ–ექიმები კი ახლა არიან ყველგან, მაგალითად ვეტერინარულ მაღაზიებში, გამყიდველად უმეტესად ვეტ–ექიმები არიან და მათთან საუბრის დროსაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ რა კონტიგენტია. ჰოდა იმის გამო, რომ ძალიან ხშირი შეხება მაქვს, სხვადასხვა კლიკინებთან, ვეტ–აფთიაქებთან, ვეტ–მაღაზიებთან, და მუნიციპალურ თავშესაფართანაც, ყველა ამ ხალხზე დაკვირვებით, გამოვარჩიე ვეტ–ექიმის რამოდენიმე ტიპი, რომლებსაც ეხლა განვიხილავ და თქვენც გაგაცნობთ. მოდით დავიწყებ ყველაზე სასიამოვნო ტიპით, მართალია ამ პოსტში ვეტერინარების უარყოფით მხარეზე ვლაპარაკობ, მაგრამ მათი ტიპების ჩამოთვლაში პირველს ყველაზე დადებითს განვიხილავ
I - მზრუნველი და ცხოველის მოყვარული. ასეთი ვეტერინარი ყველაზე საიმედოა, წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, როცა შენი ცხოველის მორჩენა მარტო შენ კი არ გინდა, არამედ თვითონ ის ადამიანიც ამითაა დაინტერესებული, როცა უნდა რომ, გამოაჯანმრთელოს, გამოიკვლიოს, თუ ერთ დაავადებას ეჭვობს და ის არ აღმოჩნდა აგრძელებს ძებნას, ეს მას არ ეზარება, მარტივი მიზეზის გამო, მისი პრიორიტეტი არის ცხოველის კარგად ყოფნა. ექიმი, რომ ასეთი იყოს, მას უნდა უყვარდეს ცხოველები. სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცევა. საბედნიეროდ მე ვიცნობ ასეთ ადამიანს, რომელსაც არ ეზარება არასდროს თავისი საქმის კეთება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სიცივეში, სიცხეში, ქარში ყინვაში, არასდროს არ იხევს უკან, თუ რამით მაინც შეუძლია დახმარება მაშინვე მზადააა გააკეთოს ყველაფერი. ასეთ დროს, ადამიანი ყოველთვის გრძნობ თავს იმედიანად, იმიტომ, რომ იცი რო რამე და შენს ძაღლს/კატას რამე გაუჭირდეს, არის ადამიანი ვისი იმედიც გაქვს და იცი, რომ არ დაზარდება და თავს არ აგარიდებს. იცით როგორი უნდა იყოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ექიმი? დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ევერსტის წვერზე რომ აღმოჩნდეთ, დაურეკოთ და უთხრათ, ძალიან გვჭირდება შენი დახმარება და გთხოვ მოდი–თქო, უნდა იცოდეთ, რომ ევერესტზეც ამოვა და თქვენს ცხოველსაც უშველის. იცოდეთ, თუ ასეთი პატრონი ჰყავს თქვენს ცხოველს, მაშინ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ. მე საბედნიეროდ მყავს ასეთი ადამიანი, კიდევ კარგი.
II – პროფესიონალი, მაგრამ გულგრილი და უდარდელი. ასეთი ტიპი, დაახლოებით იმას უტოლდება, ვისაც ცხოველები არ უყვარს. წარმოიდგინეთ, პროფესიონალი არის, ცხოველს საიქიოდანაც მოგიბრუნებთ, მაგრამ მთავარია მოინდომოს და პრობლემა სერიოზულად მიიღოს, ანუ თქვენ ეუბნებით, რომ რაღაც საშინელება სჭირს თქვენს ცხოველს, მაგრამ ის არ თვლის ამას საშიშად, პირიქით გამშვიდებთ. ძალიან უდარდელად ხვდება ამ პრობლემას, მოკლედ აქ მთავარია ესეთი ადამიანი, კარგად გააჯანჯღაროთ, რომ ყურადღება მიაპყროს თქვენი ცხოველის პრობლემას, და დამიჯერეთ თქვენს კატას/ძაღლს ყველანაირი ხიფათისგან იხსნის და ძალიან კარგადაც მიხედავს, რადგან არც ცოდნა აკლია და არც ენთუზიაზმი, მთავარია დაიჯეროს რომ საქმე რთულადაა.
III - პანიკიორი. ოოო, ამას კიდევ უდარდელი ჯობია. წარმოიდგინეთ, თქვენი ძაღლი უბრალოდ მოწყენილია, ამის ათასი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად დაიღალა, ამინდი არ მოსწონს, მაძღარია, უბრალოდ მობეზრდა ძაღლობა ან რავიცი მილიონი მიზეზი, ამ დროს თქვენ ურეკავთ ან მიგყავთ ექიმთან და ის გაპანიკებთ, გეუბნებათ, რომ საქმე ცუდათაა, რადგან ცოტათი მოწყენილია, ესეიგი რაღაც საშინელება სჭირს, შავი ჭირი, კიბო, ენტერიტი. არადა ამხელა პანიკა შეიძლება საერთოდაც არ იყოს საჭირო. პირადი გამოცდილებიდან მოგიყვებით, გეკამ ერთხელ მუცელი მოიღორა და დაემართა ფაღარათი, წავედი ვეტ–აფთიაქში საჭირო მედიკამენტების საყიდლად, დაინტერესდა იქ ვეტ–ექიმი და მკითხა რა სჭირსო, ვუპასუხე რაც და მაშინვე მეუბნება, იცი? შეიძლება ენტერიტია, დაალევინებ წამლებს გეგონება გამოკეთდა მაგრამ ბოლოს მაინც ცუდად გახდება და იცოდე ყურადღება მიაქციეო, მაინც ალბათ მოკვდებაო, ეგრე ხდება ხოლმეო. პასუხი არ გამიცია, არც არაფერი მიყიდია იქ, ისე გამოვედი. აი ეხლა ნორმალურია ეგეთი ექიმი? მესმის, რომ უნდა იყო ყურადღებიანი და ფრთხილი ასეთ დაავადებებთან, მაგრამ პატრონი არ უნდა შეშალო, შენი გიჟი გონებით და არ უნდა გააგიჟო ირგვლივაც ხალხი. მოკლედ ასეთი ვეტ–ექიმი თუ გყავთ, დროზე მოაშორეთ თქვენი და თქვენი ოთხფეხას ცხოვრებიდან.
IV – მოჩვენებითი მზრუნველი. ეს ტიპი დაახლოებით, ქართველ ოღრაშ ვაჟკაცს უტოლდება. ბევრი რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ ისევ ცხოვრებისეულ მაგალითზე გადავალ. ვეტ–ექიმის საუბარს შევესწარი, ურეკავდა ეტყობა პაციენტის პატრონი და ეს ტიპი ძალიან უხეშად შემოიფარგლებოდა მოკლე–მოკლე პასუხებით, "ხო!" "არა!", "ხომ გითხარით არაა?" "ვერ გაიგეთ?" ამ დროს შემოდის, ქართველი კაცების პარამეტრებით მაგარი ნაშა, და ეს ექიმიც, დემონიდან უცბად გარდაისახა ანგელოზად, კაბის ქვეშ შეუძვრა რამის, სული მიჰყიდა, და დიალოგში ასეთი წინადადებაც გააჟღერა როგორიცაა, მე ძალიან მიყვარს, ცხოველები და ვზრუნავ მათზე, არასდროს მეზარება არაფერი, ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ. გავიდა ეს ნაშა და ისევ იგივე სახე დაიყენა. მოკლედ მინდოდა კარგად მეგინებინა და ერთი–ორიც ამომერტყა.
V - "ყველაზე ჭკვიანი". ასეთი ტიპის ხალხს საერთოდ ვერ ვიტან და ახლა კიდევ ვეტერინარი რომ იქნება ხომ საერთოდ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა წინადადებაში ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა, ლაპარაკობს ტერმინებით, "მკაცრი" ტონით, როცა შეკითხვას სვამ, ძალიან გაკვირვებული გეუბნება პასუხს, თან ისეთი სახე აქვს ამ დროს, რომ თავს უხერხულად გრძნობ რატომ დასვი შეკითხვა და ეს შენ თვითონაც უნდა გცოდნოდა, არადა შე ჩემისა ეგ ტერმინები რომ ვიცოდე, და ჩემი ძაღლის დიაგნოზი რატომ მოგიყვან ცხოველს საერთოდ!
ასეთი ადამიანი, ხაზს უსვამს თავის ცოდნას, აკეთებს მხოლოდ ამას! და არა იმას, რომ ამდენ ლაი–ლაის ადგეს და ცხოველს მიხედოს, შეიძლება ასეთი ტაქტიკაც აქვთ, ჰგონიათ, რომ რაც უფრო გამოხატავს თავის განათლებულობას მით უფრო მოიპოვებს პაციენტის პატრონის კეთილგანწყობას და იმედს, ეგეც ერთგვარ მის კომპლექსზე მეტყველებს. ჰოდა მინდა ეგ იმედი გაგიცრუოთ, ვიცი, რომ უნივერსიტეტში კარგად ისწავლეთ, მაგრამ ეგ სწავლა სულ ფეხებზე მკიდია მე პირადად და დარწმუნებული ვარ სხვებსაც, როცა ცხოველი მოგვყავს თქვენთან, ტრაკი აწიეთ, გააჩუმეთ ეგ ენა და მიხედეთ პაციენტს! ტერმინების განმარტებანი კი შეგიძლიათ ასაკში რომ შეხვალთ მაშინ გამოუშვათ წიგნად.
VI – ვეტ–ექიმი, რომელსაც არ უყვარს ცხოველები და უბედურია თავისი ბედით, იმიტომ, რომ მეტს იმსახურებდა!
აი ეს, არის, ის ვიზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ამ ცხოველებზე ზრუნვა, მაგრამ რა ქნას, ფულს შოულობს, კარგი სახელი აქვს, პოპულარულია და რა ქნას აბა? როგორმე უნდა აიტანოს ეს "დასაწვავი პროფესია". ცხოველთან შეხების დროს თითის წვერს რომ ადებენ, ზერელედ და პასუხსაც უცბად ზერელედ რომ გესვრის. რაც შეიძლება ბევრი აცვია, რომ არ დაისვაროს ან არ დაიფხაჭნოს, შორიდან ეპარება ცხოველს და ცდილობს პროცედურა მალე მოათავოს, ან უბრალოდ დათვალიერება თუა მაგასაც მალე ცდილობს, რომ მორჩეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი სახეზე აწერია, კარგი აკეთებ ამ ყველაფერს, გააკეთე, მაგრამ ის მაინც ისწავლე, რომ დამალო ეს ემოცია. როდესაც სინჯავს ცხოველს სახე რომ აქვს გამომეტყველებით "ამის დედაც მოვტყან, მე უფრო მეტს ვიმსახურებ, ვიდრე ამ ძაღლის/კატის ტრაკში ძრომიალს".
ასეთი ტიპის ექიმზე მეტი რაღა უნდა ვთქვა, ერთი შეხედვა და დანახვა, როგორ ექცევა ცხოველს ეგეც საკმარისია და მთელი ცხოვრება მეყოფა, რომ "შთაბეჭდილება" არ დამეკარგოს. ამიტომაც კიდევ ვიმეორებ! სანამ ამ პროფესიას დაეუფლებიან, სხვა ფასეულობებს უნდა მიექცეს ყურადღება, მათი უნივერსიტეტში ჩაბარების დროს!
კიდევ ძალიან ბევრ ტიპად შეიძლება ვეტერინარები დაიყონ, მაგრამ აღარ გავაგრძელებ, ვფიქრობ ეს ყველაზე მთავარი ტიპებია რაზეც ვისაუბრე.
თუმცა მე აქ ვილაპარაკე უკვე შემდგარ ვეტერინარებზე, მაგრამ არ მისაუბრია მომავალ ექიმებზე. ახალგაზრდა თაობასაც ვიცნობ გოგო–ბიჭებს, და ვაი ჩვენი და ჩვენი ოთხფეხა ცხოველების ბედი, ვის ხელში უნდა ჩავარდეს!! საშინლად ცივები, ყველაფერზე პასუხია "დაძინება". რამე აწუხებს? დაძინება, რამე ცოტათი სერიოზულია? დაძინება! ყველა გამოსავალს მხოლოდ აქ ხედავენ. ისე ცივად და გულგრილად მიუსჯიან ხოლმე ამ ცხოველებს განაჩენს, მერე დადგება და ერთ სემინარს ჩაატარებს სიკეთეზე და სიბრალულზე, ამის მერე წავა და დეკოდეკოზიან ძაღლს დასაწყისი სტადია რომ აქვს, სასიკვდილოდ გასწირავს. კიდევ კარგი ჯერ მხოლოდ სწავლობენ და რეალურად შესაძლებლობა არ აქვთ რამე გააკეთონ და იმის იმედიც მაქვს მათი უმრავლესობა არ შედგება როგორც ვეტერინარი, რომ არ დაღუპონ ცხოველები.

არადა, იმის იმედიც არ მაქვს, რომ რამე გამოსწორდება. ეს სიტუაცია რაც ხდება ვეტ–ექიმებში, არც ქვეყნის განვითარების ბრალია და არც ხელისუფლების. ეს არის ერის პრობლემა! ერს არ უყვარს ცხოველები, თუ ერს არ უყვარს ცხოველები, მაშინ ეს პროფესიაც ზედმეტია.
ჰოდა შე კაი ადამიანო, რომ იცი რომ არ გიყვარს ეს ცხოველები, რატომ ირჩევ ამ პროფესიას? წადი ჩააბარე სადმე სხვაგან, ეკონომისტი გახდი, იჯექი ბანკში, ადვოკატი გახდი, ნოტარიუსი და აკეთე ისე ფული, მაგრამ ამ ცოცხალ არსებებს მაინც ნუ დახოცავ და გაწყვიტავ!
ამ ყველაფრის მერე, მაინც იმ ადამიანების იმედად ვარ, ვისაც უყვარს ცხოველები და ვინც პირველ ტიპში განვიხილე, მხოლოდ ეგენი თუ გამოასწორებენ სიტუაციას! მოკლედ გვჭირდება, კეთილი, სათნო, ცხოველების მოყვარული და თავდადებული ადამიანი!
რაც შეეხება, სხვებს, კარგი იქნება თუ ვეტერინარები წაიკითხავენ ამ პოსტს და რავიცი იქნებ ცოტა გონება გაუნათდეთ. ისიც ძალიან გამიხარდება თუ თავიანთ თავსაც ამოიცნობენ...