Jul 1, 2011

Tres metros sobre el cielo – ანუ მარიო საქართველოში უკვე ყველას უყვარხარ











Tres metros sobre el cielo  – არ შემეძლო ამ ფილმზე არ დამეწერა პოსტი...

არა

არა

არა

იმიტომ არა, რომ მარიო  კასასზე უგონოდ ვარ შეყვარებული, ან მისი ნახვის შემდეგ როგორც იქნა მივხვდი , როგორ გამოიყურება ჩემი ოცნების მამაკაცი

არა მაგიტომ არა...

უბრალოდ ამ ფილმის ყურებას ადრეც ვაპირებდი , მაგრამ პირველი კურსის დამამთავრებელი გამოცდები ჩამეჩხირა  და ვეღარ ვუყურე, შემდეგ ყველა სოციალურ ქსელზე ვნახე როგორ წერდნენ ამ ფილმის შესახებ, მოკლედ პირდაპირ ქარბორბალასავით დაატყდა ეს ფილმი თავს, სრულიად ქართველ ერს და წავიდა ტუჩებგაპრუწული გოგონების კომენტარები : „ ვაიმეეეეე ყველაზეეე ფილმიიიიი“ , „აი დზ დზ მაგარი კინოოო“ , „ ყველაზე მაგარი ვაფშეეეეეეე“ „უთბილესიიიი“ და  ა. და ა.შ და ააააააა.შშშშ !!!

ამ ხალხის შემხედვარე საერთოდ დამეკარგა ამ ფილმის ნახვის სურვილი,   არ მიყვარს  , როცა რაღაცას აიტაცებენ , თან თუ ქართველი ხარ , და ეხლა ამას კითხულობ და ოდნავ აზროვნებ , მიხვდები როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, როცა რამე უყვართ!!! სხვათაშორის საიდუმლოდ დარჩეს ჩვენს შორის და ისეთებიც იყვნენ საერთოდ ნანახი რომ არ ქონდათ ეს ფილმი, მაგრამ იმ ტუჩებმოპრუწულის კომენტარები რომ ნახეს, მერე იმათმაც  დაიწყეს „ვაფშე მაგარი“ ფილმის ქება, მაგრამ მაინც არ უნახავთ ჯერ....

მოკლედ ესეიგი ეს ფილმი გადმოვწერე და რომ ჩავრთე , თან ეგრევე შუიდან ჩავრთე და სულ რაღაც 3 წამი შევხედე, მივხვდი, რომ საინტერესო უნდა ყოფილიყო, და გადავწყვიტე გამოცდების შემდეგ მენახა, თან 2 საათი და 2 წუთია და ძალიან ბევრი მეჩვენა.  

სანამ ვნახავდი ის 5 დღე , უფრო და უფრო მომრავლდა მნახველთა და მქებელთა რიცხვი

ჰოდა 28 ივნისს ღამე ვუყურე ამ ფილმს...  ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს და თანდათან თანმიმდევრულად დავიწყებ და მოგიყვებით

ფილმი  – ვიტყოდი ფილმი 16 წლამდე ბავშვებისთვის.. რომანტიკული ახალგაზრდული „დრამა“, 15–16  წლის გოგო/ბიჭის პრობლემებით რომ არის სავსე,თინეიჯერებს გულს რომ აუჩქროლებს, ჩემზე მხოლოდ ბოლო თხუთმეტმა წუთმა იმოქმედა.  ფილმში ახალი ვერაფერი დავინახე, ვერც სიყვარული რაღაც განსაკუთრებული , ვერც რომანტიკა , ანუ აზრი იყო კომერციული მოტოციკლეტიან ცუდ ბიჭს , რომელიც ცხოვრებაზეა ნაწყენი , შეუყვარდება მდიდარი ოჯახის გოგონა, გოგონას რათქმა უნდა თავიდან არა, მაგრამ მერე მასაც შეუყვარდება, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე ეს ცუდი ბიჭი გახდება კარგი და მერე ბლაბალალალალალალალალალა......   ცხოვრებაზე ნაწყენი რომ ვახსენე ოდნავ ზემოთ.. სხვათაშორის ძალიან მომეწონა  ეგ აზრი, და ძალიან გამიხარდებოდა ეს ფილმი მაგ ხაზით რომ წასულიყო, უფრო დრამა იქნებოდა და უფრო დიდი აზრი იდებოდა ფილმში.სხვათაშორის გამიკვირდა და მაინტერესებს მაგ მომენტს საერთოდ თუ უყურა ქართველმა ერმა და და გოგოებმა და თუ მიხვდნენ საერთოდ რა მოხდა, იმიტომ რომ ქართველების 90% უტვინო კომედიები და "ღადაობა" ფილმები აყურებინე მეტი არ უნდათ არაფერი და ვერც იგებენ რამე რომ იყოს... მოკლედ ამას არ მოვყვები აქ, იმიტომ რომ თუ ნანახი არ გაქვს , მაინც აჯობებს შენ თვითონ ნახო. 
  საერთოდ ესპანელებს ყოველთვის განსხვავებული ფილმები აქვთ და ეს რაღაცით წააგავდა  ჰოლივუდს, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჰოლივუდისგანაც განსხვავდებოდა. ნორმალურად და კარგად  იყო გადაღებული სექსის სცენა, ყოველშემთხვევაში , ესპანელების ადგილას , ამერიკელები ისეთ ეფექტებს დაადებდნენ, ბაბი ქალიშვილი გოგო კი არა სტაჟიანი პორნო სტარი გვეგონებოდა 

გადავედით პერსონაჟებზე

აჩე – ეხლა რა ხდება , ამ ბიჭის სახელს სხვადასხვანაირად გამოთქვამენ, ზოგად ჰაჩე წერია, ზოგადნ აჩე, ზოგან ჰაჩი , და ა.შ  მე აჩედ მოვიხსენიებ. 
მარიო კასასის გმირს ვიზუალურად ვერაფერს დაუწუნებ, მართლა სიმპატიურია, დაკუნთული ( რატომღაც ფილმზე მეტად მგონი საქართველოში მის კუნთებს უყურებდნენ )  მართლა კარგი ბიჭია, უბრალოდ მე რატომღაც არ მომეწონა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ პერსონაჟი საერთოდ არ მომეწონა აჩეს სახით . ფილმის პირველი 20 წუთი ,  აჩეს ამრეზით ვუყურებდი, იმიტომ რომ აი გული ამერია მაგის საქციელზე, ძალიან ბევრისთვის ეს  საამაყო და მოსაწონი იყო , მაგრამ გამოჩენისთანავე ამიცრუვდა გული. არც მისმა რომანტიკულმა ქმედებებმა მოიგო ჩემი გული, რავიცი უბრალოდ ჩემზე არ მოქმედებს ეგეთი რამეები.
შემდეგ ნელ–ნელა იცვლება ეს ადამიანი, რათქმა უნდა სიყვარული ცვლის, მაგრამ იცით რაშია საქმე? ბოლოს აღმოჩნდება რომ აჩე ერთადერთი ნორმალური პერსონაჟი ყოფილა იქ და რასაც 20 წუთის განმავლობაში განვიცდიდი , შემდეგი 2 საათი მაგ ბიჭის საცოდაობით შევწუხდი. საშინელია ფინალი. აჩე , ესეთი მაგარი და ცუდი ბიჭი, ბოლოს მიტოვებული და სხვაში გაცვლილია,  ძალიან შემეცოდა, რაღაც ცდილობდა  სიყვარულისთვის გაეკეთებინა ყველაფერი მაგრამ მართლა მაგაზეა ნათქვამი ნაგავზე მოსიროლესო,. მაგრამ თვითონ მარიოს გმირი ბოლომდე მაინც არ მომეწონა,  თითქოს რომანტიკული, თითქოს მოსიყვარულე და ა.შ მაგრამ მაინც არ მომეწონა რა , ეტყობა უფრო 14–17 წლამდე გათვლილი ბიჭის ტიპაჟია. მომეწონა რომ ბოლოში დაკაცდა, ანუ გონზე მოვიდა , მიხვდა რაღაცეებს , დასერიოზულდა და ა.შ მოკლედ ასე თუ ისე აჩეს 10 დან 6,5 დავუწერდი.... ნუ 7 იც შეიძლება ... 

ბაბი – დავიწყებ იქიდან, რომ მარია ვალვერდე ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მსახიობია,  არაჩვეულებრივად თამაშობს ევა გრინთან ერთად CRACK–ში და ასევე დრამა–ეროტიკაში MELISSA P .  -ში, ამიტომ ჯერ ის უნდა ვთქვა რომ ასეთი ცანცარული როლი მარიასთვის იყო სისულელე, საერთოდ სანამ ქასთი არ ვნახე ამ ფილმის სანამ, ვნახავდი ვერც მივხვდი პოსტერიდანაც რომ ამ ფილმში მარია იყო. 
მარიას პერსონაჟი ბაბი, თავიდანვე არ მომეწონა, არ მომწონს ეს მდიდარი გოგონების სტერეოტიპები, შემდეგ ვითომ შეიცვალა, რაღაც... მაგრამ ბოლო ნაწილზე მინდა ვისაუბრო , როცა აჩეს ძმაკაცი პოლო კვდება, საერთოდ ვერ ვიპოვე ლოგიკა იმაში , რომ ეს აჩეს ეცემა და იქეთ დაუწყებს ჩხუბს, თან რა საჭირო იყო მკვდარი ძმაკაცი იქ ეგდო და იმის მაგივრად რომ აჩეს გვერდში დადგომობდა , იქეთ დაახურა ჯიში და ჯილაგი, იქეთ უთხრა შენი ბრალია რომ მოკვდაო და იქეთ მიაგდო კიდევ... ეს სცენა ჩემთვის პირადად იყო უაზრო..  ასევე საინტერესოა, როდესაც აჩე ბაბის მასწავლებლის ძაღლს აიყვანს „მძევლად“ და ისე მიიღებს ბაბი სასურველ ქულას, შემდეგ ამას გაიგებს და ჯერ მაგაზე დაშორდება, არადა რეალურად არამგონია ვინმე გოგო ეგრე მოქცეულიყო, საერთოდ ამ ფილმს „ციდან სამ მეტრზე“ კი არა „სექსის შემდეგ ყველაფერი იცვლება“ –ს დავარქმევდი, ეგ უფრო შეეფერება,  მანამდე იყო ყველაფერი კარგად, შემდეგ დაწვნენ ერთად და მაგის მერე თუ გაგახსენდებათ ისეთი მომენტი სადაც ბაბი ისე ექცევა აჩეს როგორც ადრე, მეც გამახსენეთ... თან საინტერესოა რომ გოგომ დაიკიდა ბიჭი და არა პირიქით... მოკლედ ბევრიც არ მინდა ვისაუბრო პერსონაჟებზე და ბოლომდე ვილაპარაკო.  საბოლოოდ გამოვიდა , რომ ბაბი არ მომეწონა არანაირად, პირიქით ბოლოში ისიც ვიფიქრე , მიგაკვდა სულში ძაღლი თქო , სხვა ბიჭთან ერთად რომ  გორიალობდა და თან ტიროდა... მაგისი არსიც ვერ გავიგე , რატომ დარჩა იმ ბიჭთან , მოკლედ ბაბის 10 დან 1 , 1 ისიც იმიტომ რომ მარია ვალვერდე თამაშობს .



ფილმში საშინლად მომეწონა სამი პერსონაჟი , თითქოს თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ისინი უფრო მომეწონენ, ვიდრე მთავარი ხალხი , ესენია : ბაბის დაქალი კატინა, აჩეს ძმაკაცი პოლი, და ბაბის და დანი. კატინა საშინლად მომეწონა , ჯერ ვიზუალურად რაღაც ძალიან საყვარელი გოგოა და შემდეგ თვითონ პერსონაჟი.

ძალიან  მომეწონა ბოლო სცენა, კატინა როდესაც მიდის აჩესთან და სურათს აჩუქებს, რაღაცნაირად თითქოს ამათმა შეინარჩუნეს ურთიერთობა და ბაბიმ ყველა დაიკიდა და ისევ კაპრიზნი, ძუკნა გოგო გახდა ....


მთავარი ის მინდა ვთქვა რომ,  საერთოდ ვერ ვიტან ღალატს, და 2 საათი ფილმს რომ ვუყურებ და კიდევ ერთმანეთს ესე უნამუსოდ ღალატობენ მაგაზე  ნერვები მეშლება, ამ ფილმმა გამახსენა კიდევ ერთი ფილმი , ყველას გაქვთ ნანახი ალბათ 500 days of summer - ზოი დეშანელი, დღემდე ჩემთვის ყველაზე ლამაზი გოგოა, და ვგიჟდები , მაგრამ მაგ ფილმის გაგონებაც არ მინდა, მაგის შემდეგ კარგა ხანი დეშანელი მყავდა ამოძულებული, მაგ ფილმა ისეთი გავლენა მოახდინა შემდეგ, რომ როცა მოვრჩი ყურებას ერთი 15 წუთი ტიტრებს ვუყურებდი, გავოგნდი და არვიცი საშინლად მომეშალა ნერვები, სამერზე, ფილმზე, სიუჟეტზე, ყველაფერზე!!!! ასეთი რეაქცია არ გამოუწვევია არასდროს არცერთ ფილმს, რათქმა უნდა „ციდან სამ მეტრზე“ ვერ მივა ახლოს მასთან, მაგრამ ბაბი გავს კიდეც რაღაცით სამერს, და ამან გამაცოფა, რადგან  500 days of summer –ის ნახვაც კი არ მსურს და თვალის მოკვრაც კი არ მინდა და ეგ კი არა მაგ ფილმის გახსენებაც არ მსურს.

ამით იმის თქმა მსურდა ,  ფილმი იყო უსამართლო და მაგიტომ არ მომეწონა, თუმცა ჰეფი ენდს ჯობდა, ჰეფი ენდით რომ დამთავრებულიყო უარესი იქნებოდა.

ციდან სამ მეტრზე“ – სთან დაკავშირებით მაქვს ორი სურვილი

1) არ გადაიღონ მეორე ნაწილი

2) არ გადაიღონ ამერიკელებმა, ამერიკული ვერსია

მეორე რატომღაც მგონია რომ შეიძლება მოხდეს, და ნამდვილად არ ვნახავ უკვე ვიძახი.

საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ფილმი არ მომეწონა,  დადებითთან ერთად , ბევრი უარყოფითიც ჰქონდა, მაგრამ მაინც მომეწონა, მარიო კასასთან რომ არ დავამატო არ შემიძლია, დარწმუნებული ვარ , ძალიან მომეწონებოდა ეგ ბიჭი სხვანაირი პერსონაჟი რომ ყოფილიყო, ან სხვა ფილმში  სხვანაირი ტიპაჟი რომ ითამაშოს, სადმე დრამა ან რამე მაგდაგვარი, მაგალითად ‘აპრილის წვიმებში“ მაგას რომ ეთამაშა არვიცი იდეალური იქნებოდა და ნამდვილად მომეწონებოდა. მოკლედ ვუსურვებ წესიერი როლები ერგოს , ხალხმა მარტო მაგის მკერდს და ტრაკს რომ არ უყუროს.


თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ, რადგან მეორე დღეს კიდევ მინდოდა რამე მაგ ფილმის მსგავსი მენახა...


  
ესეიგი
Tres metros sobre el cielo 10 დან ვუწერ 7–ს !!! კარგი... 8 –ც შეიძლება...